ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Stadio della Roma – საფეხბურთო კოლიზეუმი რომში


Stadio della Roma – საფეხბურთო კოლიზეუმი რომში.

საფეხბურთო კლუბები “რომა” და “ლაციო” დიდი ხანია, რაც იყოფენ ოლიმპიურ სტადიონს რომში, მაგრამ როგორც ჩანს რამდენიმე წელში ისინი მეზობლობას შეწყვეტენ – რომამ განაცხადა, რომ იწყებს საკუთარი სტადიონის მშენებლობას Stadio della Roma, რომლის ფორმაც ძალიან გავს ლეგენდარულ კოლიზეუმს.

2016-2017 მოხდება ის, რაზეც უკვე “რომას” მილიონობით ფანი იცნებობს. გუნდი გადავა საკუთარ Stadio della Roma-ზე, ხოლო ტრიბუნებზე დაეტევა 52 ათასი მაყურებელი.

ეს იქნება სუფთა საფეხბურთო არენა ტრიბუნებით. ასეთი კონსტრუქცია თითოეულ მაყურებელს საშუალებას მისცემს, რომ თამაშს უყუროს თავისუფლად, მიუხედავად იმისა თუ სად ზის მაყურებელი.

Stadio della Roma ჩაფიქრებული არის როგორც მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც იმუშავებს წელწადში 365 დღე. პირველად ევროპაში სტადიონის გარე ადგილი გამოყენებული იქნება ყოველდღიური რეჟიმისთვის – არენის გარშემო იქნება ბიზნეს-პარკი დიდი რაოდენობით სავაჭრო და საოფისე ფართებით, ხოლო კონცერტებისა და მასიური ღონისძიებების დროს სტადიონზე შესაძლებელია დაეტიოს 60 ათასი ადამიანი.

არქიტექტორებმა საერთაშორისო კომპანია Woods Bagot-იდან მუშაობენ პროექტ Stadio della Roma-ზე, ისინი უწოდებენ საკუთარ ქმნილებას ყველაე რთულ და ტექნიკურ სტადიონს ევროპაში. მისი კონსტრუქცია იქნება ბეტონის ლენტის მსგავსი, გარე კდელების გასალამაზებლათ გამოყენებული იქნება მინა და პლასტიკატი, რაც არენას ვიზუალურად შესძენს “ჰაეროვნებას”.

ამასთან ერთად არქიტექტორები Stadio della Roma-ს ადარებენ კოლიზეუმს. არქიტექტორები აღიარებენ, რომ სწორედ ეს ლეგენდარული რომაული არენა გახდა ახალი სტადიონის კონცეფცია.

ვარაუდობენ, რომ Stadio della Roma-ს მშენებლობას დასჭირდება სამ წელზე მეტი, ხოლო მშენებლობის ღირებულება იქნება 350 მილიონი ევრო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close