გასართობისაკითხავიუცნაური

რატომ ამთქნარებენ ადამიანები?!

ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიპოთეზების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა მეცნიერები ჯერ-ჯერობით მაინც ვერ თანხმდებიან, თუ რომელი ჰიპოთეზაა ჭეშმარიტი.

ხალხში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც დამთქნარება გვეხმარება მივაწოდოთ ფილტვებს დიდი რაოდენობით ჰაერი, გავზარდოთ სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე და სისხლში ჟანგბადის რაოდენობა. ეს ფიზიოლოგიური ცვლილებები კი ადამიანის გონებას აფხიზლებს, თუნდაც როდესაც მოწყენილი ხართ, ან ახალგაღვიძებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰიპოთეზა კარგად გამოიყურება, ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მთქნარება სულაც არ იწვევს ზემოთ ნახსენებ მოვლენებს (გულის ცემის სიხშირის, წნევის, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდას და ა.შ.).

2010 წლის კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “Neuroscience”-ში, გვიჩვენებს, რომ მთქნარება ზრდის ტვინის აქტივობას და უფრო ფხიზელს ხდის მას.

არსებობს ერთი იდეა, რომელმაც უკანასკნელ წლებში მეცნიერების ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს იდეა მოიცავს “გადახურების ჰიპოთეზას”. ანუ ამ ჰიპოთეზის თანახმად, მთქნარება ტვინს გადახურებისგან იცავს, აგრილებს. 2007 წელს საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. ადამიანები დასვეს ტელევიზორთან და აყურებინეს, თუ როგორ ამთქნარებენ სხვა ადამიანები. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ნაწილს თავზე ცივი საგანი ჰქონდა მიდებული, ხოლო ნაწილს – ცხელი. ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენეს, რომ ცივი საგნის მიდებამ შეამცირა დამთქნარების სიხშირე, ხოლო ცხელი საგნის მიდებამ პირიქით.

ამ ჰიპოთეზას ამყარებს თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტიც, რომლის თანახმადაც, ისინი ამთქნარებენ მაშინ, როდესაც მათი ტვინის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია. ასევე ადამიანები უფრო ხშირად ამთქნარებენ, როდესაც ჰაერი ცივია. ეს შეიძლება ალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერების თქმით, რაც უფრო ცივია ჰაერი, მით უფრო კარგად გრილდება ტვინი მთქნარების დროს.

  • რატომ არის მთქნარება “გადამდები”?

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთქნარების გადადება უბრალო მიმბაძველობა და ემპათიაა. და ეს არ ხდება მხოლოდა ადამიენბს შორის, ძაღლსაც შეიძლება ადამიანისაგან მთქნარება “გადაედოს”. მიმბაძველობა და ემპათია ხდება სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად ადამიანებს ხშირად ეღიმებათ, როდესაც სხვები იღიმიან და ა.შ.

კვლევები გვიმტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებიც ემპათიის მაღალი დონით გამოირჩევიან, უფრო ხშირად ამთქნარებენ, ხოლო აუტიზმით დაავადებული ადამიანები საერთოდ ვერ განიცდიან “გადამდებ” მთქნარებას. ასევე საინტერესოა, რომ რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან გენეტიკურად ან ერთმანეთის რაც უფრო კარგად გესმით (ემოციურად თანაუგრძნობთ), მით უფრო “გადაგედებათ” ერთმანეთში მთქნარება.

თქვენ შეიძლება დაამთქნარეთ ამ სტატიის სათაურის წაკითხვისას, ან თუნდაც სურათის ნახვისას. თუკი არა, მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს, ვნახოთ რამდენი ხანი გაუძლებთ და არ დაამთქნარებთ:

ასევე იხილეთ სახალისო ვიდეო მთქნარების “გადადებაზე”:

თეგები

JusT1ce

empty
Close
Close