10 საუკეთესო სამსახური მსოფლიოში
1.სამოთხის კუნძულის დარაჯი
37 წლის Ben Southall-მა თითქმის 35 000 აპლიკანტს აჯობა, რომ მიეღო ოცნების სამსახური. ეცურავა, აღმოეჩინა და განტვირთულიყო (ამასთან ერთად მას უნდა დაეწერა ბლოგი, რითაც ხელს შეუწყობდა ამ ადგილის წინსვლას) ჰამილტონის კუნძულზე, დიდ ბარიერულ რიფებზე. 6 თვიანი ხელშეკრულების განმავლობაში მისი ხელფასი განისაზღვრებოდა $111,000-ით. ახლა მან უნდა იცხოვროს 3 საძინებლიან ვილაში თავისი აუზით, სრულიად უფასოდ.
2. ძვირადღირებული საწოლების გამომცდელი
ბირნინგჰემის უნივერსიტეტის სტუდენტმა თავისი ოცნების სამსახური იშოვა. სამსახურის დროს ძილი და ლოგინში ნებივრობა აღარ წარმოადგენს პრობლემას იმ გოგოსთვის, რომელიც ამ ფირმის საწოლებს გამოცდის და ამაში იღებს ფულს. 22 წლის Roisin Madigan თვეში 1000 ევროს უხდიან იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში მან ყოველ დღე დაიძინოს დიზაინირებულ საწოლებში. ის ასე გაატარებს დროს დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე, შემდეგ კი დაწერს თავისი გამოცდილების და შთაბეჭდილებების შესახებ.
3.კურორტზე წყლის სასრიალოს გამომცდელი
თავიანთ ოფისებზე მიწებებული თანამშრომლების შურს ნამდვილად გამოიწვევს ტომი ლინჩი, რომელმაც ამ წლის განმავლობაში 27 000 მილი იმოგზაურა სასრიალოების გამოსაცდელად. ის ამოწმებს სიმაღლეს, სიჩქარეს, წყლის რაოდენობას და ა.შ. 2008 წელს მისტერ ლინჩმა დატესტა სასრიალოები ლანზაროტზე (ესპანეთის კუნძული), მალიორკაზე, ეგვიპტეში, თურქეთში, კვიპროსში, მექსიკაში და ა.შ.
4.პროსტიტუტი ქალების გამომცდელი
Jaime Rascone მუშაობს “ხარისხის კონტროლიორად” ბორდელში. მას სამუშაო შესთავაზა მადამ ფიორელამ, რომელსაც სჭირდებოდა ვინმე, რომ ჩაეტარებინა ფინალური ინტერვიუ გოგონებისთვის, რომლებიც სამუშაოზე აჰყავდა.
5.ღვინის დეგუსტატორი და ბლოგერი
Hardy Wallace გახდა გამარჯვებული დეგუსტატორის პოზიციაზე Murphy-Goode-ის მარანში. ის იცხოვრებს უფასოდ და ხელფასი_ 6 თვის განმავლობაში $10,000 თვეში. მან უნდა დადოს სიახლეები Facebook-სა და Twitter-ზე, თუ როგორ მიედინება მისი ცხოვრება იქ.
6.ტკბილეულის დეგუსტატორი
მსოფლიოს შემდეგი საუკეთესო სამსახური სკოლის მოსწავლე Harry Willsher-ს ერგო. თორმეტი წლის ბიჭი მთავარი დეგუსტატორია ტკბილეულის საწარმოში. მისი თქმით, როდესაც აქ მუშაობა დაიწყო თითქოს შეაბიჟა წიგნში “ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”.
7.პრეზერვატივების გამომცდელი
ავსტრალიელმა მეწარმემ გამოაცხადა ვაკანსია პრეზერვატივების დამტესტავის თანამდებობაზე. Durex-ის მარკეტინგის მენეჯერი სემ უაიტი ეძებდა ავსტრალიელებს 18 წელს ზემოთ. საუბედუროდ, ეს სამუშაო არ ყოფილა ანაზღაურებადი, თუმცა წარმატებული აპლიკანტები მიიღებდნენ $60-ის კომპლექტს Durex-ის კომპანიისა. 200 გამომცდელიდან ერთი იღბლიანი კი მიიღებდა ბონუსს $1000-ის ოდენობით.
8.World of Warcraft-ის გამომცდელი
თქვენ თამაშობთ World of Warcraft-ს? თუ კი, მაშინ საკითხავია, კარგად თამაშობთ? შეგიძლიათ საათში 200 ოქრო გამოიმუშაოთ და ერთ კვირაში 80 ტური გაიაროთ? მაშინ შეგიძლიათ გააგზავნოთ განაცხადი ამ თანამდებობაზე, რომელზეც 12 მილიონი მოთამაში მხოლოდ თუ იოცნებებს.
9.მხიარულების დირექტორი მუზეუმში
6 წლის ბიჭი, რომელსაც მუზეუმის დირექტორობა უნდოდა, გართობის და მხიარულების დირექტორი გახდა მუზეუმში. Sam Pointon-მა დირექტორს ხელნაწერი წერილი მისწერა სამსახურის თაობაზე, რომელშიც ითხოვდა მისთვის გასაუბრების დანიშვნას.მისი აზრით მუზეუმი ბავშვებისთვის საუკეთესო ადგილია გასართობად.
10.ველოსიპედისტი-ფოტოგრაფი Google Maps-ისთვის
Google-მა თავისი რუკებისთვის ორი იღბლიანი ახალგაზრდა დაიქირავა,რომ საფრანგეთში ასეთი ველოსიპედებით მათ ქუჩები შემოიარონ და კამერით ჩაიწერონ ღირსშესანიშნაობები. ამ სამბორბლიან ველოსიპედზე მიმაგრებულია 9 კამერა. ახალგაზრდები Google-ის მაისურებითა და თეთრი ჩაფხუტით დადიან საფრანგეთის ღირსშესანიშნავ და ისტორიულ ადგილებში.