არქივი

მსოფლიოს 5 ყველაზე მოდური მოედანი

001985bbd855
მსოფლიოს 5 ყველაზე მოდური მოედანი.

BBVA Compass Stadium. ჰიუსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები
9426976abde8
არქიტექტურული კომპანია Populous არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფირმა, რომელიც დაკავებულია სპორტული შენობების აშენებით. სწორედ, რომ მას უკვეთავენ ოლიმპიური თამაშების და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების არენების პროექტებს, მათ შორის მოედანი “ფიშტი” სოჭში, სადაც ჩატარდა ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიები. მაგრამ ალბათ Populous-ის ყველაზე მოდური და ლამაზი სპორტული შენობა არის BBVA Compass Stadium ქალაქ ჰიუსტონში, შტატ ტექსასში.
5299f58ddf53
ღია-ნარინჯისფერი შენობა BBVA Compass Stadium-ი გახდება ქალაქ ჰიუსტონის ახალი რაიონის დომინანტური ნაწილი. 22 ათასიანი არენა უმასპინძლებს საფეხბურთო, რაგბის, ლაკროსის მატჩებს, ასევე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს.

Wanangkura Stadium. ჰედლენდი, ავსტრალია
f02ea252c3c1
პატარა 15 ათასიანი ქალაქი ჰედლენდი დაკარგულია დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოებში, მაგრამ ეს ბოლო დროა, რაც ამ ქალაქს ხშირად იხსენიებენ ჟურნალებში არქიტექტურის შესახებ. საქმე იმაშია, რომ 2013 წლის გაზაფხულზე გაიხსნა გადახურული სპორტული არენა სახელწოდებით Wanangkura Stadium, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და მოდური მოედანი.
67cd693dab16
Wanangkura Stadium გამოიყურება ისე, რომ თითქოს ის შექმნილია LEGO-ს კონსტრუქტორის დახმარებით – ფასადი შესრულებულია უზარმაზარი პლასტმასის პანელებისგან. Wanangkura Stadium-ს აქვს არამხოლოდ 400 კაციანი ტრიბუნები – ეს შენობა ასრულებს ბევრ სხვა ფუნქციასაც. ის უკვე გადაიქცა ქალაქ ჰედლენდის საზოგადოების ცხოვრების ცენტრად.

ყინულოვანი მოედანი აისბერგი. სოჭი, რუსეთი
8c8bd7310356
ზემოთხსენებული მოედანი “ფიშტი” შესაძლოა ვერ შევიტანოთ ჩვენი დროის ყველაზე მოდურ და ლამაზი მოედნების სიაში, მაგრამ მის ადგილს იკავებს ყინულის სასახლე “აისბერგი”, რომელიც ასევე მდებარეობს ადლერში და რამდენიმე ასეული მეტრითაა დაცილებული “ფიშტს”. ეს შენობა აშენებულია კომპანია МОСПРОЕКТ-4-ის პროექტის მიხედვით და 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უმასპინძლა შეჯიბრებებს ფიგურულ სრიალში და შორტ-ტრეკში.
787a7fdb0ccd
ამ 12 ათასიანი არენის გარე შეხედულება ძალიან გავს უზარმაზარ ყინულოვან აისბერგს. ამასთან ერთად მოედანი ძალიან ახლოს მდებარეობს შავი ზღვის ნაპირთან, ხოლო ღამე “აისბერგის” ფასადი იწყებს ნათებას შუქდიოდურ ფერებში და იქცევა ერთ უზარმაზარ ინტერაქტიულ ეკრანათ.

Allianz Arena. მიუნჰენი, გერმანია
56f7a8a82740
Allianz Arena-თი მიუნჰენში შეიძლება დატკბე დაუმთავრებლად. განსაკუთრებით კი ღამით. ეს არის სპორტული არენა, რომელზეც თამაშობენ საფეხბურთო კლუბები “მიუნჰენის ბაიერნი” და “მიუნჰენ-1860”, ასევე გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც. კრიტიკოსები მოედანს თვლიან თანამედროვე მოედნებს შორის ყველაზე ლამაზ მოედნათ მთელს მსოფლიოში.
863097782145
Allianz Arena აშენდა 2005 წელს ცნობილი შვეიცარიული კომპანიის Herzog & de Meuron Architekten-ის პროექტის მიხედვით და მას შემდეგ ითვლება მის საუკეთესო ნამუშევრათ. არენა გათვლილია 71 ათასი მაყურებლისთვის და არაფერი ზედმეტი – იდეალური ფორმები, იდეალური შესრულება.

Bilbao Arena. ბილბაო, ესპანეთი
559d50d53cf6
ბოლო ათწლეულში ქალაქი ბილბაო გადაიქცა თანამედროვე შენობებისა და ინფრასტრუქტურული კონცეფციების აშენების პოლიგონათ. ადგილობრივი მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების წყალობით ეს დასახლებული პუნქტი გახდა მისაბაძი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. საუკეთესო არქიტექტორები იბრძვიან იმისათვის, რომ მოიპოვონ უფლება ააშენონ მნიშვნელოვანი ობიექტები ბილბაოში. მაგალითად, არქიტექტურული კომპანია ACXT-Idom რამდენიმე წლის წინ მიიღო უფლება აეშენებინა საკალათბურთო მოედანი სახელწოდებით Bilbao Arena, რომელიც გახდა პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი და მოდური შენობა პლანეტაზე.
c6636b3f11cf
Bilbao Arena-ს ღია მწვანე ფერი ძლიერ ჰარმონირებს ქალაქ ბილბაოს სახლების სხვადასხვა ფერებთან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button