არქივი

ინტერნეტდამოკიდებულება

d915c14e6cc9

ინტერნეტის ავკარგიანობაზე ბევრი საუბრობს და არავინ მალავს, რომ ამ სფეროში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მათ შორის უმთავრესია ინტერნეტდამოკიდებულება. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერი ადამიანის ტვინზე მავნე გავლენას ახდენს და დაავადებებსაც იწვევს.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრი ჰენრიეტა ჯონსი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ინტერნეტდამოკიდებულება ე.წ. გეიმერებს, ანუ ქსელში მოთამაშეებს ახასიათებთ. ისინი საათობით არიან მიჯაჭვულნი კომპიუტერს. ფსიქიატრები ამბობენ, რომ მათ ჰყავდათ პაციენტები, რომლებმაც თავი დაანებეს უმღლეს სასწავლებლებს, გაშორდნენ მეუღლეებს, რადგან ისე იყვნენ თამაშში ჩართული, რომ რეალურ გარემოსთან კავშირის უნარი დაკარგეს.
64f7a0e31f44

კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტდამოკიდებულ პირებს აღენიშნებათ გადაღლა, ყურადღების მოდუნება; ისინი ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. მათი ტვინის სკანირების შედეგად გამოვლინდა ე.წ. თეთრი ნივთიერების დაზიანება, ისეთივე, როგორიც ნარკომანებსა და ლოთებს ახასიათებთ.
61fccd753467
მოსახლეობის უმრავლესობა ქსელში დიდ დროს ატარებს – ზოგი ინტერნეტით სამსახურს ეძებს, ზოგიც პროფესიულ თუ სოციალურ საკითხებს აგვარებს, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ რომელიმე ჩვენგანი აღმოაჩენს, რომ თავს დაათენდა, თანაც ეს პირველად არ მოხდა.
0b6971a68e44

აქამდე ფსიქოლოგები ინტერნეტდამოკიდებულებაზე დუმილს ამჯობინებდნენ, მაგრამ  დღეს უკვე განგაშს ტეხენ. ინტერნეტზემოქმედება მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ დღეს ვერც კანონმდებლობა და ვერც სახელმწიფო სისტემა პრობლემას ვერ აგვარებს… შეუძლებელია მომხმარებელს დაუწესო ლიმიტი, რამდენი საათი გაატაროს კომპიუტერთან.

070153c21ece

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button