არქივი

სასარგებლო რჩევები (6 ნაწილი)

011dfbbf09b0
ერთი დღის განმავლობაში უბრალოდ დააკვირდით საკუთარ თავს. დააკვირდით თუ როგორ ცდილობს საკუთარი გონება ცურვას “დინებ”-ის საწინააღმდეგოდ .

-თქვენ რაღაცას გთავაზობენ და თქვენ უარს ამბობთ.
-თქვენთვის ცდილობენ რაღაცა გითხრან, თქვენ კი უარყოფთ.
-ვიღაც გამოთქვამს საკუთარ აზრს, თქვენ კი ეკამათებით.
-ვიღაც ცდილობს თავისებურად საქმის გაკეთებას, თქვენ კი არიგებთ სწორ გზაზე.
-თქვენ გთავაზობენ გადაწყვეტას, თქვენ კი ედავებით.
-თქვენ ელოდებით ერთს მაგრამ მიიღეთ მეორე და გამოხატავთ უკმაყოფილებას.
-თქვენ ვიღაც ხელს გიშლით, თქვენ კი განრისხდებით.
-რაღაც ეწინააღმდეგება თქვენს დაგეგმილ სცანარს, თქვენ კი გადადიხართ ნებისმიერ თავდასხმაში, რათა მიმართოთ “ნაკადი” სწორ არხში.
შეცვალეთ ტაქტიკა : გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი, კონტროლიდან გაკვირვებაზე. არაა აუცილებელი მუშტების წყალზედ რტყმა. არ დაუშალოთ საკუთარ ცხოვრებას იმოძრაოს დინებასთან ერთად და თქვენ დაინახავთ თუ როგორ იგრძნობთ თავს უკეთესად.

ადამიანი გონება მუშაობს როგორც გამოთვლითი მანქანა, იგი ცდილობს გათვალოს ყველა სვლა წინასწარ და შემდგომ შეადგინოს მოქმედების გეგმა. გონებას იშვიათად ეხერხება იპოვოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. ვინაიდან დავალებაში არის უამრავი ამოუცნობი და ამასთან ერთად სიტუაცია პერმანენტულად ცვალებადია. მაგრამ იგი ჯიუტად მოითხოვს საკუთარ სცენარს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ცურავს დინების საწინააღმდეგოდ”. შედეგად, უაზროდ იხარჯება უამრავი ენერგია, ხოლო პრობლემებისა და დაბრკოლებების რაოდენობა, კი იზრდება. გონება მიისწრაფის გამართოს არა საკუთარი გადაადგილება “დინება”-ში, არამედთ თვით “ნაკად”-ის გადაადგილება. ეს არის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა და უსიამოვნება. მიისწრაფეთ მეტი დააკვირვებისაკენ, ვიდრე გაკონტროლებისაკენ. არ იჩქაროთ შედავება, კამათი, საკუთარი აზრის დამტკიცება, ჩარევა, მართვა, გაკრიტიკება. მიეცით სიტუაციას შანსი, იმოქმედოს თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე. კონტროლზე უარის თქმით, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ კონტროლს სიტუაციაზე, ვიდრე ჰქონდათ უწინ. ერთადერთი კონტროლი რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება – არის კონტროლი შიდა და გარეშე მნიშვნელობის დონისა.

 

 

 

თუ თქვენ წინ გელით მნიშვნელოვანი გამოცდა ან თათბირი, რომლისთვისაც თქვენ უკვე დიდი ხანია ემზადებოდით. ან თუ თქვენ უკვე მთელი დღის განმავლობაში განიცდიდით ფიზიკურ დატვირთვას. ამ შემთხვევაში ჩემი რჩევები გამოგადგებათ.

არსებობს ორი ტიპის დაძაბულობა: კუნთოვანი და ფსიქიკური (ნერვული). კუნთოვანი – ეს არის როცა თქვენ დღის განმავლობაში ზიდავდით მძიმე ტვირთებს, დარბოდით, ხტუნავდით და ა.შ. ამ შემთხვევაში დღის ბოლოს თქვენ იქნებით როგორც “ზოზინა პელმენი”, გაგიჭირდებათ იგივე ხელების აწევაც. ფსიქიკურია, როდესაც თქვენ მთელი დღე გაატარეთ სკოლაში, უნივერსიტეტში ან ამზადებდით მოხსენებას, ან თქვენ გქონდათ ჩათვლა, ან იყავით სამსახურში და მთელი პერიოდის განმავლობაში, რაღაცას კითხულობდით, იმახსოვრებდით და სწავლობდით. ეს ორივე ტიპის დაძაბულობა არაფერ კარგს გვპირდება. ესეთ მდგომარეობაში თქვენ არ გექნებათ არც ლაპარაკის, არც სეირნობის ან დორის ტარების ხასიათი, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ურთიერთობაზე თქვენსა და მეგორებს თუ ახლობლებს შორის.

ფსიქიკური დატვირთვა.
სამსახურის პირობებში:
1. თუ თქვენ ხართ ძალიან დაძაბული და ნორმალურად ვერ აზროვნებთ, მაშინ უბრალოდ გადაეყრდენით სკამის საზურგეზე, თუ გაქვთ სავარძელი ან დივანი მაშინ ჯობია დაჯდეთ ზედ და მოდუნდეთ, და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კარგად, ისვენებთ რაიმე კურორტზე თუ კლუბში, ოღონდ მთლად არ ჩაუღრმავდეთ ფიქრებს, რადგან რეალობიში დაბრუნების შემთხვევაში იგრძნობთ უფრო ცუდად ვიდრე უწინ :) ასეთი პროცედურის ჩატარების შემთხვევაში თქვენ უდავოდ იქნებით უკეთ.
2. დღეში რამდენჯერმე მაინც დარჩით მარტო საკუთარ თავთან. როგორ გავაკეთოთ ეს? ჩაიკეთეთ ტუალეტში :)

კუნთოვანი დაძაბულობა.
1. თვალი – იმისათვის რომ მოადუნოთ თვალები, გააღეთ ისინი ისე თითქოს დაინახეთ უცხოპლანეტელი ან წარმოიდგინეთ თითქოს ხართ ბუ :)
2. სახე – იმისათვის რომ მოადუნოთ სახე, უნდა გააკეთოთ გირმასები როგორც მაკაკამ ან ჯიმ ქერიმ :) (შეგიძლიათ ლოყების დაბერვითაც მოიხსნათ დაძაბულობა)
3. კისერი – თავის დახრა ან გარშემო ტრიალი, ასევე ენის გამოყოფაც.
4. გულ-მკერდის არე – სუნთქვის შეკავება, ჩასუნთქვისას 1-2 წამი შეკავდით და ამოისუნთქეთ მთელი აზოტი რასაც შეძლებთ ამოიტანოთ ფილტვებიდან, ოღონდ მთლად ფილტვები არ გადმოაფურთხოთ.
5. მუცელის და ზურგის არე – პატარაზე წაივარჯიშეთ, დახარეთ წელი წინ-უკან და მარცხნივ-მარჯვნივ. შეწიეთ მუცელი რამოდენიმეჯერ ზუსტად ისევე როგორ აკეთებთ პლაჟზე სეირნობის დროს :)
6. ფეხი – უბრალოდ დაჯექით და გაათამაშეთ ფეხები ისევე როგორც პატარა ბავშვები იქცევიან :)

ხუმრობა ხუმრობად დავტოვოთ, მაგრამ სამუშაოს პირობებში პატარა განტვირთვამ შეუძლია დამატებითი ძალები შეგმატოთ. კარგ ხასიათზე იქნებით თუ არა ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

 

 

იმისთვის რომ ვიყოთ ლამაზები და მოხდენილები საჭიროა კვირაში ერთხელ. მაქსიმუმ კი ორჯერ განტვირთვის დღის მოწყობა. ამ დროს იკარგება სითხე და ორგანიზმი იწმინდება შლაკებისგან. მთავარი რამ რაც განტვირთვის დღეებისათვის არის დამახასიათებელი, მარილის შეზღუდვაა.

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს განტვირთვისათვის

1. მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი მარილის და კანის გარეშე, რადგან კანი ბევრ ქოლესტერინს შეიცავს. ქათმის ეს ნაწილი მდიდარია ცილებით. ორგანიზმი კი საკმაო რაოდენობის ენერგიას ხარჯავს მათ გადამუშავებაზე.

2. 1 ჭიქა მუქი ბრინჯი მოხარშეთ მარილის, შაქრის და ზეთის გარეშე. მიირთვის მთელი დღის განმავლობაში. k ბრინჯში მეტია, ამიტომ ის გამოდევნის Na . ორგანიზმში წნევა სტაბილურდება და სითხე იდევნება.

3. მიირთვით 5 ცალი გრეიფრუტი და 5 მოხარშული კვერცხის ცილა. გრეიფრუტს გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი. ცილის გადამუშავებაზე კი ბევრი კალორია იხარჯება.

არ დაგავიწყდეთ ამ დღეების განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღება

 

 

 

ამ ქვეყნად არაფერია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მას დაცვა სჭირდება. ვარჯიში და სწორი კვება აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი. ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით სწორ კვებაზე.

ეს სტატია არ ეხება არანაირ დიეტას, ის უბრალოდ დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად.

მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვენს, რომ ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილება ენერგიაზე უნდა დაკმაყოფილდეს 50% ნახშირწყლებით, 15% ცილებით და 35% ცხიმებით. ამიტომ კვების რაციონის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ პროდუქტში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების %-ულ შემცველობას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონის შედგენის დროს გათვალისწნებული იყოს საკვები პროდუქტების საერთო ენერგეტიკული ღირებულება. თუ გვეცოდინება სხვადასხვა პროფესიის ადამიანი რამდენ ენერგიას ხარჯავს დღეღამეში, შესაძლებელი იქნება მათთვის კვების რაციონის შედგენა.

წვის პროცესში ყველაზე მეტი ენერგია ნახშირწყლებიდან გამოიყოფა.

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელბიც მდიდარია ნახშირწყლებით (100 გრამ საკვებ პროდუქტში) და მათ ენერგეტიკულ ღირებულებას (კკალ-ებში).

ნახშირწყლები                  ენერგეტიკული ღირებულება

ჭვავის პური                                   39.3                                               230

ხორბლის პური                                56                                                 250

ბრინჯი                                          77,7                                                360

კარტოფილი                                   18,5                                                 80

კვების რაციონის გათვალისწინებისას უკეთესია თუ დილას მივიღებთ ცილებს ეს შეიძლება იყოს: ყველი, ლორი, საქონლის ხორცი (საშუალო ცხიმიანობით), მოხარშული კვერცხი და ა.შ

 

 

 

ჩართეთ NUM LOCK ცალკე გამოყოფილი ციფრები კლავიატურაზე, თუ თქვენს კლავიატურას არ გააჩნია ცალკე ციფრების დაფა მაშინ ჩართეთ ვირტუალური კლავიატურა Start Menu-დან.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ALT  და აკრიფეთ 11, აუშვით ხელი ALT-ს და დაიწერება – ♂, 12= ♀ 13  = ♪ 14 = ♫ 15= ☼ 16= ► ….. 9999999= ⌂

ყველა ციფრის კომბინაციას ვერ ჩამოვწერ, მაგრამ 1-დან აკრიფეთ რაც გინდათ.
755350487acb

როგორ ვისწავლოთ სკოლაში კარგად ? ეს არის კითხვა რომელიც ალბათ ყველა მოსწავლეს აწუხებს. ყველას უნდა ათიანი, მაგრამ სწავლა ცოტას თუ ეხალისება (რაც ძალიან ცუდია). ახლა მოგცემთ რჩევებს, რომელბიც აპრობირებულია წარმატებული, თუმცა ზარმაცი მოსწავლეების მიერ. ეს მითითებები არ არის გაუგებარი თეორიები, არამედ ზუსტი მოქმედებებია, რომლებიც უცილობლად მუშაობენ ყველა პედაგოგის მიმართ და  ასიპროცენტით უზრუნუნველყოფენ თქვენს წარმატებულ ნიშანს. ასე რომ გულისყურით გაეცანით და შეუდექით მათ შესრულებას.

1) წარჩინებული მოსწავლეები ცდილობენ მასწავლებლის მოცემული დავალებები პირნათლად შეასრულონ. შესაბამისად გაკვეთილზეც ბევრად აქტიურები არიან. შედარებით სუსტ მოსწავლეებს კი არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. შესაბამისად, ნაწილი საერთოდ ეთიშება გაკვეთილს, ნაწილი კი ისვრის უაზრო პასუხებს იმ იმედით, რომ ერთს მაინც გამოიცნობს. ალბათ ბევრ თქვენგანს  ეცნო მსგავსი სიტუაცია. კარგია, როდესაც ვცდილობთ გაკვეთილის მსვლელობაში ჩართვას, თუმცა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ვერ  გავარტყამთ. ამიტომ, უნდა დაველოდოთ ადვილ კითხვებს რომლებიც ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც მოვლენ. მე არ ვცდილობ იმის მტკიცებას, რომ გაკვეთილის უსწავლელად შეიძლება წარმატების მიღწევა, თუმცა იმ საგნებში რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს გაკვეთილის 1-2-ჯერ გადაკითხვით შეიძლება კარგი ქულების აღება. პირადად ჩემთვის, ამის კარგი მაგალითია ფიზიკა. ამოცანების გამოყვანა ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა პატარა პრაქტიკულ შეკითხვებზე ყოველთვის ვაქტიურობდი. დამერწმუნეთ დაელოდეთ თქვენს დროს – ის აუცილებლად მოვა.

 

2) გამოიყენეთ ცოდნის წარმოჩენის ბევრად საინტერესო და იოლი მეთოდები: პრეზენტაცია, ჯგუფური განხილვებიდა ა.შ. აქ საგნის ცოდნა რამოდენიმე ადამიანზე ნაწილდება, თუმცა ნიშანი ერთი იწერება.  საქართველოში ცოტა მასწავლებელი თუ ბედავს ჯგუფური მუშაობის ჩატარებას (რადგან როგორც წესი, ჯგუფური მეცადინეობა ხმაურს იწვევს). რაც არ უნდა იყოს, არასოდეს გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და ყოველთვის ეცადეთ ჯგუფის აქტიური წევრი იყოთ.

3) არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მასწავლებელთან. კარგი ურთიერთობის შემთხვევაში მასწავლებელი ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. ნუ შეგაშინებთ პედაგოგის ხასიათი – საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეიძლება (თუმცა არც ზედმეტი პირფერობა ვარგა).

4) საშინაო დავალება. პუნქტი, რომელსაც წარმატებაში არც თუ ისე პატარა პროცენტი უკავია. აქ ყველა მოსწავლეს თავისებური მიდგომა გააჩნია, თუმცა იდეალურად მას ყოველთვის ვერავინ ასრულებს. ამიტომ ნუ დაელოდებით სანამ თქვენს გვარს ამოიკითხავენ დაფასთან გამოსასვლელად. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა, მაშინ როდესაც ხვდებით რომ დავალება კარგად იცით. ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ეს არის  საკვანძო და ერთ–ერთი მთავარი მოქმედება კარგი ნიშანის დასამსახურებლად და რისკების თავიდან ასაცილებლად.

არ ვიცი ვინ რას ელოდა ამ სტატიისაგან თუმცა ფაქტი ერთია, ეს არის ერთადერთი ყველაზე მოკლე და იოლი გზა წარმატებულ ნიშნამდე. აღნიშნული სტატია არ არის უსწავლელობისაკენ მოწოდება, უბრალოდ ყოველთვის იდეალურად ვერ გეცოდინებათ გაკვეთილი და თუ თქვენ ამ მოვლენას სათქვენოდ შეაბრუნებთ და ამ უნარს გამოიმუშავებთ ძალიან გამოგადგებათ სკოლის გარეთ ცხოვრებაშიც.

გისურვებთ წარმატებას ! ! !

მსგავსი ამბები

Back to top button