არქივი

2013 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი, რომლებსაც კარიერა დასრულებული აქვთ

0cd4bc4915e3
სპორტსმენების პროფესიონალური სიცოცხლე ხანმოკლეა. როდესაც ისინი გადიან “პენსიაზე”, ცნობილი ათლეტები ქრებიან საზოგადოების ყურადღების ორბიტიდან და როგორც წესია შემოსავლების წყაროებს კარგავენ, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. Forbes-ის რეიტინგში არიან 10 სპორტსმენები, რომლებმაც მოახერხეს სორტული კარიერიდან მიღებული ფულის კონვერტირება ბიზნეს-პროექტად. სია სულ ცოტახნისწინ შეადგინა ჟურნალმა Forbes.
0cd4bc4915e3
მაიკლ ჯორდანი
შემოსავალი 2013 წელს: 90 მილიონი დოლარი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2003 წელი
ასაკი: 51 წელი

წარმოუდგენლად მაღალი შემოსავლები ჰქონდა ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს – პირველ რიგში, ჯორდანის ასეთი მაღალი შემოსავლების მიზეზი არის ბოტასების პოპულარული ხაზი და სპორტული ტანსაცმელი Nike – Jordan Brand. ბრენდის შემოსავლები წელწადში არის $2 მილიარდი და ჯორდანი იღებს ამ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. მყიდველის მიერ ნაყიდი თითოეული ბოტასით, შორტით და ბევრი სხვა Jordan Brand-ის ნივთით ივსება მაიკლ ჯორდანის საბანკო ანგარიში. ასევე ჯორდანს აქვს კონტრაქტები კომპანიებთან Gatorade, Hanes, Upper Deck და Five Star Fragrances. ცოტახნისწინ მისი სპონსორების სიას დაემატნენ 2K Sports და Novant Health. ყოფილ ვარსკვლავს ეკუთვნის კლუბ Charlotte Bobcats-ის აქციების 80%, რომელმაც ჯორდანს გასულ წელს პირველად მოუტანა შემოსავლები ხუთწლიანი ჩავარდნის შემდეგ.
3d1635174d02
არნოლდ პალმერი
შემოსავალი 2013 წელს: $40 მილიონი
სპორტის სახეობა: გოლფი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2006 წელი
ასაკი: 84 წელი

ლეგენდარულმა გოლფისტმა 62 მოგებებიდან თავისი უკანასკნელი გამარჯვება მოიპოვა ჯერ ჯერ კიდევ 1973 წელს, მაგრამ მაღალი ფინანსური შემოსავლების პიკს მან მიაღწია 40 წლის შემდეგ – 2013 წელს. სასმელების ხაზის – Arnold Palmer-ის ბიზნეს-მოცულობა შეადგენს $200 მილიონს. პალმერის სახელი არის აზიური ქვეყნების ბაზარის ცოცხალი ბრენდი. ვეტერანის მაღაზიების ქსელების რაოდენობა რეგიონში დაახლოებით შეადგენს 400 მაღაზიას და მაღაზიები ვაჭრობენ ტანსაცმელებით და ტყავის საქონლით.
bb616e9a416a
დევიდ ბექჰემი
შემოსავალი 2013 წელს: $37 მილიონი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
კარიერის დასრულების თარიღი: 2013 წელი
ასაკი: 38 წელი

სარეკლამო კომპანიების მიერ ყველაზე მოთხოვნადმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა გასულ წელს. ბექჰემის კარიერა მომდევნო ათი წელი არის უკვე დაგეგმილი. მას აქვს მრავალწლიანი სარეკლამო კონტრაქტები Coty-სთან და H&M-თან. ბოლო წლებში ექს-სპორტსმენი ძლიერ მოთხოვნადი გახდა აზიაში: მასთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს Sands-მა და China Auto Rental-მა, ასევე ყოფილი ფეხბურთელი გახდა ჩინური სუპერლიგის საპატიო ელჩი. ბექჰემი ასევე დაკავებულია საკუთარი ბიზნეს-პროექტებით. მისი გეგმა არის, რომ შექმნას პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი მაიამიში. თვითონ ბექჰემი აპირებს, რომ ამაში ჩადოს $25 მილიონი, ხოლო $75 მილიონი კი ინვესტორების იმედი აქვს.
1a0af14efdf7
ჯეკ ნიკლაუსი
შემოსავალი 2013 წელს: $30 მილიონი
სპორტის სახეობა: გოლფი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2005 წელი
ასაკიL 74 წელი

Majors-ის 18-გზის გამარჯვებულმა ნიკლაუსმა ერ კიდევ 45 წლის ასაკში შექმნა საკუთარი საარქიტექტურო ბიურო Nicklaus Design. მას შემდეგ კომპანიამ დააპროექტა დაახლოებით 400 შენობა 36 სხვადასხვა ქვეყანაში. Nicklaus Design-ის პორტფოლიოში დღეს არის 55 პროექტი, ბევრი მათგანი არის აზიაში.
a1147536cace
მეჯიქ ჯონსონი
შემოსავალი 2013 წელს: $22 მილიონი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 1996 წელი
ასაკი: 54 წელი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონმა 2010 წელს გამოიმუშავა $100 მილიონით მეტი Starbucks-ის და Los Angeles Lakers-ის წილების გაყიდვით. დღეს ლეგენდარული კალათბურთელი ფულს შოულობს Los Angeles Dodgers-ით და ქალების Los Angeles Sparks-ის წილებით. ჯონსონის ბიზნეს-იმპერია შეიცავს სადაზღვევო, სამედიცინო კომპანიების და რითეილერების აქციების პაკეტებს.
682a97827b64
შაკილ ო’ნილი
შემოსავალი 2013 წელს: $20 მილიონი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2011 წელი
ასაკი: 41 წელი

NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, შაკილ ო’ნილი ატარებს შესანიშნავს კომპანიას სოციალურ მედიაში. მისი ტვიტერი გამოწერილი აქვს 8 მილიონ ადამიანს, ამერიკელი სპორტსმენებიდან ამ მაჩვენებლით ის არის მეორე ლებრონ ჯეიმსის შემდეგ. შაკის მუდმივი სარეკლამო პარტნიორები არიან – ფარმკომპანია IcyHot-ი, ავტომწარმოებელი Buick და ყურსასმენების მწარმოებელი Monster-ი. ასევე ის თანამშრომლობს Macy-სთან, საიუველირო კომპანია Zales-თან და სასმელების მწარმოებელთან AriZona Beverage Co. გასული წლის ივნისში AriZona Beverage Co.-მ გაყიდვაში ჩაუშვა Shaq Soda, რაც გამოდგა კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი სასმელი. შაკმა ფეხსაცმელების ბიუჯეტური ხაზის – Shaq/Dunkman-ის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაყიდულია მსოფლიოში.
43bc48052cae
გარი პლეიერი
შემოსავალი 2013 წელს: $19 მილიონი
სპორტის სახეობა: გოლფი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2009 წელი
ასაკი: 78 წელი

პლეიერი შედის “გოლფისტების დიდ სამეულში”, ის გავიდა პენსიაზე ყველაზე გვიან. თავისი უკანასკნელი თამაში პლეიერმა ითამაშა 2009 წლის 18 აგვისტოს. გოლფისტი ძველებურად კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ამისი დემონსტრირებისაც არ სცხვენია – გასულ წელს მან შიშველმა იპოზიორა პროექტ Body Issue-ში ჟურნალ ESPN-ისთვის. გოლფისტის კორპორატიული სპონსორები არიან: Callaway, Rolex და SAP.
088c4e35ca47
უეინ გრეცკი
შემოსავლები 2013 წელი: $17 მილიონი
სპორტის სახეობა: ჰოკეი
ქვეყანა: კანადა
კარიერის დასრულების თარიღი: 1999 წელი
ასაკი: 53 წელი

დიდი გრეცკი ჯერ კიდევ რჩება სამარკეტინგო ვარსკვლავათ, განსაკუთრებით კი კანადაში. მისი მუდმივი სარეკლამო პარტნიორები არიან საბანკო ჯგუფი TD, Samsung, საათები Breitling და ჩაი Bigelow. ამ სიას გასულ წელს დაემატნენ Fairfax Capital და Upper Deck. გრეცკის ღვინის ბიზნესიც კარგად ვითარდება, მიმდინარე წელს ის სავარაუოდოდ გაყიდის ღვინის 65 000 ყუთს.
8a4c44af54a7
გრეგ ნორმანი
შემოსავალი 2013 წელს: $16 მილიონი
სპორტის სახეობა: გოლფი
ქვეყანა: აშშ
კარიერის დასრულების თარიღი: 2012 წელი
ასაკი: 59 წელი

ნორმანმა გოლფის შეჯიბრებებში მონაწილეობა შეწყვიტა 2012 წელს, მაგრამ ყოველწლიურად ეწვევა Franklin Templeton Shootout-ის ტურნირს. გოლფისტმა ზედმეტსახელით ზვიგენმა მთელ მსოფლიოში მოიგო 91 პროფესიონალური ტურნირი, მათ შორისაა 20 PGA TOUR-ი აშშ-ში. ახლა მისი ბიზნესში შედის ღვინის, ტანსაცმელების, სათვალეების წარმოება, ასევე აქტივების მართვა და ა.შ. Greg Norman Estates გაყიდვები ყოველწლიურად შეადგენენ 175 000 ყუთს. მისი სარეკლამო პარტნიორების სიაში შედიან Johnnie Walker, Omega, Sandals, Dow, Cobra Golf, Pacific Links და Club Car.
37784372aa32
პელე
შემოსავალი 2013 წელს: $15 მილიონი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ქვეყანა: ბრაზილია
კარიერის დასრულების თარიღი: 1977 წელი
ასაკი: 73 წელი

პელე ამჟამად ძლიერ მოთხოვნადია თავის ქვეყანაში, ეს კი დაკავშირებულია იმასთან, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდნენ ბრაზილიაში. მიუხედავად იმისა, რომ პელე ფეხბურთიდან წავიდა 40 წლის წინ, ამ წელს ის აღიარეს ყველაზე გავლენიან ცნობილ სახედ ბრაზილიაში. მისი სარეკლამო პარტნიორების სიაში შედიან: Procter & Gamble, Santander, Vivo, Volkswagen, Hublot, Carrefour, Subway და Emirates airline. მან ასევე მონაწილეობა მიიღო კომპანია Imagine Entertainment-ის ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც გამოვა 2014 წელს.

მსგავსი ამბები

Back to top button