გართობაკულტურაუცნაური

სმარტფონების 10 უსარგებლო ფუნქცია

f5ea80f7db63
სმარტფონების, პლანშეტების და სხვა მოწყობილობების მწარმოებლებს შორის კონკურენცია ბოლო წლებში გადაიქცა ნამდვილ რბოლათ – ყოველ ახალ მოდელს აქვს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც არ აქვთ კონკურენტებს. შემქმნელები ცდილობენ იმდენად ბევრი ფუნქცია ჩაატიონ სმარტფონებში, რომ ზოგიერთი მათგანი არის ყოვლად უსარგებლო და მუშაობენ მწარმოებლის იმიჯისთვის.
f5ea80f7db63
ორმაგი გადაღების რეჟიმი
ეს ფუნქცია მოყვება Samsung-ის და LG-ს ზოგიერთ სმარტფონს, ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთდროულად გადაიღოს ფოტო წინა და უკანა კამერით. რამის გადაღების დროს თქვენ შეგიძლიათ გადაუღოთ საკუთარ თავს ფოტო, ხოლო პატარა ავტოპორტრეტი გამოსახული იქნება მთავარი სურათის კუთხეში. რათქმაუნდა კარგია გაიხსენოთ როგორ გამოიყურებოდით ამათუიმ ფოტოს გადაღების დროს, მაგრამ ეს საერთო ჯამში სასიამოვნო უსაქმურობაა და მეტი არაფერი.

პარალაქს-ფონი, Apple
7cd71d6f5110
ოპერაციური სისტემის iOS-ის მეშვიდე ვერსია საშუალებას გაძლებთ დააყენოთ iPhone-ის ან iPad-ის სამუშაო მაგიდაზე ეგრეთ წოდებული ფონი პარალაქსის ეფექტით, მთავარი რაც ამაში არის ის, რომ აპლიკაცია იცვლება მოწყობილობის გადაადგილებისას გარემოში. ასეთი ინტერფეისის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჰიროსკოპისა და აქსელერომეტრის საშუალებით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ პლანშეტის ან სმარტფონის პოზიციას გარემოში. ეს ყველაფერი სახალისოდ გამოიყურება, მაგრამ არანაირი პრაქტიკული ღირებულება არ აქვთ.

აპლიკაცია Air Call Accept, პლათფორმა Android
a45c6f923eaa
Samsung-ის ბოლო მოდელის მფლობელები იყენებენ Android-ს და მათ შეუძლიათ დატკბნენ შესაძლებლობით, რომ მართონ მოწყობილობა ისე, რომ საერთოდ არ შეეხონ სმარტფონს. მომხმარებელი ასრულებს ყველა აუცილებელ მანიპულაციას, როდესაც ხელს გადაუსმევს უბრალოდ ინფრაწითელ გადამცემს, რომელიც ჩამონტაჟებულია აპარატში. აპლიკაციის ფასიანი ვერსია განსხვავდება იმით, რომ მას აქვს უფრო მეტი ფუნქცია: შესაძლებელია არამხოლოდ ზარების მიღება ან გათიშვა, არამედ შესაძლებელია ხმამაღალი კავშირი, შეტყობინებების გაგზავნა ელექტრონული ფოსტით, ხმის გათიშვა და ბევრი სხვა რამ. შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აპლიკაცია საჭეზე მჯდომ ხალხს უფრო ნაკლებ დროს წაართმევს, მაგრამ სხეულის მოძრაობებს უფრო მეტი დრო და ყურადღება მიაქვთ ვიდრე უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერას.

LG უჩვეულო ორიენტაციით
081c2f4acee8
ხმის მოსამატებელი ან მოსაკლები ღილაკები სმარტფონებს აქვთ ზემოთ ან გვერდით, მაგრამ LG-მ გადაწყივტა, რომ საკუთარი გზით წასულიყო. G2-ის ფლაგმანური მოდელის წარდგენის დროს ხალხის ყურადღება მიიქცია ღილაკების მდებარეობას, რომლებიც მდებარეობენ სმარტფონის უკანა მხარეს. როგორც კორეული კორპორაციის წარმომადგენლები ამ ორიგინალურ იდეა იმით ხსნიან, რომ როდესაც მომხმარებელი იღებს ფოტოს ან ვიდეოს და ხელში დიდი დიაგონალის მქონე სმარტფონი უჭირავს უწევს, რომ ხელი შეახოს ხმის მოსამატებელ და მოსაკლებ ღილაკებს, რაც არასასიამოვნოა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იდეა გაუადვილებს ხალხს სმარტფონის ერთ ხელში დაჭერას, მაგრამ შეფასებები ჯერ გაუგებარია, რადგან ბევრი ამბობს, რომ ეს ინოვაცია კარგია, ხოლო ზოგი კი უარყოფითად აფასებს.

ფუქნცია Smart Scroll-ი Samsung-ისგან
7c0da08dc0e0
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ელექტრონული მოწყობილობების შემქმნელებს სურთ დაავიწყონ ხალხს ხელების ხმარება მოწყობილობებზე. სხვების გარდა, ექსპერიმენტებს ამ მხრივ ატარებს კორეული გიგანტი “Samsung”-ი – სმარტფონები Galaxy S4 და Galaxy Note 3 სთავაზობენ მომხმარებლებს გადაშალონ ინტერნეტ-გვერდები თვალის ერთი მოძრაობით, ფუქნცია სახელად Smart Scroll-ით. ტექნოლოგია შექმნა კომპანია DigitalOptics Corporation-მა და ჯერ-ჯერობით ატარებს დეკორატიულ ხასიათს – ზოგს ურჩევნია თითების ხმარება, მაგრამ როგორც სპეციალისტები თვლიან Smart Scroll-ი იქნება კომპანიის ერთ-ერთი პირველი ქმნილება, რომელიც გამოიყენება მოწყობილობებში. კომპანია ასევე ქმნის სახეების გარჩევის სისტემის შექმნით და სხვა პროექტებით.

კამერის სწრაფი ჩართვა, Motorola X
68e5c797b94c
მოწყობილობების ბევრ ნაწილზე ფოტოს და კამერის რეჟიმში შესვლა არც ისე რთულია, საჭიროა მხოლოდ ერთი-ორ ღილაკზე თითის დაჭერა, მაგრამ Motorola არწმუნებს, რომ მისი ფლაგმანის X-ი უფრო მოსახერხებელია; იმისათვის, რომ ჩართოთ კამერა საჭიროა აპარატზე ორჯერ “შენჯღრევა”, ხოლო სურათის გადასაღებად საკმარისია ეკრანზე თითის შეხება. რათქმაუნდა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ახდენს წამების ეკონომიას, მაგრამ მოწყობილობის მუდმივად “შენჯღრევა” შესაძლებელია ბევრისთვის მოსაბეზრებელი იყოს.

ფუნქცია Smart Stay
01d793985864
როგორც ბევრი სხვა მოწყობილობების ბევრი ფუნქცია, Smart Stay Samsung-ისგან იყენებს მოდურ ჩიპს მომხმარებლის თვალის ადგილმდებარეობს დევნებისათვის. თუკი ადამიანი ეკრანს თუკი უყურებს, მაშინ აპლიკაცია არ გათიშავს განათებას, მაგრამ თუკი ადამიანი სხვაგან გაიხედავს მაშინ განათება გამოირთვება. როგორც ჩანს კომპანია ხვდება, რომ მოწყობილობის რეაქცია თვალი მოძრაობაზე შესაძლებელია მომხმარებელს ყელში ამოუვიდეს ამიტომაც შესაძლებელია ამ ფუნქციის გამორთვა.

ფოტოგადაღება HTC Zoe
4591583b0c5e
თანამედროვე სმარტფონები და პლანშეტები ნებისმიერ ადამიანს აგრძნობინებს საკუთარ თავს ფოტომხატვრად ან კინორეჟისორად: კომპანიის სპეციალისტები და მოწყობილობების შემქმნელები ანდროიდის ბაზაზე იგონებენ ახალ და ახალ შესაძლებლობებს სურათების და ვიდეორგოლების დასამუშავებლად. ტაივანურმა HTC ცდილობს, რომ ბაზარზე ლიდერობა არ დაკარგოს და ამიტომაც შექმნა HTC Zoe, რომელიც სამი წამი იღებს ვიდეორგოლებს რომელთაგანც შემდეგ მიიღება მაღალხარისხიანი ფოტოსურათები. პრობლემა იმაშია, რომ ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ HTC-ს მფლობელებისთვის, ხოლო HTC Zoe არ ათავსებს სურათებს Facebook-სა და Twitter-ის გარდა სხვა არცერთ სოციალურ ქსელში.

ხმოვანი ფოტო
9f18c7784c3d
Samsung-მა ეს ფუნქცია შეიყვანა სპეციალურად მათთვის ვისაც მსწონს ფოტოების დათვალიერება ხმასთან ერთად. სურათის გადაღების დროს დაპატენტებულ ტექნოლოგია Sound & Shot-თან ერთად შესაძლებელია მოკლე კომენტარის თადართვა, რომელიც ილაპარაკებს მაშინ როცა ფოტოს დაათვალიერებთ. სამწუხაროდ ეს ფუნქცია უსარგებლოა, რადგან გამოსახულების გადატანა კომპიუტერში აუდიოსთან ერთად შეუძლებელია.

ფუნქცია Group Play, Samsung-ისგან
a638f4606090
უკაბელო გარნიტურები და ყურსასმენები, რომლებიც იყენებენ Bluetooth-ს მონაცემების გადაცემის პროტოკოლად, უფრო მოსახერხებლები არიან ვიდრე ძველი კაბელიანი პერიფერიული მოწყობილობები. ეს აშორებს ხალხს უამრავ კაბელს მოწყობილობაში გახლართულს. კორპორაცია Samsung-ი კიდევ უფრო შორს წავიდა – ის გვთავაზობს მონაცემების უკაბელო გადაცემას მუსიკის ჩასართავად მოწყობილობებზე, რომლებიც იმყოფებიან Wi-Fi-ს საზღვრებს გარეთ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ თქვენ შეგეძლებათ საყვარელი კომპოზიციის მოსმენა ყველა მოწყობილობაზე რაც კი ახლოსაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს Samsung-ის პროდუქციაა. Group Play-ს შეუძლია მუსიკის და გამოსახულების გადაგზავნა, მაგრამ სათამაშოსგან, რომ სიამოვნება მიიღოთ საჭიროა შეკრიბოთ კორეული გიგანტის რამდენიმე მოწყობილობა ერთად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button