გართობაკულტურაუცნაური

ყველაზე ძვირადღირებული საიტი იყიდება

6aaf5efce68a

ცნობილი საიტი www.cars.com იყიდება.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტი ინტერნეტ სივრცეში, რომელიც განკუთვნილია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის, იყიდება არც თუ ისე იაფად – მისი ფასი 3 მილიარდი ამერიკული დოლარია. ლაპარაკია საიტზე www.cars.com, რომელიც ამჟამად კომპანია Classified Ventures-ის საკუთრებაა. ამ კომპანიის წილები კი ეკუთვნის ისეთ ცნობილ მედია გამომცემლობებს, როგორებიცაა Los Angeles Times, Miami Herald და Dallas Morning Star.

The Wall Street Journal-ის ცნობით, საიტის შესყიდვით უკვე დაინტერესებულები არიან ინვესტორები, მათ შორის კერძო საინვესტიციო კომპანიები.

43d89e07b3b7

რაც შეეხება თვითონ საიტს, იგი საკმაოდ მომგებიანია, რამდენადაც საიტის ყოველწლიური მოგება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ყოველთვიურად მისი მომსახურებით 11 მილიონი ადამიანი სარგებლობს (ლაპარაკია კლიენტებზე, რომლებიც საიტის მეშვეობით ყიდულობენ მანქანებს და არა უბრალოდ ვიზიტორებზე).

Cars.com ჯერ კიდევ 1998 წელს დაფუძნდა და კლიენტებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ შეადარონ ავტომანქანების ფასები, ასევე განიხილონ ფორუმზე სხვადასხვა დილერების მომსახურება. მოკლედ, თუ საიტი გაიყიდება, შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად ჩაითვალოს.

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button