გართობა

უძველესი ადამიანი. პირველყოფილი საზოგადოება

53873d18c62d
ამ პოსტში დავიწყებ 11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოთი(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2012წ) და წიგნის მიხედვით მოგიყვებით ისტორიებს. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ.

თეორიები ადამიანის წარმოშობის შესახებ(კრეაციული და ევოლუციური)

ადამიანს ყველა რელიგია ღმერთის ქმნილებად მიიჩნევს. ძველ სამყაროს მრავალ რელიგიაში ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის დამხმარედ და მსახურად. “ძველი აღთქმა” და ის მსოფლიო რელიგიები, რომლებიც მას ეფუძნებიან, ადამიანს ღმერთის ხატად, მსგავსად მიიჩნევენ.
“ძველი აღთქმისეული” სამყაროსა და ადამიანის შექმნის ამბავი ჯერ კიდევ ძველი დროის მეცნიერთა დისკუსიის საგნად იქცა. ცხადია, ყველა დროში არსებობდნენ ტექსტის სიტყვასიტყვით გაგების მომხრეები. ახ.წ. I საუკუნის მოღვაწემ, ფილონ ალექსანდრიელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ “ბიბლიის” ზოგი პასაჟი ამგვარად ესმის იმ მკითხველს, ვისაც უჭირს უფრო ღრმა არსის წვდომა. მაგალითად მას მოჰყავს მოსეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ თხრობა გასაგები და მოწესრიგებული ყოფილიყო, ხოლო რეალურად ეს აღნიშნავდა შესაქმის ერთდროულად და ყოვლისმომცველ აქტს.
493d5e35c61a
აქედან მოყოლებული, საეკლესიო მოღვაწეებში არ არის ერთსულოვნება შესაქმის ინტერპრეტაციისას. მართალია, ისინი აღიარებენ სამყაროსა და ადამიანის შექმნას ღმერთის მიერ, მაგრამ ღვთაებრივი შემოქმედების თანმიმდევრობას და ექვს დღეზე განაწილებას მრავალი მათგანი, მაგალითად ორიგენე, და ბასილი დიდი, ერთგვარ ალეგორიად მიიჩნევდა. ამ პასაჟის სიტყვასიტყვითი გაგების მომხრეთა შორის იყვნენ, მაგალითად, რეფორმაციის მამები-მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი.
df78176e0a90
ახალი დროის გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, აგრეთვე ცოდნამ, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა სფეროში დაგროვდა, ამ თემებზე დისკუსიას ახალი სული შთაბერა. თუმცა თითქმის საყოველთაოდ იყო გაზიარებული მოსაზრება, რომ ღმერთმა სათითაოდ შექმნა ცოცხალ არსებათა თითოეული სახეობა. 1605 წელს ფრენსის ბეკონმა გამოთქვა აზრი, რომ ღმერთის ქმნილებები ბუნებაში გვასწავლის “ბიბლიაში” ღმერთის სიტყვის გაგებას, რაც განმსაზღვრელ მეთოდად იქცა მის თანამედროვე მეცნიერებაში. მეცნიერები ბუნებასა თუ წარსულის ნაშთებში ეძებდნენ “ბიბლიაში” აღწერილ მოვლენათა, პირველ რიგში, წარღვნისა და ნოეს კიდობანის დადასტურებას.
XIX საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება იდეები სახეობათა ცვლილების შესახებ. ჩარლზ დარვინმა ჩამოაყალიბა თავისი თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. მის პუვლიკაციებს 30-იან და 40-იან წლებში დიდი გამოხმაურება, მაგრამ ამასთანავე სამეცნიერო წრეების კრიტიკა მოჰყვა. 1859 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი “სახეობათა წარმოშობის შესახებ”, სადაც საკმაოდ დიდი მასალა და არგუმენტაცია ჰქონდა მოტანილი სახეობათა ბუნებრივი გადარჩევის, ევოლუციური გზით წარმოშობის დასადასტურებლად. ნაშრომმა მნიშვნელოვანი ძვრა გამოიწვია საზოგადოებრივ აზრში და საფუძველი ჩაუყარა ჭიდილს ევოლუციურ და კრეაციულ თეორიებს შორის.
უხეშად რომ ითქვას, დავა დაიყვანება კითხვამდე: “ადამიანი შექმნა ღმერთმა, თუ იგი წარმოიქმნა მაიმუნისაგან, თავისით, მეტ-ნაკლებად შემთხვევითი მიზეზით გამოწვეული ცვლილებების შედეგად?”
დღემდე არსებობს ორივე უკიდურესი პოზიციის მიმდევრები. მაგრამ უკვე XIX საუკუნის II ნახევარში მეცნიერები დაფიქრდნენ მათ ერთგვარ მორიგებაზე. ევიკუციონისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღვთაებრივ ნებას შეიძლებოდა მიეცა ბიძგი იმ პროცესებისათვის, რაც სამყაროში განვითარდა და რის აღწერაც მეცნიერებამ მოახერხა, მათ შორის, ადამიანის წარმოშობისთვისაც. მათთვის ეს რჩება რწმენის საკითხად, რადგანაც ვერ გაიზომება მეცნიერისათვის ხელმისაწვდომი საშუალებებით. საერთოდ, ის დაპირისპირება, ერთი მხრივ, რაციონალურ აზროვნებას, მეცნიერებასა და მეორე მხრივ რელიგიას ეკლესიას შორის, რომელიც XVIII-XIX საუკუნეებში არსებობდა და ევროპაში რევოლუციური ხანის ათეიზმის ერთ-ერთი მასაზრდოებელი გახდა, დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოში დაძლეულია და რწმენა და აზროვნება არამჩთუ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ერთგვარად ავსებენ კიდეც, როგორც ეს, მაგალითად, თუნდაც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ოყო.
თანამედროვე სამყაროში ამ თეორიათა მიღება-გაზიარება არათანაბრადაა გადანაწილებული. ყველაზე მეტი მომხრე ევოლუციონისტებს – სხვადასხვა გამოკითხვით, მოსახლეობის 70-80% დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰყავს.
აშშ დიდი ხნის მანძილზე იყო ამ თეორიებს შორის მძაფრი ბრძოლის არენა, პირველ რიგში, სკოლაში მათი სწავლების გამო, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ძალზე გახმაურდა ე.წ. “მაიმუნის პროცესი”, რომელზეც სასამართლო არკვევდა, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება. არცთუ შორეულ წარსულში აგრეთვე სასამართლოს განხილვის საგანი გახდა სხვადასხვა კრაციონისტული მოძღვრების მეცნიერულობა და შესაბამისად, მისი სკოლაში სწავლების უფლება.

Back to top button