საკითხავისურათებიუცნაური

ფინიკიელები

ფინიკიელები ძველი მსოფლიოს საუკეთესო ზღვაოსნები იყვნენ.ისინი ცხოვრობდნენ ლევანტის(ლიბანის) სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.


ფინიკიელები ცხოვრობდნენ კარგი ნავსაყუდელით გამორჩეულ და ერთმანეთთან ჯაჭვივით გადაბმული ლიბანის სანაპიროზე.ისინი მოგზაური ვაჭრები იყვნენ.წარმოშობით ქანაანელებს,არ იზიდავდათ მიწათმოქმედება,ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ ზღვაოსნობას,ხელოსნობას და ვაჭრობას.



ვაჭრობა და ხელოსნობა
ფინიკიელები მთელ მსოფლიოში ვაჭრობდნენ.იძენდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან დასავლეთში შეტანილ ძვირფას საქონელს.შემდეგ საქონელი ზღვით გაჰქონდათ ეგვიპტეში,საბერძნეთში,იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.ფინიკიელები ვაჭრობის წყალობით გამდიდრნენ.მათ საკუთარი თვალით ნახეს მინოსელებისა და მიკენელების აღზევება და დაცემა,ხელს უწყობდნენ საბერძნეთის შემდგომ კი რომის გაძლიერებას.ფინიკიელები ხელმარჯვე ოსტატებიც იყვნენ.ისინი ამზადებდნენ მინის ნაკეთობებს,ლითონის ნივთებს,სამკაულებსა და სამოსს.მათი გამოგონებაა,ასევე,მინის ბერვა.ტვიროსის ნავსადგური განთქმული იყო ძოწისფერი საღებავით,რომელიც ბერძნებისა და რომაელების შეფასებით მაღალი ხარისხის იყო.






ლევანტში ფინიკიელთა ნავსადგურები იყო უგარიტი,სიდონი,ბიბლოსი და ბერიტუსი(ბეირუთი).მთავარი ნავსადგური იყო ტვიროსი,რომელიც,გადმოცემის თანახმად,4750წლის წინათ დაარსდა.ამქალაქს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან.ტვიროსის მეფე აჰირამი ამარაგებდა მეფე სოლომონს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის შენებლობისთვის საჭირო ლიბანური კედრითა და ხელოსნებით.კვიპროსიდან ფინიკიელებმა თანდათანობით გადაინაცვლეს დასავლეთისკენ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გარშემო მრავალი კოლონია დაარსეს.ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონია,კართაგენი,რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ აფრიკაში დიდ ქალაქად იქცა.



დანარჩენი კოლონიები წარმოიქმნა ესპანეთსი,მალტაზე,სიცილიაზე,მაროკოსა და სარდინიაზე.მოგვიანებით ფინიკიელებმა დაიპყრეს კადისი,დანჟერი და დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე გახსნეს სავაჭრო ბაზები.საბოლოოდ მათი სამშობლო ძვ.წ დაახლოებით 570 წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა.ამის შემდეგ კოლონიებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა,მათ შორის უმთავრესი პორტი კართაგენი იყო.

ძვ.წ VI-ში ეგვიპტემ აფრიკის გარშემო სამოგზაუროდ დაიქირავა ფინიკიელი მეზღვაურები,რომელთა მოგზაურობამაც 3 წელს გასტანა.ხშირად ვაჭრობა შორეულ ქვეყნებთანაც,მაგ.კალითა და ვერცხლით მდიდა ბრიტანეთთან დაიწყო დაახლოებით 450 წელს.ფინიკიელთა დაცემა 200-100 წლებში მოხდა,როდესაც ხმელთაშუა ზღვისპირეთზე კონტროლის დასამყარებლას მათ რომი შეებრძოლა და დაანგრია კართაგენი.

 

წყარო : ka.wikipedia.org

loading...

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Close
Close