არქივი

ენცო ფერარიზე ფილმს გადაიღებენ

fccc07eb1fc5

კინოკომპანია „ჩეკი გორი პიქჩერზი“ Ferrari-ს დამაარსებელზე და ავტოინდუსტრიის ლეგენდა ენცო ფერარიზე ფილმის გადაღებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის სპეციალური წარმომადგენლები კანის კინოფესტივალს ესწრებიან, რათა ფილმს რეჟისორი და პროდიუსერი მოუძებნონ. მიმომხილველები მომავალ ფილმს, ავტოსპორტის თემაზე „ნათლიმამას“ უწოდებენ.

„ჩეკი გორი პიქჩერზის“ აღმასრულებელი დირექტორი ნილს ჯული ამბობს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორთან, რომელიც ფილმის იდეით დაინტერესდა. ოღონდ, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის სცენარი დიდი ხნის დაწერილია. მისი ავტორია ტროი კენედი მარტინი, რომელმაც სცენარის საფუძვლად ბროკ იეიტსის წიგნი – „ენცო ფერარი: ადამიანი, მანქანები, რბოლები“ გამოიყენა. ცნობისათვის, მარტინი არის ფილმის „ძარცვა იტალიურად“ სცენარის ავტორი.
ddbeaf0c82c0

 

„ეს იქნება ლამაზი ისტორია „ფერარისა“ და „მაზერატის“ მეტოქეობაზე. ოღონდ, ეს არ იქნება ფილმი რბოლებზე. ესაა „ნათლიმამა“ რბოლების თანხლებით. ჩვენ გადაღებებისთვის ადგილებს ვარჩევთ და სცენარს ვაახლებთ. რაც შეეხება დაფინანსებას, დაწვრილებით ამაზე 2-3 თვის შემდეგ გვეცდონება“, – ამბობს ჯული.
b92da6e64807

ცნობისათვის, ამ ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 2004 წელს უნდა დაწყებულიყო. მაშინ რეჟისორად სიდნი პოლაკი შეარჩიეს, მთავარ როლზე კი ალ პაჩინო იყო მიწვეული. მაგრამ ფილმის წარმოება 2008 წელს შეწყდა, რისი მიზეზიც პოლაკის გარდაცვალება გახდა.
c7d1a8e0203b

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერარი 1988 წელს, 90 წლისა გარდაიცვალა. მისი შვილი, პიერო ლარდი ფერარი ამჟამად Ferrari-ს ვიცე პრეზიდენტია.
e3b49ebdc0dc

მსგავსი ამბები

Back to top button