საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოში ყველაზე პატარა მოთხრობები


ერთხელაც «New Time»-ის ჯურნალის რედაქტორმა, სტივ მოსსმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კონკურსი. კონკურსის წესები იყო, რომ დაეწერა მონაწილეს, მოთხრობა რომელიც 55-მდე სიტყვისაგან შედგებოდა, და ქონოდა სიუჟეტი, პერსონაჟების აღწერილობა და ა.შ. მან მიიღო უამრავი მოთხრობა რომლებსაც “მსოფლიოში ყველაზე პატარა მოთხრობები” უწოდეს.

  • პაემანი

დარეკა ტელეფონმა
-ალლო, წაიჩურჩულა მან.
-ვიქტორია, ეს მე ვარ. მოდი შევხვდეთ დღეს შუაღამისას.
-კარგი, ძვირფასო.
-და გთხოვ, არ დაგავიწყდეს დღეს, შამპანიურის წამოღება,-თქვა მან.
-არ დამავიწყდება საყვარელო, მე მინდა, რომ დღეს საღამოს ერთად ვიყოთ.
-იჩქარე მე არ მაქ ლოდინის დრო!-თქვა მან და ყურმილი დაკიდა.
მან ჩაისუნთქა, შემდეგ გაიღიმა
საინტერესოა, ვინ იყო?-თქვა ვიქტორიამ

ნიკოლ ვედდლი

  • რა უნდა ეშმაკს

ორი ბიჭი იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდა სატანა. სატანის გიპნოზური თვალები ბინდივით დაცურავდნენ მათ გონებაში.
-მისმინე, რა უნდოდა მას შენგან?
-ჩემი სული. და შენგან?
-მონეტა ტელეფონის-ავტომატისთვის. მას სასწრაფოდ უნდა დაერეკა.
-გინდა, ვჭამოთ?
-მინდა, მაგრამ მე საერთოდ არ მაქ ფული.
-არაფერია საშიში, მე მაქვს ძალიან ბევრი.

    ბრაიანტ ნიუელლი

  • ბედი

იყო მხოლოდ ერთი გამოსავალი, ჩვენი ცხოვრება ძალიან ჩახლართულია. რომ გადავწყვიტოთ რა როგორ იქნება კენჭი ვყაროთ., ავგდოთ მონეტი., თუ ავერსი,-ჩვენ დავქორწინდებით, თუ რევერსი-ჩვენ დავშორდებით სამუდამოდ. ავაგდეთ მონეტა. მან იტრიალა, იტრიალა და ავერსი დავარდა. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ, და ვთქვით: იქნებ, ახლიდან აგვეგდო.

    ჯეი რიპი

  • საღამოს სიურპრიზი

მბზინავი კოლგოტი, ნაზად და ელეგანტურად იყო შემოხვეული თეძოებზე., როგორ ამშვენებდა საღამოს კაბას. ბრილიანტის საყურეები, მშვენიერი ტუფლები, წვრილ ქუსლზე-ყველაფერი მშვენიერი იყო. თვალებზე ლამაზად წასმული ჩრდილები, უყურებდნენ ანარეკლს, სარკეში. და მუქი, მუქი პომადა კოხტად წასმული მის ტუჩებზე, იღიმებოდა სიამოვნებისგან. უცებ უკნიდან ბავშვის ხმა ისმის.
<<მამა?!>>

    ჰილლარი კლეი

  • მადლიერება

ბეწვის საბანი, რომელიც ცოტა ხნის ინ მისცეს საქველმოქმედო ფონდში, ეხვეოდა მის მხრებს, და ფეხსაცმელი, რომელიც დღეს იპოვა ნაგავ-საყრელზე, ისე კარგად ერგებოდა ფეხზე, არც უჭერდა. ქალაქის განათება ისე უთბობდა სულს, რომელიც გაყინული იყო სიბნელისგან. გამოყვანილი სკამის რომელიც სკვერში იდგა ისე ეცნობოდა, თავის წელს.
<<მადლობა ღმერთო,-გაიფიქრა მან,-ცხოვრება მშვენიერია

ენდრიუ ე.ხანტი

თეგები

NikaB

nika

მსგავსი ამბები

Close
Close