შპარგალკები
გამოცდა გაქვთ და სწავლა გეზარებათ?! ბევრს ჰქონია ასეთი მომენტი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შპარგალკის შედგენას ვიწყებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შპარგალკის გაკეთება ერთ-ერთ სწავლის მეთოდად ითვლება :) ქვემოთ ნახავთ შპარგალკების საინტერესო ვერსიებს, რომლებიც იმედი მაქვს დაგეხმარებათ :)
1.მე თუ მკითხავთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გადასაწერად. წყლის ბოთლზე დააწებებთ წინასწარ მომზადებულ ქაღალდს, რომელზეც შემადგენლობის და სხვა რაღაცების ნაცვლად თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ეწერება :)
2.თუ გოგო ხართ ეს ხერხი გამოგადგებათ, შპარგალკის ფურცლები კაბის ქვეშ ფეხებზე მიიმაგრეთ და გამოცდისთვის მზად ხართ :)
3. წყლის ბოთლები თქენსკენ არიან :) თუ ვერ იშოვეთ ფურცელი რომლითაც გააყალბებთ ბოთლის შემოსახვევს, ან კომპიუტერში წვალება გეზარებათ, შეგიძლიათ შიგნითა, თეთრ მხარეზე, დააწეროთ რაც გინდათ:)
4. ამ ხერხით სარგებლობა ბიჭებს შეგიძლიათ. ფეხსაცმლის ძირზე შპარგალკას გააკეთებთ. გადასაწერად ფეხს ფეხზე გადაიდებთ (ალბათ მიხვდით როგორც) და გადაწერთ მშვიდად.
5. თუ ფეხსაცმლის ძირის იდეა არ მოგწონთ, გეშიძლიათ ფეხზე დაიწეროთ საჭირო ინფორმაცია :)
6. შპარგალკის ფურცელი შეგიძლიათ მაჯის საათშიც მოათავსოთ
6. შპარგალკის ფურცელი ტესტის ქვეშ დამალეთ და ისე გადაწერეთ. ეს უფრო სახიფათოა,რადგან მეტი შანსია, რომ შეგამჩნევენ, ამიტომ ფრთხილად იყავით.
7. შპარგალკის ფურცელი მოათავსეთ გამჭვირვალე კალამში
8. ესეც ერთ-ერთი სარისკო გადაწერის მეთოდი
9. ეს კი მათთვის, ვისაც კარგი მხედველობა აქვს :)
10. ეს მეთოდი საჭიროებს სპეციალურ კალამს, რომლით დაწერილი არაფერი ჩანს სანამ თავისივე ფანარს არ მიანათებთ. ასე რომ, ამ კალმით შეგიძლიათ მთელი ვეფხისტყაოსანი დაწეროთ თუნდაც მერხზე ან კედელზე, სადაც მოგესურვებათ, მაინც ვერავინ დაინახავს :)
პ.ს. იმედი მაქვს მოგეწონათ :)