ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები (7 ნაწილი)


გინდათ გაიუმჯობესოთ კალიგრაფია? აქ არის რამოდენიმე რჩევა რომლის დახმარებითაც თქვენ ამას გააკეთებთ. მანამდე კი გახსოვდეთ, რომ წერის დროს მხარი და კისერი აუცილებლად უნდა გეჭიროთ სწორად, მათ შეცვლას კალიგრაფიის შეცვლაც შეუძლია, (ყველას გვქონია შემთხვევა როცა ჩვენ ნაწერს ვერ ვნობთ, სწორედ ამის გამო) ყოველთვის ეცადეთ ნახოთ სხვისი წერის სტილი, გადაავლეთ თვალი ცნობილი ადამიანის წერილებს და შეეცადოთ წეროთ ყველგან, დაფაზე, კედლებზე, მერხზე.

აუცილებლად უნდა შექმნათ თქვენი საკუთარი სტილი, შეგიძლიათ დახაროთ ასოები ან პირიქით. დაწერეთ ერთი კონკრეტული ასო და შემდეგ ცადოთ დაწეროთ მისი ახალი ფორმა უფრო ლამაზად.

ახალი კალიგრაფიის შესამუშავებლად საჭიროა:
ფურცელი
კალამი
მოთმინება
ახლა კი უშუალოდ რჩევები:
თუ ვერ შეიცვლით კალიგრაფიას, მაშინ წერეთ შევსებულ ფურცელზე და უყურეთ იმ ნაწერს, ის თქვენთვის მაგალითი უნდა გახდეს.
ძალიან ხშირად წერეთ ისეთი წინადადება სადაც ყველა ასო–ბგერაა, ეს თავისთავად ჯობია ყველა ასოს ცალ–ცალკე გამოწერას.
არ იჩქაროთ, წერეთ ნელა, ყურადღება გაამახვილეთ 2 ან 3 ასოზე და მათი დაწერის წინ იფიქრეთ იმაზე თუ როგორი გინდათ რომ ისინი იყვნენ.

არ არის აუცილებელი ხელზე ძალიან დატანება, წერეთ რბილად, ეს თავისთავად ცვლის წერის სტილს
აუცილებელია ხელი გედოთ სწორათ, ანუ იგი არ უნდა იყოს ჰაერში, ხელი უნდა იდოს მაგიდაზე, მიუხედავად იმისა გეჩქარებათ თუ არა თქვენ რამის ჩაწერა.
კალიგრაფიის შეცვლა შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ, მოიტანეთ ფურცელი და გადაწერეთ ყველაფერი რაც ამ სტატიაში წერია.
რა არ უნდა გავაკეთოთ ?
არ უნდა დავაწვეთ კალამს, ასეთი წერის დროს თქვენ უფრო დაძაბული ხართ და კალიგრაფიაც გეხვლებათ. ვწეროთ რამოდენიმე კალმით, 2-3. და არა ბევრი კალმით, რა თქმა უნდა ეს ახალი კალიგრაფიის ჩამოყალიბებამდე

ბანანი საუკეთესოა, როცა ის მწიფეა, ანუ როცა კარგი ყვითელია და მცირე ყავისფერი ლაქები აქვს კანზე, მაგრამ მწიფე ბანანი, რომელსაც დროულად არ გამოიყენებ მალე გადამწიფდება, ყავისფერი გახდება და დარბილდება, რაც საბოლოოდ გვაძლევს უგემურ ბანანს. როგორ შევინახოთ ბანანი, რომ დიდხანს შეინარჩუნოს სიყვითლე და არ გაშავდეს?! ამ სტატიაში თქვენ ამოიკითხავთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

თუ ბანანს ინახავთ კალათაში სხვა ხილთან ერთად, არ დადოთ მასთან ახლოს ვაშლი. ვაშლი ყველა ხილზე უფრო მეტად ხელს უწყობს ბანანის სწრაფ გადამწიფებას და გაშავებას.

ბანანი უნდა შეინახოთ ბნელ ადგილას, ვინაიდან მზე და სინათლე ხელს უწყობს დამწიფების პროცესს.

გაუფრცქვნელი ბანანი შეინახეთ გრილ ადგილზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – მაცივარში. 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ბანანში შემავალი ვიტამინები კვდება, ბანანი ხდება მომჩვარული და შავდება. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ბანანისთვის არის 12 გრადუსი.

ბანანის ბოლოებს (ყუნწებს) კმჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგის ქაღალდი (სკოჩი, პოლიეთილენის პარკი და ა.შ), ეს ხელს შეუშლის მასში ჟანგბადის შეღწევას, და ბანანი დიდხანს შეინარჩუნებს ხასხასა ყვითელ ფერს.

თუ თქვენ ძალიან ბევრი ბანანი გაქვთ, მაშინ გაფრცქვენით, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და გაყინეთ. გაყინული ბანანი ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და მინერალს. ამასთან ასეთი სახით შენახული ბანანი გადასარევი ინგრედიენტია კოქტეილებსა და საკონდიტრო ნაწარმში.

 

 

 

 

 

 

დღეს დღეისობით ცხოვრებისეული ფაქტორები უფრო ნაკლებად და ნაკლებად ახალისებს ადამიანს. იწყება გნცდები, რაც გადაიზრდება ემოციურ დატვირთვაში. ემოციური დატვირთვამ შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუ მას არ ამოვიღებთ გულიდან ან უბრალოდ შევხვდებით ამაყად, აწეული თავით. თუ როგორ გავუძლოთ ემოციურ დატვირთვას წავიკითხოთ დაწვრილებით.

ბედნიერების ჰორმონების შექმნა დამოკიდებულია ადამიანის სიბედნიერეზე. უნდა ხშირად გავიცინოთ და გულიანად ვიხალისოთ, წვრილმან მიზეზების დროსაც. ემოციური დატვირთვა არასდროს უჩნდებათ ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს.

ნერვული დატვირთვის ეფექტურად გაძლებაში დაგეხმარებათ სპორტი. ხანგრძლივი ემოცური დატვირთვის დროს ძალზედ მარგებელია დაკავდეთ მსუბუქი ათლეტიკის კურსებით ან შეხვიდეთ ცეკვაზე ან ძლაოსნურ ბრძოლებზე.

როდესაც ემოციური დატვირთვა მიაღწევს თავის პიკს, გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები: 6 წამის განმავლობაში გააკეთეთ მხოლოდ 1 ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა. ამ ვარჯიშის გაკეთებას სჭირდება 10 წუთი, სანამ არ იგრძნობთ ნერვული სტრესის მოხსნას.

არაა რეკომენდირებული დასამშვიდებალად მიმართოთ ან ალკოჰოლის ან თამბაქოს. ეს უფრო გაამწვავებს სიტუაციას. შეეცადეთ შეხედოთ რეალურ ფაქტებს, რადგან ყველაფერი არ არის ძალიან ცუდად. ასევე ის ფაქტიც რომ შესაძლებელია ადვილად სუნთქვა და გაადაადგილება – ესეც დიდი პლუსია, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ექვემდებარება შესაძლებლობების ზღვარს.

ემოციური დატვირთვის გასაძლებად კარგი საშუალებაა – შინაური ცხოველები. მათვის სიყვარული და მოვლა გადაგართობთ რთულ დროს. აღსანიშნავია რომ შინაური ცხოველები საკუთარ თავზე იღებენ ამ ტვირთის ნაწილს.

როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ცხოვრება ყოველთვის გვაყენებს ექსტრემალური სიტუაციებში, რომლების უნდა დავძლიოთ. ასევე ამის გავლაში დაგეხმარებიან მეგობრები და ახლობლები, რომლებიც მოგისმენენ და მოგცევენ გონივრულ რჩევას. ემოციური დატვირთვა მოგეჩვენებათ ბუტოფორიად თუ ჩვენ თვითონ არ გამოვიწვევთ ამ სიტუაციებს.


ზაფხული ყველაზე ანტისტრესული სეზონია, რომელიც დასვენებას, შვებულებას და მხიარულებას უკავშირდება. არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებით ზაფხულში მინიმუმამდე შეიძლება დავიყვანოთ სტრესული სიტუაციები, ნერვული დაძაბვა და დავიცვათ თავი გადაღლისაგან.

ბუნება და სიმშვიდე

ყველაზე კარგად სტრესის მოხსნასა და გუნება–განწყობის გამოკეთებაში ბუნება გვეხმარება – ყვავილების სურნელი, სუფთა ჰაერი, ფრთაფარფატა პეპლები, სიმშვიდე… ამიტომ, ზაფხულობით, თუნდაც კვირაში ერთხელ, ბუნებაში უნდა გავიდეთ და მისი მშვენიერებით დავტკბეთ.

კარგი განწყობა

განწყობის ასამაღლებლად უნდა ვეცადოთ, ჩვენ გარშემო ისეთი ატმოსფერო შევქმნათ, რომ დადებითი მუხტით შევივსოთ. მაგ.: არაჩვეულებრივია კომედიური ჟანრის ფილმის ყურება.

ჰობი

კარგია,თუ რამის შეგროვებით ვართ დაინტერესებული ან ჰობი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ეს ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, დადებითი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზეც.

წყლის სტიქია

ადამიანთა უმრავლესობას ძალიან უყვარს ზაფხულში ზღვაზე დასვენება. წყლის სტიქიას დიდი ძალა აქვს – საოცრად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ნაყინი

ეს ნუგბარი ზაფხულის განუყრელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ გვაგრილებს, მასში შემავალი სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებები არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის გუნებაზე. ასევე, მისი ზომიერი მოხმარება ჩვენს წონას საფრთხეს არ უქმნის.

ხასხასა სამოსი

ფერთა პალიტრას დიდი გავლენა აქვს ადამიანის თვითშეგრძნებასა და განწყობაზე. ზაფხულში ჭრელი, კაშკაშა ფერის ლამაზი სამოსი ერთ–ერთი დამხმარე საშუალებაა, რომ ცხელ დღეებში თავი კარგად ვიგრძნოთ.

სამოთხის ვაშლი

თუ დღეში მინიმუმ ერთ ვაშლს მაინც შევჭამთ, ჯანმრთელობის პრობლემა ნაკლებად შეგვაწუხებს. ზაფხულის ცხელ დღეებში ის წყურვილსაც მშვენივრად კლავს, განსაკუთრებიტ მჟავე ჯიშის ვაშლი. ასე რომ, თუ სამოთხის ამ ხილზე უარს არ ვიტყვით, ორ კურდღელს ერთდროულად დავიჭერთ – წყურვილსაც მოვიკლავთ და ჯანმრთელებიც ვიქნებით.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ ზაფხულში დაღლას ნაკლებად იგრძნობთ. გისურვებთ წარმატებებს!

წონაში არ მოიმატებთ, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:

ნივთიერებათა ცვლა რომ მოაწესრიგოთ ყოვედღე კარგად ისაუზმეთ.

ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა.

ნუ დაიცავთ დიეტას. წონაში რომ დაიკლოთ და თავიც კარგად იგრძნოთ მამაკაცებმა მიიღეთ საშუალოდ დღეში 1600-2000 კკალ, ქალებმა – 1200-1600 კკალ.

ჭამეთ მწვანილი, რომელიც მდიდარია არა მარტო ვიტამინებით და ბოჭკოებით, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით. რადგან მწვანილს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ ყოველდღე მიირთვით მწვანე სალათა.

ნუ ივახშმებთ საღამოს 6 საათის შემდეგ, თუ მაინც მოგშივდათ ვაშლი ან მაწონი მიირთვით.

ნამცხვრებს და ტკბილეულს ნუ მიეძალებით.

ყოველ დილით უზმოზე მიირთვით 1 ჭიქა წყალი და რამოდენიმე წუთის შემდეგ ისაუზმეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close