კულტურაუცნაური

საინტერესო ფაქტები კორეის ომის შესახებ

273fb584ce53
საინტერესო ფაქტები კორეის ომის შესახებ.

კორეის ომი დაიწყო 1950 წლის 25 ივნისს, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის 75 000 ჯარისკაცი შეიჭრა სამხრეთ კორეაში, რომ თავიანთი მეზობლებისთვის გაეცნოთ კომუნიზმის იდეალები.

კორეის ომი გახდა პირველი სამხედრო კონფლიქტი, ე.წ. ცივი ომი.

კორეის ომი დასრულდა 1953 წლის 27 ივნისს. 7 000 ამერიკელი ჯარისკაცი დღესაც ითვლებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებათ.

კორეის ომში დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 მილიონი ადამიანი. მათი ნახევარი იყო სამოქალაქო პირი.

სამხედრო მოქმედებები დასრულდა 1953 წლის 27 ივლისს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ომის დასრულება აღიარა 1953 წლის 31 იანვარს, რომ სწრაფად უზრუნველყო ჯარისკაცების სწრაფი მობილიზირება.

შემჩნეულია, რომ ომის შემდგომ ჩრდილოეთ კორეაში დაბადებული ადამიანები 5სმ-ით უფრო დაბლები არიან ვიდრე სამხრეთ კორეელები.

კორეის ომში ჩაება 6.8 მილიონი ამერიკელი მოქალაქე. ისინი ასე თუ ისე კონფლიქტში მონაწილეობდნენ 1950 წლის 27 ივნისიდან 1955 წლის 31 იანვრამდე. სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა 54 200 ადამიანი, მათგან ბრძოლის ველზე დაეცა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 33 700 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა, ვერც ერთი მხარე ვერ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად. უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ კორეას შეუძლია ამტკიცოს, რომ მან შეაჩერა ჩრდილოეთ კორეა და არ მისცა უფლება, რომ სამხრეთ კორეა ქცეულიყო კომუნისტურ ქვეყანად. დღეს ორივე ქვეყანა გაყოფილია, ხოლო ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი კვლავაც კომუნისტურია.

ომის დროს ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდა ორი სოციალისტური ქვეყანა – საბჭოთა კავშირი და ჩინეთის ეროვნული რესპუბლიკა, ისინი კორეას ეხმარებოდნენ სამხედრო აღჭურვილობთ და სამხედრო კონსულტანტებით.

ომის დროს სამხრეთ კორეას ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გაერო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერდნენ დემოკრატიას და წინააღმდეგობას უცხადებდნენ კომუნისტებს.

კონფლიქტში კი მონაწილეობა 16 ქვეყანა, მაგრამ მან ვერ მიიღო მსოფლიო ომის წოდება, აი ქვეყნების ჩამონათვალი: ავსტრია, ბელგია, კანადა, კოლუმბია, ეთიოპია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი და თურქეთი, ხოლო 4 ქვეყანა სამედიცინო დახმარებას უწევდა ქვეყნებს: ინდოეთი, იტალია, ნორვეგია და შვედეთი.

კორეის ომის დროს, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ჯარისკაცებს უზრუნველყოფდა მეძავეებით. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით ასეთ ქალს დღეში 29 მამაკაცი უნდა დაეკმაყოფილებინა. სქესობრივი კავშირი 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, რომ ქალი სხვა კაცებსაც შეხვედროდა.

კორეის ომის დროს ამერიკული არმია 4000 სპეციალურად გაწრვთნილი ძაღლის წინააღმდეგ იყენებდა 1500 სპეციალურად გაწრთვნილ ძაღლს.

კორეის ომის შემდეგ 21 ამერიკელმა ჯარისკაცმა ამჯობინა ჩინეთის ტყვედ დარჩენა, ჩინეთში მათ უწოდებდნენ მშვიდობის გორაკებს, ხოლო ამერიკაში მათ უწოდებდნენ ორგულებს და გამყიდველებს. ამერიკული მედია იტყობინებოდა, რომ ტყვეებს კარგად “გამოურეცხეს ტვინები”. ბევრმა მათგანმა ბოლოს მაინც გადაწყვიტა ამერიკაში დაბრუნება.

ომის დროს 7245 ამერიკელი ტყვედ ჩავარდა. მათგან 2086 დაიღუპა, ხოლო 4418 ეტაპობრივად გადაეცა ამერიკის მხარეს. 21-მა ადამიანმა კი უარი თქვა სახლში დაბრუნებაზე.

კორეის ომის 86 300 ვეტერანი ქალია, ხოლო ეს კი შეადგენს კონფლიქტის ვეტერანების 7%-ს.

დაახლოებით კორეის ომის 848 000 ვეტერანი იბრძოდა სხვა კონფლიქტებშიც. მეორე მსოფლიო ომის დროს ვიეტნამში იბრძოდა 171 000 ადამიანი, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში 404 000 ჯარისკაცი, ხოლო მხოლოდ ვიეტნამის კონფლიქტში კი 273 000 ჯარიკსაცი.

კორეის ომის ვეტერანებით ამერიკის შეერთებული შტატების ხუთი შტატი ლიდერობს: კალიფორნია(430 800), ფლორიდა (294 000), ტექსასი (243 300), ნიუ-იორკი (220 100) და პენსილვანია (201 400).

ამბობენ, რომ ამფეტამინის ინექცია სათავეს იღებს კორეის ომის დროს. ზოგიერთი ჯარისკაცი ამფეტამინს და ჰეროინს ურევდა ერთმანეთს და შემდეგ ნემსს იკეთებდა. სამხედრო კონფლიქტის მონაწილეების უმეტესობა სახლში ნარკომანი დაბრუნდა.

ყველაზე მაღალი რანგის მქონე ჯარისკაცი, რომელიც კორეელებმა ხელში იგდეს იყო გენერალ-მაიორი უილიამ ფ.დინი. ის ტყვედ ჩაიგდეს ტეჟონთან ბრძოლაში 1950 წლის 22 ივლისს.

Back to top button