იცით თუ არა, რომ… ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ
აინშტაინის სიკვდილის შემდეგ (1955 წელს) პრინსტონელმა ექიმმა, რომელმაც გვამის გაკვეთა მოახდინა, დიდი მეცნიერის ტვინი მოიპარა და სახლში წაიღო. რა თქმა უნდა, ის მაშინვე გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ მოპარულის დაბრუნებაზე მან სასტიკი უარი განაცხადა. ათეული წლების შემდეგ ამ ექიმმა მანქანით გაიარა გზა პრინსტონიდან კალიფორნიამდე, რომ გენიოსის ტვინი მისი შვილიშვილისთვის დაებრუნებინა.
ოქსფორდის ლექსიკონის პირველი გამოცემა შედგენილი იყო ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის მიერ, რომელმაც საკუთარი პენისი მოიჭრა.
1799 წელს ერთმა კალიფორნიელმა ბიჭუნამ მდინარის პირას თამაშისას ლამაზი ქვა იპოვა. ქვა 7.7 კგ-ს იწონიდა. მან ნაპოვნი სახლში მოიტანა და ის მთელი სამი წელი ეგდო სახლის შესასვლელთან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგეს, თუ რას წარმოადგენდა ნაპოვნი, კალიფორნიაში “ოქროს ციებ-ცხელება” დაიწყო.
2012 წელს ეგვიპტეში ვიზიტის დრეოს ჰილარი კლინტონს დაუშინეს პამიდორები და ფეხსაცმელები შეძახილებით:” მონიკა, მონიკა”.
რიჩარდ ნიქსონი ძალიან კარგად თამაშობდა პოკერს, იმდენად კარგად, რომ მისი პირველი საარჩევნო კამპანია მთლიანად იყო ორგანიზებული იმ ფულით, რომელიც მან ფლოტში სამსახურის დროს პოკერში მოიგო.
მიზეზი, თუ რატომ უყვართ ძაღლებს და კატებს მზეზე წოლა, არის ის, რომ მათ კანზე არსებული ცხიმოვანი ქოლესტერინი მხოლოდ ამ გზით გარდაიქმნება D3 ვიტამინად. ეს ნივთიერება ხვდება ცხოველების ორგანიზმში კანის ალოკვის შემდეგ და არ შეიწოვება კანის მიერ, როგორც ეს ადამიანებშია.
1980 წელს ნიუ-იორკის მაფიის ბოსის ჯონ გოტის 12 წლის ბიჭს შემთხვევით დაეჯახა მოტოციკლი, რომელზეც მეზობელი იჯდა. . 3 წლის შემდეგ ეს კაცი უკვალოდ გაქრა და პოლიციამ მისი ასავალ-დასავალი ვერ იპოვა.
ალიასკაში ცხოვრობენ ხის ბაყაყები, რომლებიც ზამთარში იყინებიან ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ისინი ყინულის ნატეხებად გადაიქცევიან ხოლმე. ბაყაყების გული წყვეტს ცემას, სისხლი იყინება და თვალები თეთრ ყინულის ნატეხებდ იქცევა. გაზაფხულზე კი ბაყაყები დნებიან და ახალდაბადებულებივით იწყებენ ხტომას.
ნეანდერტალელ ადამიანებს გაცილებით დიდი მოცულობის ტვინი ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ისინი ტანითაც დიდი აგებულების, ძლიერები და ამტანები იყვნენ.
ოდესღაც რიო-დე-ჟანეირო პორტუგალიის დედაქალაქი იყო. ასე რომ, ის იყო ევროპაში ერთადერთი ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა.
ბრიტანეთის ავიახაზების ორ პილოტს, რომლებიც თფითმფრინავს ერთად მართავენ, აკრძალული აქვთ ფრენის დროს ერთი და იგივე საჭმელის მირთმევა უსაფრთხოების მიზნით.
1938 წელს ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი დათანხმდა ექპერიმენტზე. მას შეუერთეს ელექტროკარდიოგრამის გადამცემი, რათა ეწარმოებინათ დაკვირვება, თუ რა მოსდის გულს სიკვდილის დროს.
ქაღალდი ხელმეორედ დამუშავებას ექვემდებარება მხოლოდ 5-6 -ჯერ. ამის შემდეგ მისი ხის ბოჭკოები იმდენად სუსტი და წყვეტადი ხდება, რომ ფორმას ვეღარ იჭერს.
კომპანი Intel-მა სამუშაოდ აიყვანა ფუტურისტი, რომლის მოვალეობაში შედის წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორი იქნება ცხოვრება 10-15 წლის შემდეგ.
ვენესუელა ფლობს ყველაზე მეტ ნავთობის მარაგს მსოფლიოში, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში “შავი ოქროს” მოპოვების რაოდენობით.
ამერიკელები ძირითადად ჭამენ ქათმის თეთრ ხორცს, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი გააქვთ რუსეთსა და აზიის ბევრ ქვეყანაში, სადაც ამჯობინებენ ქათმის მუქ ხორცს. ასე რომ, ხდება ქათმის ნაწილების გაყოფა კონტინენტების მიერ.
წყარო : intermedia.ge