არქივი

როგორ ვებრძოლოთ ძილს?

0716bd6354ff
მთელი ცხოვრება ბრძოლაა. ადამიანები ებრძვიან უარყოფით ჩვევებს. ასეთ ბრძოლას თავისებური მიდგომა უნდა, მაგრამ ძილთან ბრძოლა საკმაოდ მარტივია. საჭიროა მხოლოდ თქვენი მონდომება, თუკი პოსტში დაწერილ წესებს მიჰყვებით მაშინ თქვენ ძილი ვეღარ მოგერევათ.

0716bd6354ff

როგორ ვებრძოლოთ ძილს დღისით?
არის ისეთი ღამეები, როდესაც ვერ იძინებთ, მაშინ დღისით რა უნდა ვქნათ, რომ არ ჩაგვეძინოს? არსებობოს რამდენიმე ვარიანტი დღისით ძილთან ბრძოლის წინააღმდეგ: ბრძოლა დაიწყეთ მაგარი ჩაის ერთი ფინჯანით, მაგრამ შეიძლება ორის დალევაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ლიმონის ნაჭრის ჩაგდება. სასმელს არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ პიტნა, რადგან პიტნა ცნობილია თავისი დამაწყნარებელი თვისებებით, ამან შესაძლოა, რომ დაძინება უფრო მოგანდომოთ. ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ გადაივლოთ ცივი შხაპი, ხოლო მესამე ვარიანტი არის, რომ მინერალური წყალი, ლიმონის ნაჭერი და სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიოთ და დალიოთ სასმელი.

როგორ ვებრძოლოთ ძილს საჭესთან?
თუკი არის შესაძლებლობა, მაშინ არ შეებრძოლოთ ძილს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ძილთან ბრძოლამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი და თქვენი მგზავრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. როდესაც ხვდებით, რომ თვალები გეხუჭებათ, უბრალოდ გააჩერეთ სასტუმროსთან ახლოს და დაისვენეთ. უკიდურეს შემთხვევაში უბრალოდ მანქანა გადააყენეთ და დაიძინეთ 3-4 საათი მაინც. თუკი თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას და დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში, მაშინ უბრალოდ არ დაიძინოთ, ყოველშემთხვევაში როდესაც დიდიხანია გზაში ხართ ყოველ ორ საათში გაჩერდით და დაივენეთ. გაჩერების დროს დატოვეთ ავტომობილის სალონი და გაავარჯიშეთ ფეხები.

როგორ ვებრძოლოთ ძილს ღამით?
ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ღამით დაძინება რთულია, ამ შემთხვევაში არის რეცეპტები: დალიეთ მაგარი ყავის ერთი ფინჯანი. თავი შეიკავეთ ძილისთვის კომფორტულ პოზაში წოლისგან. დაკავდით რაიმეთი: გაესაუბრეთ გარშემო მყოფებს, ილაპარაკეთ ტელეფონზე ან დაკავდით რაიმე მიმზიდველი თამაშით. თუკი არის შესაძლებლობა უყურეთ ფილმს, მაგრამ მოსაწყენს არა!

როგორ ვებრძოლოთ ძილს სამუშაოზე?
იმისათვის, რომ ასეთი სიტუაციები არ შეიქმნას საჭიროა, რომ დღის სწორ რეჟიმს მივყვეთ. ძილს დაუთმეთ არანაკლებ შვიდი საათი. თუკი არის შესაძლებლობა, მაშინ პერიოდულად მოიწყვეთ შესვენებები სამუშაოზე და ძილს დაუთმეთ ოცი წუთი. ამ დროის განმავლობაში თქვენი ძალები აღდგება, აღგიდგებათ ენერგია, რომ იმუშაოთ. დალიეთ მაგარი ყავა. შესაძლებელია, ასევე იმის ლაპარაკი რასაც აკეთებთ. დაიბანეთ ცივი წყლით.

მსგავსი ამბები

Back to top button