საკითხავისურათები

ლეონარდო და ვინჩი – საიდუმლო სერობა


ლეონარდო და ვინჩიმ დახატა საიდუმლო სერობა იმიტომ, რომ დამსაქმებელმა ასე მოითხოვა. ლეონარდო მუშაობდა ლუდოვიკო სფორცაზთან, მილანის ჰერცოგი, დაახლოებით 18 წლის განმავლობაში. ჰერცოგმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა ქრისტესა და მოციქულთა განსაკუთრებული რელიგიური სცენა.

ნახატი უზარმაზარია 460:800 სმ. ნახატი ფარავს მთელ კედელს. მისი დუპლიკატი ადვილად მოიპოვება, თუმცა ორიგინალი ფრესკის ზომების დაცვით შესრულებული არ გამოდგება სახლის გასაფორმებლად, რადგან ნახატი ძალიან დიდია.

ორიგინალი ფრესკა სანტა მარია დელლე გრაციეს ქალთა მონასტერის (მილანი, იტალია) სატრაპეზო ოთახშია.

ლეონარდომ მუშაობა 1495 წელს დაიწყო და დაამთავრა 1498 წელს. ეს აღნიშვნის ღირსია, რადგან ლეონარდო ცნობილია მისთვის დამახასიათებელი ჩვევით: დაეტოვებინა ნამუშევრები დაუსრულებელი.

 

პირველ რიგში, ნახატი აღნიშვნის ღირსია იმიტომ, რომ მოციქულები გამოხატავენ ძალიან ადამიანურ ემოციებს. საიდუმლო სერობას მანამდეც ხატავდნენ, თუმცა ლეონარდოს ნახატი გამორჩეულია, რადგან ლეონარდო პირველი იყო, ვინც  ჩვეულებრივი ხალხი (მოციქულები) დახატა და გამოსახა ისე, როგორც ჩვეულებრივი ხალხი და არა ამაღლებული არსებები.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი – პერსპექტივა საიდუმლო სერობაში გასაოცარია. ადვილად შესამჩნევია, რომ ნახატის თითოეული ელემენტი მიანიშნებს და მიუთითებს პირდაპირ ნამუშევრის შუა წერტილისკენ, ქრისტეს თავისკენ. ლეონარდოს საიდუმლო სერობა, ალბათ, უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო ნიმუშია თავშეყრის ერთი წერტილიანი პერსპექტივისა, რაც ოდესმე შექმნიალა.

 

საიდუმლო სერობა ლეონარდოს მისეული ინტერპტრეტაციაა მოვლენისა, რომელიც აღწერილა ოთხივე სახარებაში. საღამო, რომლის მეორე დღესაც ქრისტე გასცა მისმა ერთ-ერთმა მოციქულმა. იესომ შეკრიბა მისი 12ივე მოციქული და უთხრა, თუ რა უნდა მომხდარიყო, შემდეგ ქრისტემ თითოეულ მოწაფეს განუბანა ფეხები (ჟესტი, რომელიც გამოხატავს აზრს, რომ უფლის წინაშე ყველა თანასწორია). ტრაპეზის დროს ქრისტემ დაარიგა მოწაფები თუ როგორ უნდა მიეღოთ საკვები და სასმელი სწორად, იესოს ხსოვნისათვის. საიდუმლო სერობაზე მოხდა პირველი ზიარება, რიტუალი, რომელიც დღესაც სრულდება.

საიდუმლო სერობა გამოხატავს წამებს მას შემდეგ, რაც ქრისტემ გაამჟღავნა, რომ ერთ-ერთი მოციქულთაგანი გასცემდა გამთენიისას, სწორედ ამ სიტყვების მოსმენის შემდგომი რეაქციაა გამოატული, 12 მოციქულის სხვადასხვა ხარისხის საშინელების, სიბრაზისა და შოკის რეაქციებია გამოხატული.

 

ვინ არიან სურათზე გამოხატულნი?

თუ სურათს შევხედავთ მარცხნიდან მარჯვნივ:

ბართლომე, იაკობი, ანდრია. სამივე შეძრწუნებულია. ანდრიას ხელი ისე უჭირავს თითქოს მისი ჟესტი მიანიშნებს გაჩერებაზე.

იუდა, პეტრე და იოანე შემდეგი სამეულია. იუდას სახე ჩრდილშია, მას ჩაუბღაუჭებია პატარა ქისა (შესაძლოა ვერცხლით სავსე). პეტრე გამოხატულად გაბრაზებულია, ხოლო ქალის მსგავსი იოანეს თითქოს სადაცაა გული უნდა წაუვიდეს.

ქრისტე მშვიდია, თითქოს მის გარშემო შტორმია, ის კი ამ შტორმის შუაშია მოქცეული.

თომა, იაკობი და ფილიპე შემდეგი სამეულია. თომა აშკარად აღელვებულია, იაკობი შეძრწუნებული და თავზარდაცემული და ფილიპე თითქოს ყველაფრის გარკვევას ცდილობს.

მათე, თადეოსი და სვიმონი წარმოადგენენ ბოლო სამეულს. როგორც ჩანს, როცა სიტუაცია ირევა, სვიმონი არის მოციქული, რომელიც გამოიძიებს და ახსნას მოუძებნის ქრისტეს სიტყვებს.

 

იოანე თუ მარიამ მაგდალინელი?

ფანტასტიკის ჟანრის წიგნში „და ვინჩის კოდი“ შემოთავაზებულია ვარაუდი, რომ ლეონარდომ მის ნახატზე არა იოანე, არამედ მარიამ მაგდალინელი გამოხატა, ქალი, რომელიც, ერთ-ერთი აზრით, იესოს ცოლი იყო და მისგან შვილიც გააჩინა ჯვარცმის შემდეგ. ასე თუ ისე, ვარაუდი ვარაუდადვე რჩება. არის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს რომ ნახატზე გამოსახულია ქალი, ხოლო არის ფაქტები, რომლებიც პირიქით მიუთითებს, რომ ის კაცია.

  • გამოხატულ ფიგურას არ აქვს წარბები. რენესანსის პერიოდში ქალთათვის დამახასიათებელი იყო წარბების მოცილება. თუმცა ჩვენ ნახატში ვხედავთ სხვა ფიგურებსაც, რომლებსაც არ აქვთ წარბები: ფილიპე და იაკობი.
  • ეკლესია არ დაუშვებდა მარიამ მაგდალინელის გამოხატვას ნახატზე, რადგან ვარაუდს, რომ ის იესოს ცოლი იყო უფრო განამტკიცებდა, ხოლო ეკლესია მკაცრად არ ეთანხმება და უარყოფს ამ ვარაუდს.
  • ახალგაზრდა კაცების გამოხატვა ქალის სახით „ჩვეულებრივი“ ხერხი იყო. იოანე კი ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეა ქრისტეს 12 მოციქულს შორის.
  • თუ ნახატზე გამოსახული ფიგურა მარიამ მაგდალინელია, მაშინ სად არის იოანე?

ასე თუ ისე, ყველაზე გავრცელებული აზრით, ლეონარდომ გამოხატა უწვერული და ახალგაზრდა იოანე ქალის სახით.

 

დანა

მეორე სამეულის 2 პერსონაჟს, იოანესა და პეტრეს შორის ერთ-ერთს უჭირავს დანა. თუ დანა პეტრეს უჭირავს, მას საკმაოდ უხერხული პოზა აქვს არჩეული. ხოლო თუ ის იოანეს უჭირავს, ცოტა არ იყოს, პარადოქსად მეჩვენება, რადგან თუ იუდას გამოსახულებას საერთოდ ამოვიღებთ, ვნახავთ, რომ იოანეს ხელი არაადამიანურად გრძელი გამოდის, რაც სწორად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით დანა პეტრეს უჭირავს. ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ ლეონარდოს არაერთი სკეჩი აქვს შესრულებული იმ პოზის დასახატად, რა პოზაშიც პეტრეს მკლავია.

რატომ არ აქვს ქრისტეს ფეხები?

სინამდვილეში, ლეონარდოს განზრახული ჰქონდა ქრისტესთვის ფეხების დახატვა და დახატა კიდეც. დაახლოებით 1650 წელს, რომელიღაც უსახელო, მწუხარე გზააბნეულმა სულმა, რომელსაც ევალებოდა კიდევ ერთი კარის გაჭრა სატრაპეზოში, გადაწყვიტა, რომ ერთადერთი ლოგიკური წერტილი აღნიშნული კარისა კედლის შუაგული იყო.

სამოთხე?

ლეონარდო და ვინჩიმ გამოხატა მოუმწიფებელი პეიზაჟი ფანჯრებს მიღმა. ხშირად პეიზაჟი სამოთხის ინტერპრეტაციაა, მისი ახსნა კი ასეთია: ცათა სასუფეველის მიღწევა მხოლოდ ქრისტეს გზის გავლითაა შესაძლებელი.

სამება

თორმეტი მოციქული დაყოფილნი არიან ოთხ სამ კაციან ჯგუფებად და ასევე სურათზე სამი ფანჯარაა. რიცხვი სამი ხშირად უკავშირდება წმინდა სამებას კაათოლიკურ ხელოვნებაში. გასხვავებით, რიცხვი 4 არის მნიშვნელოვანი კლასიკური ტრადიციის მიხედვით.

შესრულების ტექნიკა

ლეონარდოს მუშაობის მეთოდი საიდუმლო სეორბისთვის უპრეცედენტოა. ლეონარდოს ძლიერი კონცენტრაცია და მერყევი მანერა შესრულებისა, ჩვეულებრივ, არ ერგება ფრესკაზე მუშაობას, რომელშიც პიგმენტი სწრაფად უნდა გამოეყენებინა მხატვარს, სანამ ბათქაში გაშრებოდა, რაც გამორიცხავს რაიმე ცვლილებას შესრულებისას. ფრესკის ხატვის მეთოდისგან გასხვავებით, ლეონარდომ შეიმუშავა ახალი ტექნიკა კედელზე ხატვისთვის, ტემპერას მსგავსი. (ტემპერა – საღებავები, რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს).

კედელი თავიდან დაფარული იყო რაღაც ძლიერი ძირის მქონე მასალით, რომელიც არა მარტო იწოვდა ტემპერას ემულსიას არამედ იცავდა მას ტენიანობისგან. ლეონარდომ ერთმანეთში შეურია თაბაშირი და ფისი. ნარევი არ აღმოჩნდა მტკიცე. პიგმენტმა მალე დაიწყო გაფხვიერება და ხრწნის განგრძობადი პროცესიც დაიწყო. 1517 წლისთვის შეამჩნიეს ლპობა.

უფრო მეტად ვიდრე ხის პანელზე შესრულებული ფრესკები, აგურის კედელი, რომელზეც გამოსახულია საიდუმლო სერობა, გახდა მიზეზი ტემპერატურის, ტენიანობისა და სინესტისა. ამ ფაქტორებმა განაპირობა ლეონარდოს ნახატის სერიოზული დაზიანება და სერიოზული ეჭვი დაბადა მის ახალ ტექნიკასთან დაკავშირებით.

შედარება ადრეული რენესანსის ნამუშევართან იმავე თემაზე

ანდრეა დელ კასტანგოს საიდუმლო სერობა არის ადრეული რენესანსის ტიპური მაგალითი. ხაზოვანი პერსპექტივის კომბინაციით მაღალფარდოვანი სტილის ორნამენტებთან (სფინქსის ქანდაკებები) თითქოს აკლებს სურათს მოვლენის სულიერებას. გასხვავებით, ლეონარდომ გაამარტივა არქიტექტურა, ამოიღო რა არასაჭირო და ყურადღების გამფანტველი დეტალები ისე, რომ არქიტექტურა, პირიქით, აძლიერებს სულიერებას. ფანჯრისა და თაღის ფრონტონები წრესაც კი კრავს. ფიგურების ერთ ადგილას თავმოყრით ლეონარდო ყენებს მაგიდას, როგორც ბარიერს, რათა გამოყოს სულიერი სამეფო მაყურებლის ხორციელი სამყაროსგან. პარადოქსულად, სულიერებაზე ხაზგასმა ლეონარდოს მხრიდან მთავრდება ლეონარდოს ნახატის უფრო მეტი ბუნებრიობით ვიდრე კასტანგოსი.

მსგავსი ამბები

Close
Close