სასარგებლოსურათებიუცნაური

ქალაქი, სადაც გარე რეკლამა აკრძალეს


სან-პაულო მთელ პლანეტაზე ყველაზე სუფთა ქალაქია. სუფთა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში არცერთი რეკლამა არაა.

ურეკლამო ქალაქის ისტორია 2006 წელს იწყება, როდესაც მერმაკანონპროექტი “სუფთა ქალაქი” დაამტკიცა. ზუსტად 15 000 სარეკლამო ბანერი და პოსტერი გაქრა, რაც ქალაქს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

სარეკლამო კომპანიები, რომლებიც სან-პაულოში მუშაობდნენ 133 მილიონი დოლარი დაკარგეს, 20 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ქალაქმა რეკლამაზე უარი თქვა.

“თანამედროვე ქუჩა რეკლამის გარეშე ერთი დიდი ბეტონის ჯუნგლებია” ამ შინაარსის სიტყვით გამოდიოდნენ რეკლამის დამცველები და მოითხოვდნენ კანონის შეცვლას. მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, კანონი არა მხოლოდ სან-პაულოში, არამედ უკვე მსოფლიოს 160 ქალაქში მოქმედებს.











თეგები

Enigma

What ??

მსგავსი ამბები

Close
Close