გართობაკულტურა

კატამ 4 წლის ბავშვი დაიცვა გაავებული ძაღლის თავდასხმისგან

1236964 560354747417678 7471569227678751462 n

ოთხი წლის ჯერომი დილით ადრე, ჩვეულებისამებრ თავის საქმიანობას ეწეოდა სახლის ეზოში. იქვე ეზოში ჯერომის ერთგული კატა და მშობლები ისვენებდნენ. ერთი შეხედვით, როცა სახლს სამი სათვალთვალო კამერა, რკინის კარები და ეზოში დაბმული უზარმაზარი როტვეილერი იცავს, უნდა შეგეძლოს ბავშვი ეზოში თავისუფლად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაშვება. თუმცა რკინის კარები, ერთგული როტვეილერი და სათვალთვალო კამერები ვერ დაგიცავენ მეზობლის ავი ძაღლისგან.

პრეცედენტები ქმნიან წესებს და ეს შემთხვევა, რაც ქვემოთ სტატიაში იქნება გადმოცემული ჩვენთვისაც

ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს.

როცა, ოთხი წლის ჯერომი ერთი შეხედვით აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში, სახლის ეზოშ თავისი

ველოსიპედით ერთობოდა, იქვე მეზობლად კი მეზობლის გაავებული ძაღლი მსხვერპლის ძებაში იყო.

როდესაც პატარა ჯერომი ველოსიპედით სეირნობდა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მას უკნიდან

თავს დაესხა ძაღლი, რომელმაც ფეხზე უკბინა და მისი მოგლეჯა განიძრახა.

Screen Shot

ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობს ძაღლი ფეების მოგლეჯას. ბავშვს ასეთ უიმედო სიტუაციაში ექომაგება მისი ერთგული კატა, რომელმაც გაავებული ძაღლის დანახვაზე,

თავის შველა კი არ მოინდომა არამედ თავისი პატარა მეგობრის ჯერომის დაცვა გადაწყვიტა. მართლაც,

ოთხფეხა პირუტყვის გამბედაობა ქებისა და დიდების ღირსია, მან ძაღლს შეუტია და აიძულა თავის განღრახვაზე ხელი აეღო. ასე მიითვისა კატამ ძაღლის როლი ამერიკის ერთ-ერთ შტატში.

ამის შემდეგ ჯერომის მშობლებმა გადაწყვიტეს შვილის გადამრჩენი კატის ვიდეო სოციალურ ქსელში აეტვირთათ.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. ის მოხდა “cnn” ეთერშიც.

სოციალურ ქსელში კი კატას რამდენიმე მეტსახელი მოუფიქრეს, მათ შორის “ჩაკ catისი”.სუპერ კატა და სხვ.

პატარა კატამ თავისი ქმედებით დაამტკიცა, რომ არამარტო ძაღლებს შეუძლიათ რეალური საფრთხისგან გვიხსნან

ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები, ეს მაგალითია იმისა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და ცხოველსაც

კი, რომელსაც სული არ გააჩნია შეიძლია გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის შველა და თავისი თავის რეალურ საფრთხეში

ჩაგდება.

კარგი იქნება თუ ადამიანებიც მივბაძავთ კატას და შევეცდებით დავეხმაროთ სხვებს, როცა მათ ეს სჭირდებათ.

ვიდეო:
http://youtu.be/XfiGodj1zQc

ასევე მეორე ვიდეო:

http://youtu.be/247NHYdNkNs

მსგავსი ამბები

Back to top button