საკითხავიუკატეგორიოუცნაური

ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს გასაოცარი სიმწვანე შუა პორტუ ალეგრიში, ბრაზილიის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში მდებარეობს. ნახევარკილომეტრიანი ქუჩის – რუა გონსალუ დე კარვალიოს ორივე მხარეს პალისანდრებია ჩამწკრივებული – დიდებული ხეები სქელი მწვანე ფოთლებით.

ხეები აქ ჯერ კიდევ შორეულ 30-იან წლებში დარგეს ქუჩასთან ახლოს მომუშავე გერმანელებმა. 80 წლის განმავლობაში ხეები იმდენად გაიზარდნენ, რომ სიმაღლით შვიდსართულიან შენობებსაც კი გაუთანაბრდნენ.

მოულოდნელად, 2005 წელს ხეების გაჩეხვა და ამ ქუჩაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს და აიძულეს ქალაქის მერი, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის ქუჩის ისტორიულ, კულტურულ და ბუნებრივ ძეგლად აღიარების შესახებ.

ამ კამპანიის წყალობით რუა გონსალუ დე კარვალიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო და პორტუ-ალეგრის დღესდღეისობით უამრავი ტურისტი სტუმრობს. 2008 წელს კი ერთმა პორტუგალიელმა ბიოლოგმა თავის სტატიაში რუა გონსალუ დე კარვალიოს “მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩის” სახელი უწოდა.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close