ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

FOXP2

FOXP2 გენი

ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი რამ, რაც განასხვავებს ადამიანს დედამიწაზე მცხოვრები სხვა ინდივიდებისგან, არის მეტყველება. შიმპანზესაც კი, რომლის გენომის 98.5% ადამიანისას ემთხვევა, ლაპარაკის უნარი არ გააჩნია . საინტერესოა, თუ რა არის ჩვენი ამ უნარის განმსაზღვრელი ფაქტორი, რატომ არ შეუძლიათ სხვა ცოცხალ ორგანიზმებს ისეთივე მეტყველება, როგორც ჩვენ.

FOXP2 გენი

მეცნიერები დიდხანს ეძებდნენ ამ კითხვებზე პასუხს. საბოლოოდ, 2001 წლის კვლევის შედეგად ნაპოვნი იყო გენი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული მეტყველებასთან და მას FOXP2 უწოდეს. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ადამიანში ამ გენის მუტაცია იწვევს დარღვევას მეტყველებაში.

მაინც, როგორ იპოვეს მეცნიერებმა FOXP2? ინგლისში აღმოჩნდა ერთი ოჯახი (კომფედენციალობის გამო მათ KE დაერქვათ), რომლის სამი თაობიდან, უმრავლესობას, კერძოდ 15 ადამიანს, ჰქონდა მეტყველების დეფექტი. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში მეტყველების დეფექტი დაკავშირებული იყო გენეტიკასთან. კვლევებმა აჩვენეს, რომ მუტირებული გენი, რომელიც მეტყველების დარღვევის მიზეზი იყო, მართლაც არსებობდა და მოთავსებული იყო მეშვიდე ქრომოსომის ერთ-ერთ ნაწილში.

FOXP2 გენი

მეცნიერებმა მიაკვლიეს, რომ FOXP2 დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ტვინის გამოკვლევით, დადგინდა, რომ მუტირებული FOXP2 იწვევს მეტყველებასთან დაკავშირებული ტვინის ნაწილების მოქმედების დაქვეითებას, რის შედეგადაც ადამიანს უჩნდება არტიკულაციის, მეტყველების პრობლემები, ასევე გრამატიკასთან დაკავშირებული სირთულეები, IQ-ს დაქვეითება და ა.შ.

ამ აღმოჩენის შემდეგ შესაძლებელი გახდა (თუნდაც თეორიულად), KE ოჯახის შთამომავლობაში ზემოთაღნიშნული დაავადების გავრცელების აღმოფხვრა.

ცხოველების გენომთან შედარების შემდეგ გაირკვა, რომ მათ გენომშიც არის მოთავსებული მსგავსი გენი, მაგრამ FOXP2-თან შედარებით მას აკლია რამდენიმე ნუკლეოტიდი. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ინდივიდი, ადამიანისგან სხვადასხვა ნუკლეოტიდური “ნაკლით” განსხვავდება.

საინტერესოა რა მოხდება, თუ ცხოველებს ემბრიონშივე ჩავუკერებთ იმ ნუკლეოტიდებს, რომლებიც აკლიათ FOXP2-მდე. დაიწყებენ თუ არა ისინი ლაპარაკს?

მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი თაგვზე, მაგრამ სულაც არ გამოვიდა მიკი მაუსის ან რატაუის მსგავსი არსება. მას მხოლოდ გაეზარდა ტვინის აქტივობა.

FOXP2 გენი

სინამდვილეში, მეტყველება მხოლოდ FOXP2-ზე არ არის დამოკიდებული. ასევე საჭიროა პირის ღრუში გარკვეული კუნთების განვითარება და ზოგიერთი სხვა ფაქტორი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close