გასართობისაკითხავისასარგებლო

7 ელეგანტური ნივთი დეკორისთვის


7 ელეგანტური ნივთი დეკორისთვის.

ფარნები

კლასიკური ფორმის ფარანი გახდება შესანიშნავი ნივთი დეკორისთვის ნებისმიერ ოთახში. დიზაინის თანამედროვე ინტერიერისთვის, მაგალითად შესაძლებელია ეფექტურად დაამატოთ უცნაური ლამპარი ფარნის სტილში.

ფერადი სქემა 

ფერადი გაფორმების საშუალებით შესაძლებელია სრულიად შეცვალოთ ატმოსფერი ოთახში. იმისათვის, რომ შექმნათ დახვეწილი ინტერიერი ოთახის შიდა დანაყოფისთვის რეკომენდირებულია აირჩიოთ რბილი, პიტნისფერი, ცისფერი ან მოთეთრო-რძისფერი ფერები. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ავეჯსაც.

ორქიდეები

ლამაზი თეთრი ფერის ორქიდეები ელეგანტურ ფაიფურის ლარნაკში ქმნიან დახვეწილ კომპოზიციას, რომელიც გახდება იდეალური ცენტრალური ელემენტი სასტუმრო ან სასადილო ოთახში.

იატაკაზე დაშვებული ფარდები

ლამაზმა ფარდებმა იატაკამდე შესაძლებელია ნებისმიერ ინტერიერს შესძინოს მოდური და მხიარული გარეგნობა. არ ღირს მათ საერთო სიგრძეზე ეკონომიის გაკეთება – იატაკამდე ჩამოშვებული ფარდები ქმნიან უფრო საზეიმო ატმოსფეროს ოთახში.

ყავის მაგიდა

პატარა, მრგვალი ყავის მაგიდა ჰარმონიულად გამოიყურება დივანის ან სავარძლის გვერდით. ამის გარდა ის არის კომფორტული სადები წიგნებისთვის ან სასმელებისთვის. მოჩუქურთმებული კონსტრუქცია ვიზუალურად არ გადატვირთავს ოთახს.

რამდენიმე ბალიში საწოლზე

იმისათვის, რომ საწოლ ოთახში შექმნათ კომფორტული და პომპეზური ატმოსფერო, შესაძლებელია დაამატოთ საწოლზე რამდენიმე სხვადასხვა ზომის, მაგრამ ერთიდაიგივე ფორმის ბალიში.

რბილი თეთრი ფერის პირსახოცი

თეთრი ფერის რბილი, აკურატულად დალაგებული ან დაკიდული პირსახოცები სააბაზანო ოთახში ქმნიან სისუფთავის შეგრძნებას.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close