გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ჩინეთზე

366ab55caf4e
საინტერესო ფაქტები ჩინეთზე.

20 სექტემბერს ჩინეთში აღინიშნება კბილების სიყვარულის საერთაშორისო დღე.

პირველად ნაყინი გამოიგონეს ჩინეთში, მისი რეცეპტი მაკარონის რეცეპტთან ერთად ჩამოიტანა ევროპაში მარკო პოლომ.

ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს 10 უგრძესი მდინარეთაგან სამი.

ქაღალდი გამოიგონეს ძვ.წ.IV საუკუნეში ჩინეთში. ეს გამოგონება შედის ჩინეთის ოთხ უდიდესს აღმოჩენების სიაში. ქაღალდის გარდა ასევე გამოიგონეს ფხვნილი, კომპასი და საბეჭდი დაზგა.

მთავარ როლებს ჩინეთის მითოლოგიაში თამაშობს ოთხი ცხოველი: ვეფხვი, დრაკონი, კუ და ფენიქსი.

ჩინეთში ქალის სტატუსს არკვევენ თავზე ნაწნავების რაოდენობით. გაუთხოვარ გოგოს ორი ნაწნავი აქვს, ხოლო გათხოვილს კი ერთი.

ჩინური კალენდარი არის მსოფლიოში უძველესი. მისი ათვლა დაიწყო ძვ.წ. 2600 წლიდან და შედგება 12 ზოდიაქოსგან და 12 სხვადასხვა ცხოველისგან.

ქრისტიანობამ ჩინეთი მალევე დაიპყრო. დღეს ჩინეთში არის 54 მილიონი ქრისტიანი. ჩინეთში უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვრობს ვიდრე იტალიაში და მალე ჩინეთი გახდება უდიდესი ქრისტიანული ცენტრი მსოფლიოში. ბუდიზმი, დაოსიზმი და ისლამიც ასევე არის ჩინეთში, ხოლო ჩინეთის მთავრობა კრძალავს ათეიზმს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი მსოფლიოში არის ჩაი, რომელიც აღმოაჩინეს ჩინეთში. ჩინელები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან იგი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ითვლება, რომ იმპერატორმა შინონგმა აღმოაჩინა ჩაის თვისებები, როდესაც ჩაის რამდენიმე ფურცელი ჩავარდა მის მდუღარე წყლით სავსე ქოთანში.

ჩინური ფარანი გამოიგონეს ძვ.წ. 200 წელს და ითვლება მრავალწლოვანების სიმბოლოდ. ასევე ის სიმბოლიზირებს ოჯახურ წარმატებას და ითვლება, რომ ფარანს მოაქვს სახლში სიმდიდრე. მდიდარი ოჯახები აკეთებდნენ დიდ ფარნებს.

მონარქიის მოქმედების დროს მდიდარი ადამიანები იზრდიდნენ თავიანთ ნეკა თითზე ფრჩხილს. ის სიმბოლიზირებდა მათ მდგომარეობას. იმისათვის, რომ დაეცვათ ფრჩხილის სიგრძე ისინი იკეთებდნენ მდიდრულად მორთულ დაცვით სამკაულს.

ჩინელმა ექიმმა ჰუა თუო იყო პირველი, რომელმაც ქირურგიული ოპერაციის დროს გამოიყენა ანესთეზია. მან კანაფი შეურია ჩინურ ღვინოს და პაციენტმა დაკარგა გონება.

საჰაერო გველები გამოიგონეს ჩინეთში 3000 წლის წინათ. მათ იყენებდნენ მტრების დასაშინებლად.

ჩინელები თვლიან დიდებულ პანდას სიმამაცის სიბმოლოდ. უძველეს ჩინეთში იმპერატორებს ყავდათ პანდები, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი ნდევნინდნენ ბოროტ სულებს და დაავადებებს.

მიწისძვრის თვალყურის სადევნებელი ინსტრუმენტი გამოიგონა ჩვენი წელთაღრიცხვით 130 წელს ჩინელმა ასტრონომმა. ეს მექანიზმი მიუთითებდა მიწისძვრის მიმართულებას.

მსგავსი ამბები

Back to top button