არქივი

დინოზავრების გადაშენების მიზეზები

e5109c2f2158

პალეონტოლოგებმა დინოზავრების ნამარხებს მიაკვლიეს, რომლებიც, მეცნიერთა მტკიცებით, 65 მილიონი წლის წინ, მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად მათი განადგურების ვერსიას ადასტურებს.

მეტეორიტის ჩამოვარდნის ჰიპოთეზა პირველად 1980 წელს დადასტურდა, როდესაც მეცნიერებმა 65 მილიონი წლის, ირიდიუმით მდიდარი გეოლოგიური ფენა აღმოაჩინეს. ამ ელემენტს მრავალი ციური სხეული შეიცავს. მოგვიანებით კი აღმოაჩინეს კრატერი ჩიკსულუბი, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცა დაედასტურებინათ, რომ ცარცული პერიოდის ბოლოს დედამიწას ასტეროიდი შეეჯახა.
6db10493c41b

აშშ-ში, მონტანას შტატში მეცნიერებმა დინოზავრის ერთადერთ ძვალს, რქის ნაწილს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ ტრიცერატოპსს ან ტირანოზავრს ეკუთვნის და 45 სანტიმეტრია. მას ცარცულ-პალეოგენური საზღვრიდან სულ რაღაც 13 სანტიმეტრით ქვემოთ მიაკვლიეს. კვლევამ დაადასტურა, რომ მეტეორიტის ჩამოვარდნამდე დინოზავრები “თავს მშვენივრად გრძნობდნენ”.
c067276c7d17

ახალ თეორიას მეცნიერთა ნაწილი უკვე აკრიტიკებს. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შრომის ავტორებს ძვლის ერთადერთ ნატეხზე დაყრდნობით “შორს მიმავალი” დასკვნები გამოაქვთ. თუმცა იმაზე, რომ დინოზავრები მეტეორიტების წვიმამ გადააშენა, მეცნიერები ერთი წლის წინაც საუბრობდნენ. შარშან, ივნისში ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომ „დინოზავრები 65 მილიონი წლის წინ მეტეორიტების მთელი სერიების გამო გადაშენდნენ, რომლებიც დედამიწას ათასი წლის განმავლობაში ბომბავდნენ“.
5c3829907a8c

უფრო ადრე მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ დინოზავრების დაღუპვის მიზეზი იყო უზარმაზარი ასტეროიდის დარტყმა, რომლის ენერგია მილიარდჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ენერგიას. სწორედ ამ დარტყმის შედეგად გაჩნდა კრატერი ჩიკსულუბი, რომელიც მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატანზე მდებარეობს და რომლის დიამეტრი 15 კილომეტრია. მეცნიერთა ვარაუდით, ჩამოვარდა 10 კმ დიამეტრის მეტეორიტი და გრუნტი 12 კმ-ის სიღრმემდე ჩაანგრია.
dd87ad8fc9d7

კიდევ ერთი მეტეორიტის დარტყმის კვალმა, რომელმაც ბოლტიშის კრატერი წარმოქმნა, მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ დინოზავრების გადაშენებას ხელი შეუწყო მეტეორიტების ჩამოცვენის სერიამ. ბოლტიშის კრატერი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 2002 წელს აღმოაჩინეს, ჩიკსულუბის კრატერზე რამდენიმე ათასი წლით ადრე წარმოიქმნა.
3615c68415e5
fc0e7bd6095e

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button