გართობაკულტურა

ახალი ფაქტები ხეოფსის პირამიდი შესახებ

08a0849b4c64

ფრანგი არქიტექტორი ჟან-პიერ ჰოუდინი ამტკიცებს, რომ გიზის დიად პირამიდას, რომელიც ხეოფსის პირამიდის სახელითაა ცნობილი, ორი საიდუმლო ოთახი უნდა ჰქონდეს, რომელთა არსებობის შესახებ ამ დრომდე არავინ არაფერი იცოდა. მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამ ოთახებში ავეჯი ინახება, რომელიც გარდაცვლილ ფარაონს იმ ქვეყნად უნდა “გამოეყენებინა”.

ძველი მშენებლების საიდუმლოებანი უკვე 5 ათასწლეულზე მეტია, მკვლევრებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. “მსოფლიო საოცრების” აგება XXI საუკუნის სატვირთოებითა და ჰიდრავლიკური ამწეებითაც კი არ იქნებოდა ადვილი. 147-მეტრიანი კონსტრუქცია 2,5-დან 15 ტონამდე წონის დეტალებისგან შედგება.

cb9bb5587db7

პასუხი კითხვაზე – როგორ მოახერხეს მშენებლებმა ძველი წელთაღრიცხვის XXVI საუკუნეში პირამიდის აგება, ფარაონ ხეოფსის ერთგულმა მსახურებმა მომავალ თაობებს თავსატეხად დაუტოვეს.
6954227b363f

ამ თავსატეხში გარკვევა პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ სცადა. ეგვიპტე მან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 450 წელს მოინახულა. ისტორიკოსმა ივარაუდა, რომ მონები ლოდებს ერთი საფეხურიდან მეორეზე ხისგან დამზადებული სამშენებლო მანქანებით სწევდნენ. თუმცა არ განუმარტავს, რა სახის მანქანა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ee28ea67559d

პირამიდების მშენებლობის გამოცანის ამოხსნა ჩვენს დროში ერთგვარ ინტელექტუალურ შეჯიბრად იქცა. ჰიპოთეზა მრავალია და ყველა ორიგინალური. ერთნი მიიჩნევენ, რომ ლოდებს საჰაერო გველების დახმარებით სწევდნენ. მეორენი ირწმუნებიან, რომ პალმის ნაცრის, დაფშვნილი ქვიშაქვისა და მდინარე ნილოსის წყლიდან მიღებული სპეციალური გამაფხვიერებლისგან დამზადებული ნარევი მაღლა სათლებით აჰქონდათ და ლოდის ფორმის სპეციალურ ყალიბში ასხამდნენ.
d41a67b97216

ფრანგი ქიმიკოსი ჟოზეფ დავიდოვიცი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ ასეთ ხელოვნურ ლოდში ადამიანის თმაც იპოვა. თუმცა მას არავინ დაუჯერა.
არიან ისეთებიც, ვინც პირამიდების მშენებლობაში “ეჭვმიტანილად” უცხოპლანეტელებს მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ მშენებლებს პირამიდების აგება აიძულეს ან ასწავლეს, მაგრამ მათ საკუთარი ანტიგრავიტაციული ტექნიკით დაეხმარნენ.

b9fcff9dcf01

 

საფრანგეთის აეროკოსმოსური კვლევების ცენტრის არქივში, თითქმის 20 წლის განმავლობაში მტვერი ედო 1986 წელს განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგებს, რომლის მიზანიც ხეოფსის პირამიდის მიკროგრავიტაციული ანომალიების აღმოჩენა იყო.
ჟან-პიერ ჰოუდინის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგები მოწმობს, რომ პირამიდის შიგნით არსებობს სიცარიელეები, რომელიც ნაგებობაში სპირალისებურად არის განთავსებული.
ab58c0611dcf

“მაშინ ამას ახსნა ვერ მოუძებნეს, მაგრამ ახლა სპირალების განლაგება სავარაუდო საყრდენებს შევადარე და ისინი ერთმანეთს ემთხვევა. გამორიცხული არ არის, რომ საყრდენები კედლიდან ორ-სამ მეტრში ახლაც შენარჩუნებულია. საჭიროა ეგვიპტელები დავარწმუნოთ, რომ ამ საყრდენებამდე მივაღწიოთ, თუნდაც პირამიდის ერთ-ერთი მხარის გახვრეტით”, – ამბობს ფრანგი არქიტექტორი.


eb39cbc4ce00

პირამიდა ნაწილობრივ უკვე ჩამოშლილია და მისი სიმაღლე ახლა არა 147, არამედ 137,2 მეტრია. სიგანე კი 230 მეტრი. ნაგებობის მოცულობა დაახლოებით 2521000 კუბური მეტრია. საძირკვლის ფართობი – 53 ათასი კვადრატული მეტრი. წონა კი 6,4 მლნ ტონაა.
1eaeb89e3d77
კონსტრუქცია ქვის 2,3 მლნ კუბისგან შედგება. მათი საშუალო წონა 2,5 ტონაა. არის მძიმე, 15-ტონიანი ლოდებიც.
გიზის პირამიდა ძველი წელთაღრიცხვის XXVI საუკუნეში, ფარაონ ხეოფსის პერიოდში (ძვ.წ. 2590-2568 წწ.) ააგეს. ის მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია და მათგან ერთადერთი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

 

მსგავსი ამბები

Back to top button