არქივი

მილერის ექსპერიმენტი

მილერის ექსპერიმენტი

ადამიანებს დასაბამითგანვე აინტერესებდათ თუ რამ შექმნა ისინი, რისგან თუ როგორ გაჩნდა სამყარო და რატომ არის ის ისეთი როგორიც არის. საუკუნეების წინ სულიერისა და უსულოს არსებობას მიაწერდნენ ღმერთს ან ღმერთებს და ბევრი კმაყოფილდებოდა ინფორმაციით, რომ „ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანი ისეთად, როგორსაც დღეს ვხედავთ“. თუმცა არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც არ მიაჩნდათ ეს მოსაზრება სრულყოფილი, რის გამოც დაიწყეს ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო სიცოცხლე.

მფრინავი სპაგეტი

დღესდღეობით დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის არაერთი თეორია არსებობს. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მათგანი ნაკლებად, ან, სავსებით არ არის დამაჯერებელი, როგორიცაა, მაგალითად, მთვრალი მფრინავი სპაგეტის მიერ სამყაროს შექმნა. თუმცა არსებობს ერთი მათგანი, რომლის ჭეშმარიტების უარყოფაც მილერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

პლანეტის დაბადება

მილერის ექსპერიმენტამდე აქტუალური იყო თეორია, რომ სამყაროში არსებული პლანეტების მსგავსად, დედამიწაც კოსმოსური მტვერის შეერთებით წარმოიქმნა, წყალი კი მეტეორებმა მოგვიტანეს. ამ თეორიას ბევრი მეცნიერი ეთანხმებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამომწურავად ვერავინ პასუხობდა კითხვას, თუ  საიდან გაჩნდა დედამიწაზე ორგანული ნივთიერებები, რის გარესშეც სიცოცხლის წარმოშობაც შეუძლებელია? – ამ თეორიის თანახმად ხომ მთელი სამყარო არაორგანული ნივთიერებისგან შედგებოდა…

დიდი დროის განმავლობაში ეს კითხვა რჩებოდა პასუხის გარეშე, მანამდე, სანამ არ ჩატარდა მილერის ექსპერიმენტი. მთავრი ვარაუდი, რომელზეც ეს ექსპერიმენტი  იყო დამყარებული, იყო შეიძლებოდა თუ არა არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანულის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა, მეცნიერებმა მაინც სცადეს ბედი. მათ შექმნეს ისეთივე პირობები, რა დროსაც იქმნებოდა დედამიწაზე სიცოცხლე – არაორგანულ ნივთიერებაში გაატარეს მაღალი ძაბვის დენი ( იმ დროს დედამიწას არ ჰქონდა ატმოსფერო, რის გამოც მზიდან წამოსული უშველებელი რაოდენობის რადიაცია დედამიწას გამუდმებით გარს ეხვეოდა). მალე მოხდა აღმოჩენა, რომელმაც არამარტო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სიცოცხლის წარმოშობის თეორიაში, არამედ მეცნიერებაშიც მოახდინა გადატრიალება – ჭურჭლის ფსკერზე, რომელშიც მხოლოდ არაორგანული ნივთიერებები იყო მოთავსებული და მათ გარემოსთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, დაილექა ორგანული ნივთიერებები – ამინომჟავები! სწორედ ამინომჟავებია ჩვენი დნმ–ის საშენი მასალა, რომლის გარეშეც არ იარსებებდა არამხოლოდ მრავალუჯრედიანი, არამედ ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც.

მილერის ექსპერიმენტი

მილერის ექსპერიმენტმა გაამყარა თეორია, რომ ცოცხალი შეიძლება გაჩნდეს არაცოცხალისგან. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის წარმოშობის სრულყოფილ თეორიაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან თუ საიდან წარმოიქმნენ რიბოსომები, იგივე „მშენებლები“, რომლებიც ამინომჟავებისგან აგებენ დნმ–ს. თუმცა არ შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ ფაქტს, რომ მილერის ექსპერიმენტი და მისი შედეგები უზომოდ წინ გადადგმული ნაბიჯია იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელიც ადამიანთა მოდგმას ათასწლეულებია აწუხებს – როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ National Geographic-ის დოკიმენტალური ფილმი დედამიწის ისტორიაზე მისი შექმნიდან დღევანდელ დღემდე:

http://www.youtube.com/watch?v=Xsn3wpVAcjk

მსგავსი ამბები

Back to top button