გართობაკულტურა

ცნობილი მეტალ-წყვილები

8f625e30fb45

სტატიაში მინდა მოგიყვეთ რამდენიმე წყვილზე, რომლებიც დღესდღეობით აქტიურად მოღვაწეობენ მეტალ მუსიკაში:

 

1. სიმონე სიმონსი და ოლივერ პალოტაი.
2f90189f62c8

29 წლის მომღერალი სიმონე სიმონსი 2002 წლიდან ჰოლანდიურ სიმოფნიურ მეტალ ჯგუფ Epica-ში მღერის, მისი 40 წლის მეუღლე ოლივერი კი 2005 წლიდან გახდა მეტალ ჯგუფ Kamelot-ის პიანისტი. წყვილს წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, 2013 წლის 2 ოქტომბერს, 11 საათსა და 22 წუთზე შეეძინათ შვილი, რომელსაც ვინსენტი დაარქვეს.

 

2.  ფლორ იანსენი და ჰანეს ვან დაჰლი.
e9dbd2188619

33 წლის ჰოლანდიელი მომღერალი ფლორ იანსენი 2013 წლიდან სიმოფნიურ მეტალ ჯგუგ Nightwish-ის ვოკალისტია(ასევე ჯგუფების Revamp-ის და 2009 წლამდე After Forever-ის), ჰანესი კი 2013 წლიდან მეტალ ჯგუფ Sabaton-ის დრამერი გახლავთ.ფლორ იანსენი ინტერვიუებში ბევრს არაფერს ლაპარაკობს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ, თუმცა გასული თვეების განმვლობაში ცნობილი გახდა, რომ ფლორ და ჰანეს ვან დაჰლი ერთად არიან. ფლორი ჯერჯერობით არ გეგმავს შვილის გაჩენას.

 

3. სანდერ გომანსიდა ამანდა სომერვაილი.

bef688a8f05b
2009 წლამდე ფლორს ურთიერთობა ქონდა მისივე ჯგუფის(After Forever) გიტარისთან სანდერ გომანსთან. სანდერი, კი 2014 წლის ივლისში დაქორწინდა ამანდა სომერვაილზე, რომელიც არის Trilliam-ის  და Avantasia-ს ვოკალისტი. ამანდას ასევე ერთობლივი ალბომი აქვს გამოშვებული  Helloween-ის ყოფილ ვოკალისთან მიხაელ კისკესთან.

3. შარონ დენ ადელი და რობერტ ვესტერხოლტი.
8f625e30fb45

შარონი და რობერტი სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Within Temtation-ის წევრები არიან.წყვილს მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომ ყავთ სამი შვილი, გოგონა ევა და ბიჭები: რობინი და ლოგანი.

4. ანეტ ოლზონი და იოჰან ჰუსგაფველი.
795476ec7882

მართალია 43 წლის ანეტ ოლზონი დღეს მეტალ მუსიკაში აღარ მოღვაწეობს, თუმცა 2007-2012 წლებში ის ფინური მეტალ ჯგუფის Nightwish-ის ვოკალისტი იყო( 2012 წლეს ანეტი ჯგუფში, ფლორ იანსენმა შეცვალა). ანეტს სამი შვილი ჰყავს. უმცროსი მიო, კი 2013 წლეს ეყოლა. მიო ანეტის და იოჰანის საერთო შვილია. ბავშვის გაჩენის შემდეგ ანეტი და იოჰანი დაქორწინდნენ. იოჰანი მეტალ ჯგუფ Pain-ის ბასისტია.

მსგავსი ამბები

Back to top button