გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ახალ “ჭკვიან” კონტაქტურ ლინზას სისხლში გლუკოზის გაკონტროლება შეუძლია


წარმოგიდგენთ Google-ს  გამოგონებას, რომლითაც მრავალფუნქციური სათვალე (google glass) ინტეგრირებულია კონტაქტურ ლინზაში. გარდა ამისა, ამ ლინზას დიაბეტის ანალიზის შესაძლებლობა აქვს. ჩვენც სწორედ, პოსტში ამ საშუალებას განვიხილავთ…

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მრავალ ადამიანს 1 და 2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა. აშშ-ში ტესტირებულთაგან, 90-95% პაციენტი 2 ტიპის დიაბეტით არის დაავადებული.  რვა პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ დიაბეტი აქვს. ამ თვითშეფასებულთა 27% არ არის შემოწმებული და მათზე დაავადების არსებობა ან მოქმედება გაურკვეველია… სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ მტკივნეული და შრომატევადი პროცესია; თან აუცილებელია ანალიზი დღეში რამდენჯერმე ჩატარდეს.  Google-მა ახლახანს წარმოადგინა მოწყობილობის პროტოტიპი, რისი ნახვაც შეგიძლიათ ბმულზე. კონტაქტურ ლინზაში ჩაშენებული მიკროსქემა, სისხლში შაქრის შემცველობზე ინფორმაციას პირდაპირ თვალის გარსიდან იღებს.
ჩვეულებრივ, მცირე რაოდენობის სისხლის ნიმუში თითიდან აიღება ლანცეტის და გლუკოზმეტრის კომბინაციის საშუალებით. იმათთვის, ვინც ხშირი პაციენტია ანუ დიაბეტით დიდი ხნის დაავადებული, სისხლის წამოსვლის ადგილის პოვნა ძნელდება. ამისთვის გლუკოზის კანქვეშა მონიტორინგი არსებობს მაგრამ იგი საჭიროებს: შესაბამის მოწყობილობის კანში ჩამონტაჟებას და ამ მოწყობილობის დაყენება/მოსაშორებლად ქირურგიულ ჩარევებს. სამწუხაროდ, რადგან სისხლში შაქრის სწორად კონტროლი ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეა, ბევრი ადამიანი ამას შეცდომით აკეთებს. ისინი, რომლებიც თავიანთ დაავადებას სათანადოდო ზედამხედველობის ქვეშ არ ამყოფებენ, უფრო დიდი რისკის წინაშე არიან, ვიდრე განავითარონ: სიბრმავე, თირკმლის უკმარისობა ან მცირე უკიდურესი ამპუტაციები. იმისთვის, რომ დიაბეტიკებისთვის სისხლში შაქრის დონის ზედამხედველობა გაიოლდეს, ბევრი მკვლევარი, სისხლის გამოყენების გარეშე, ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთერთი არახელმყოფი მეთოდი შარდის, ნერწყვის და ცრემლის შემოწმებას მოიცავს. ცრემლები ზუსტი გაზომვებისთვის საუკეთესოა – ნიმუშის მოპოვება კი არც ისე ადვილი. Google-ის პრობლემის გადაჭრა არის სენსორული ლინზა, რომელიც ნიმუშად  ცრემლებს იყენებს.  გლუკოზის დონის მუდმივ გაზომვებს მარტივად უზრუნველყოფს.
ლინზის პროტოტიპ რბილ კონტაქტურ ლინზაში ჩაშენებულია: კომპიუტერული მიკროსქემა, სენსორი და გადამცემი ანტენა. სენსორი წამში ერთხელ ინფორმაციას იღებს და უსადენო კავშირით სიგნალს მიმღებს (მაგალითად სმარტფონს) გადასცემს. ეს ინფორმაცია აგრეთვე პაციენტის ექიმთან პირდაპირ შეიძლება გადაიგზავნოს. მომავალში იგეგმება პროტოტიპებს მცირე LED (ფოტოდიოდი, აბრევეატურა: Light Emitting Diode) ეყენოთ, რომელიც გაანათებს და მომხმარებელს ეგრევე შეატყობინებს: სისხლში შაქარი ან მცირეა ან დიდი, რისთვისაც შესაბამის დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ლინზის ტექნოლოგია ისეთია, მომხმარებელს ხედვაში ხელს არ უშლის. მომხმარებელი ხედავს როგორც ჩვეულებრივ ტრადიციულ კონტაქტურ ლინზაში იყურებოდეს.
ამჟამად, Google-ს მეცნიერები და აშშ-ს საკვების და წამლების ადმინისტრაცია ლინზის პროტოტიპის შემდგომ საფეხურზე აყვანის შესახებ საუბრობენ. წლებია საჭირო იმისთვის, რომ კონტაქტური ლინზის პროტოტიპი კლინიკური გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. Google კავშირს ამყარებს პოტენციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს დიაბეტიკებისთვის განხორციელებადი საშუალება იყოს. ეს არის წამოწყება რევოლუციისთვის, რომ მილიონობით დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს საშუალება მიეცეს გააკონტროლონ თავიანთი დაავადება და დაიცვან საკუთარი: თვალები, თირკმელები და კიდურები.

 

loading...

davitiu

ვარ ფიზიკოსი

მსგავსი ამბები

Close
Close