მამაკაცების ფოტოები, რომლებსაც შეატყობინეს შვილის დაბადება.
მეცნიერებმა დიდიხანია რაც დაამტკიცეს, რომ დედის ინსტინქტი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. მაგრამ რატომღაც ივიწყებენ იმას, რომ მამები, რომლებსაც უჩნდებათ შვილები, განიცდიან კოლოსალურ ემოციებს. სწორედ, რომ მათი დაბეჭდვა გადაწყვიტა დეივ იანგმა. ფოტოგრაფმა შეეცადა გადაეღო მათთვის სურათები, როდესაც ექიმი ეუბნება მათ სასიხარულო ამბავს: “გილოცავთ, თქვენ შვილი გაგიჩნდათ”. ფოტოგრაფიებიდან შეუძლებელია გაიგო ვინ გაჩნდა ოჯახში: ბიჭი თუ გოგო, სამაგიეროთ ლამაზია, რომ დაინახო ის სიხარული რომლებსაც მამები განიცდიან.
გადაღებები მიმდინარეობდა სამი დღე და სამი ღამე ორ საავადმყოფოში Chelsea და Westminister. ამის შემდეგ პირველი ემოციები იქნა გადაღებული, მამაკაცებს სთხოვდნენ აეღწერათ ის ემოციები რომლებიც განიცადეს ორი სიტყვით. ეს ყველა მონაცემი შეინახა და თავდაპირველად განთავსდა ფოტოგრაფის ოფიციალურ საიტზე, ხოლო შემდეგ კი წიგნში “მამის დღე”, რომლისთვისაც ინფორმაცია იყო განკუთვნილი.
ამგვარი პუბლიკაციები ამტკიცებენ, რომ კაცებიც ისე განიცდიან დაბადების მომენტს როგორც ქალები და ისეთი ემოციებით ემზადებიან დაბადებას როგორც დედები.