გართობაუცნაური

ყველაზე საშინელი მონსტრები მსოფლიო რელიგიებიდან

ca212503d011
ყველაზე საშინელი მონსტრები მსოფლიო რელიგიიდან.

პიშაჩა
ერთ-ერთი აღმოსავლური დემონებიდან. ეს არის ადამიანის თავისებური სული, რომელმაც სიცოცხლეში ჩაიდინა გარკვეული დანაშაული: ქურდობა, მკვლელობა, ძალადობა და ა.შ. პიშაჩას აღწერა საკმაოდ საზიზღრულია: ჰუმანოიდები წითელი თვალებით, შავი ტყავით და ამობურცული ვენებით. მათი საქმიანობა შემდეგნაირია: სულები დაბოდიალობენ სასაფლაოებზე, დამნაშავეების დასჯის ადგილებზე, ეძებენ უდანაშაულო გოგონებს. სწორედ, რომ პიშაჩებს მიაწერენ მოულოდნელ ორსულობას.

ჯინები
ისლამური მითოლოგია თანხმობს, რომ ჯინები ერთადერთი არსებები არიან ადამიანის გარდა, რომელთაც აქვთ თავისუფალი ნება. ჯინების ბინადრობის ადგილი არის პარალელური სამყაროები. ადამიანები მათ ვერ ხედავენ, მაგრამ ისინი არსებობენ. ისევე, როგორც ადამიანები, ჯინები იბადებიან, ქმნიან ოჯახებს, ხოლო სიკვდილის შემდეგ წარსდგებიან მოსამართლე ალაჰთან. ჯინებს შორის ყველაზე საშიშები არიან იფრიტები. ფრთიანი, უზარმაზარი, ძალიან ბოროტი ჯოჯოხეთური არსებები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ქვემოთ. ისინი ემსახურებიან იბლისს – სატანას ანალოგს.

ნეფილიმები
ბიბლიიდან ყველასათვის ცნობილი არის გოლიათი. ის იყო წარმოუდგენელი ზომების არსება. არსებობს ვერსია, რომ ის იყო გიგანტების რასის შთამომავალი, რომლებიც ცნობილები არიან სახელწოდებით ნეფილიმები ან ისპოლინები. მორწმუნე ხალხს აქვთ რამდენიმე ვერსია ნეფილიმების წარმოშობასთან დაკავშირებით. ერთნი დარწმუნებულები არიან, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ქალებისა და ცის ანგელოზების შვილები. სხვები თვლიან, რომ ნეფილიმები არიან კაენის შთამომავლები. როგორიც არ უნდა იყოს თეორია ეს არსებები არამხოლოდ უზარმაზარები, არამედ საკმაოდ სასტიკებიც იყვნენ.

ვეტალე
ამ მონსტრს სხვა აღმოსავლური მონსტრებისგან განსხვავებით არ აქვს საქმე ცოცხალ ადამიანებთან, ის უფრო მიცვალებულების სტუმარია. ვესალე უსახლდება მიცვალებულს, რის შემდეგაც მიცვალებული ვეღარ იხრწნება და ასე დახეტიალობს სამყაროში, ძალიან გავს ზომბის ამერიკული მითოლოგიიდან. ვეტალესა და ზომბს შორის განსხვავება არის ის, რომ ვეტალეს არ უწევს ტვინის ან სხეულის დაინფიცირება, ის უბრალოდ აწამებს ხალხს და ასევე აღიზიანებს სხეულებს, რადგან სხეულები მათზე არიან დამოკიდებულები.

დიბუკები
ეს სულები ეკუთვნიან აშკენაზურ ებრაულ ფოლკლორს. საიქიოში ასეთი სულები არ ბრუნდებიან. მათ ამ სამყაროში აკავებენ ჩადენილი დანაშაულებები. მათი მიზანი არის, რომ ჩაუსახლდეს ადამიანს, ცოდვილს და მოუწამლოს სიცოცხლე მას და მის გარშემო მყოფებს. მათი განდევნა შეუძლიათ სასულიერო პირებს. იმისათვის, რომ არ ჩაგისახლდეთ დიბუკები, უბრალოდ არ ჩაიდინოთ ცოდვები.

რაკშასები
ეს დემონები არიან ადამიანის მჭამელები დასავლური რელიგიიდან. რაკშასებს ბევრი შესაძლებლობა გააჩნიათ. მათ შეუძლიათ თავიანთი სურვილისამებრ მოირგონ ნებისმიერი იმიჯი, შეუძლიათ გახდნენ უზარმაზარები ან პირიქით – პატარები, შეუძლიათ გახდნენ ადამიანის ან ცხოველის მსგავსები, შეუძლიათ გახდნენ მახინჯები ან ლამაზმანები. მაგრამ მათი შემჩნევა შესაძლებელია ნებისმიერ იმიჯში, რადგან აქვთ უზარმაზარი კლანჭები და რაკშასები იკვებებიან ადამიანებით. ბუდიზმში უცნობია საიდან იღებენ დასაბამს ეს დემონები, მაგრამ არსებობენ იმისათვის, რომ ბუდისტებს შიშის თავზარი დაატეხონ თავს.

მსგავსი ამბები

Back to top button