TECH & მეცნიერებაგართობა

10 ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია

image

დამეთანხმებით იმაში, რომ დღე არ გავა ისე, “სუპერ მარკეტს” არ ვესტუმროდ სახლის საყიდლებისთვისა თუ სასურველი პროდუქციის ან სასუსნავის შესაძენად. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთმა კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც გამოვლინდა ყველაზე წარმატებული მარკეტინგის 10 სახე, რომლებიც ყველაზე ბრენდულ პროდუქციად მიიჩნიეს რეალიზაციის თვალსაზრისით. აი ისინიც:

1.Chupa Chups. თითქმის ყველა მშობლის მტერი, თუმცაღა ყველა პატარას საყვარელი კანფეტი. თავდაპირველად ასეთი კანფეტები იყო ჩხირის გარეშე და ბავშვების დასვრის ალბათობა რაღა თქმა უნდა გაცილებით დიდი იყო. კონცეფცია ასეთი სახით Chupa Chups-ის გამოცემის კი აზრად მოსვლია Enrique Bernat-ს, დიზაინი და ლოგო კი შეიმუშავა თვით Salvador Dali-მ. ასეთმა ექსპერიმენტმა
ძალიან მალე გაამართლა და ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში.

image

2. Red Bull. მატონიზირებელი და სტიმულანტი სითხე დღეს ერთ-ერთი პოპულარული ბრენდული კოქტეილია.

image

3. IKEA. თავდაპირველად ეს ავეჯის სახლი მხოლოდ ა.შ.შ-ში იყო პოპულარული, ამერიკელებს დიზაინი მოწონდათ, თუმცა ავეჯის გაბარიტები მათი სახლის პროპორციებში ვერ იჯდა. სწორედ გაბარიტებზე მოუხდა “სახლს” მუშაობა, რამაც ნაყოფი გამოიღო და ის ერთ-ერთი აღიარებული ავეჯის სახლია დღეს მსოფლიოში.

image

4. Camel. თავდაპირველად ეს თამბაქო ამერიკაში გაჩნდა. მისმა მწარმოებელმა ერთ-ერთმა თამბაქოს კომპანიამ გააცნობიერა, რომ აქლემი სწორედ ის სარეკლამო-სახასიათო ფიგურაა, რომელიც არსებით გავლენას იქონიებდა რეალიზაციაზე და მის გამოშვებამდე კომპანიამ აი ასეთი ინტრიგა “დახლართა”- პირველ დღეს ამერიკის 90 ქალაქში გაუშვა რეკლამა “ხვალ იმაზე მეტი აქლემი გამოჩნდება ჩვენს ქალაქებში, ვიდრე აფრიკასა და აზიაშია”. დაინტრიგებული მოსახლეობა მეორე დღისათვის ელოდა ნამდვილ აქლემებს, თუმცა გაისმა მეორე დღეს განცხადება: “სიგარეტი Camel-ი აქ არის უკვე!”. სარეკლამო აქცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და თითქმის თამბაქოს ყველა მომხმარებელი სწორედ რომ Camel-ს ყიდულობდა.

image

5. AlkaSeltzer. როგორ აიძულებენ მომხმარებელს გამოიყენოს ესა თუ ის პროდუქცია 2-ჯერ ზედიზედ: 1960 წელს, თავდაპირველად გამოჩნდა “პახმელიის საწინააღმდეგო” აბები, რომელთაც ორის ერთად მოხმარება იყო რეკომენდირებული და გაყიდვებმაც 2-ჯერ იმატა. ანალოგიური მეთოდით გვინმარტავენ რეკლამებში, რომ თქვენთვის სასურველი ესა თუ ის შამპუნიც თავის დაბანის დროს 2-ჯერ დასხმით გამოიყენოთ. ასევე საღეჭი რეზინის 2 ბალიშის ერთდროულად დაღეჭვის მეთოდი.

image

6. Pepsi. შეიძლება ითქვას, რომ საერთო ბაზარზე “პეპსის” რეალიზაცია უფრო ხდება, ვიდრე “კოკა-კოლის”. ჯერ ისევ უძველესი დროიდან, როდესაც კოკა-კოლას ჰქონდა რეალიზაციაში 170 მლ-ნი ბოთლით სასმელი სითხე, “პეპსი” ახდენდა უკვე 340 მლ-ნი სითხის რეალიზაციას. 1936 წლიდან “პეპსის” კომპანიამ ამის გამო რეალიზაცია და მოგება კიდევ გააორმაგა. ახლაც კი “კოკა-კოლას” პლასტიკური ბოთლი 0, 5 მლ-ნია, მაშინ როცა “პეპსის” ანალოგი აქვს 0, 66 მლ-ნი.

image

7. Absolut Vodka. მისი წარმოება 1978 წლიდან დაიწყო და მართლაც განსხვავდებოდა სისუფთავითა და სხვა სტანდარტებით დანარჩენი სერიოზული სასმელებისგან.

image

8. Snickers. შეუდარებელი ტკბილელული, რომელსაც ყველა ასაკის მოყვარული ჰყავს და ერთდროულად სრული დანაყრების ეფექტი გააჩნია. დღემდე ფართოდ გაყიდვადი და უცვლელი ტკბილეულია
Snickers-ი.

image

 

9.Tefal. კომპანია ძალიან იყო დარწმუნებული, რომ მათი გეგმა გაამართლებდა, როდესაც საერთო ბაზარზე ისეთ ქვაბებსა და ტაფებს გამოუშვებდა, რომელთა ზედაპირი- ნივთიერება “ტეფლონით” იქნებოდა დაფარული, რაც ხელს უწყობდა დიასახლისს ნაკლებ ზეთიანი ან საერთოდ უცხიმოდ მოემზადებინა სადილი და თან ასეთი ქვაბის და ტაფის გარეცხვაც გაცილებით იოლია, ვინაიდან საჭმლის ნაწილები მას არ ეკვრის. ექსპერიმენტმა ძალიან მალე გაამართლა და გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.

image

10. Mallboro. წარმოადგენს თამბაქოთა შორის პირველ თამბაქოს, რომლის კოლოფიც დასაკეც თავიანია და ამით უფრო მოსახერხებელს ხდის ჯიბით ტარებას, ვინაიდან თამბაქოს გაფუჭების და ან ჯიბეში “ჩაბნევის” ალბათობა თითქმის ნულია. ამიტომ ასეთმა დიზაინმა გაყიდვებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button