უცნაური

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი საქართველოში

05f145b8c22e

გომბორის ინციდენტი
ვაგრძელებ “ისტორიული” სტატიების გამოქვეყნებას. ასეთმა სტატიებმა 90-იან წლებში საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ სტატიაში მოყვანილი ბევრი “ფაქტი” სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქედზე არის ავტომობილის გზაც და მეცხვარეების ფერმებიც. ასე რომ ადამიანური ფაქტორი არ გამოირიცხება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში უცხოპლანეტელების აქტიურობას ქონდა ადგილი საგარეჯოს რაიონში.

1988 წლის 24 მაისს გვიან ღამით საგარეჯოს რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 5-6 კილომეტრის მანძილზე, ცივ გომბორის მთაზე, კისისხევისა და თოხლიაურის ხევის მიდამოებში დაახლოებით 2 კილომეტრ სიგრძეზე და 100-150 მეტრ სიგანეზე სწორხაზოვნად(!), მთლიანად განადგურდა შერეული ტყის მასივი!..

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბადოების გეოლოგიისა და ძიების კათედრის გამგის, პროფესორ შოთა ჯავახიშვილის რამოდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებულ მოსაზრება:

“პირველი – ცივის მთის წყალგამყოფის უბანზე, რომელიც მოიცავს თოხლიაურის ხევის და კისისხევის სათავეების ზოლს, სადაც დაახლოებით 2 კილომეტრ სიგრძეზე და 100-150 მეტრ სიგანეზე განადგურებულია ტყის მასივი, არ შეიმჩნევა რაიმე გეოლოგიური მოვლენა, რომელსაც შეიძლება მიეწეროს ტყის განადგურება.

მიწის ზედაპირი არსად აშლილი არაა, ამ უბანზე მეწყერები არ შეიმჩნევა, სრულად გამორიცხულია ზვავები და ღვარცოფები.
მეორე – როგორც სხვა სპეციალისტები გამოთქვამენ მოსაზრებას, ეს უნდა იყოს გამოწვეული ქარის მოქმედებით, რაც, როგორც ჩანს, სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ქარი, ცოტა უცნაურად იქცევა – ვიწრო ზოლი დიდ სიგრძეზე, ამ ზოლის მარცხნივ და მარჯვნივ ტყე ხელუხლებელია.

ასეთი რამ შეიძლება ქარბობალას გამოეწვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქარბობრბალა მთიან, უსწორმასწორო რელიეფში არ ჩდება და მოგლეჯილი ხეებიც არსებით ერთ მიმართულებით არიან გადაწოლილი, ქარის ბრუნვითი მოძრაობა საეჭვო ხდება.

ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ხე გადაადგილებული თავისი მოგლეჯის ადგილიდან, მოტეხილი ტოტებიც კი ადგილზეა დაცვივნული და არა გადატანილი.

მესამე – თუმცა ორიოდ შემთხვევაში ვნახეთ ხეების შემობრუნება, მაგრამ ეს გამონაკლისები ცალმხრივი ქარის მოქმედებითაც აიხსნება – თუ ქარს ხის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვაგვარად გაუწევს წინააღმდეგობას. მაგალითად, თუ ხეს ერთ მხარეს მეტი ტოტები და ფოთლები აქვს, ის იქ განიცდის მეტ დაწოლას. რამაც მოგლეჯისას ის უნდა შემოაბრუნოს.

ყოველივე ზემოთ თქმულის გამო მიმაჩნია, რომ ეს მოვლენა დეტალური შესწავლის ობიექტი უნდა გახდეს. კვლევა უნდა მოეწყოს დაუყონებლივ, რადგან სატყეო მეურნეობა ამ ხეების გამოტანას აპირებს, რაც არასასურველად იმოქმედებს ფაქტიური მასალის შეგროვებაზე”.

მოწმეების მონათხრობები:

ნოდარ ქურდიანი – ფიზიკოსი

“იმ დილით, დაახლოებით 9 საათზე ჩვენი სააგარაკო სახლიდან – საგარეჯოს რაიონის სოფელი მარიამჯვარი – ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე მთაზე შევამჩნიე, ალბათ, მეტალური კონსტრქციის მქონე დანადგერი. ეს მთა ალპურ ზონას სწვდება და თავდება სწორი პლატოთი, რომელზეც რამოდენიმე ხე იზრდება. ჩემს მიერ ნანახი დანადგერი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხეების სიმაღლეს და სიგანითაც დააახლოებით ისეთივე ზომის იყო. ხსენებული მთა ჩვენი სახლიდან პირდაპირი მიმართულებით დაახლოებით 5-6 კილომეტრითაა დაცილებული. დანადგერის ირგვლივ ან პლატოს იმ ნაწილზე, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, ამ დანადგერის დამზერის დროის განმავლობაში ადამიანები არ შეიმიმჩნევია. დანადგარის არსებობამ დამაინტერესა, რადგან ადრე, 1969 წლიდან, როცა ჩვენ მარიამჯვარში აგარაკი შევიძინეთ, ხსენებული მთის სისტემაზე ადამიანის ან მისი ნამუშაკარის შედეგი არ შეგვინიშნავს. დანადგარის უკან პერიოდულად 2-3 წუთის ინტერვალით შეიმჩნეოდა გარკვეული ნათება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დანადგერის უკან განლაგებული იყო მბრუნავი სარკე, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად ვუმზერდი დანდაგარს და არაფერი ცვლილება უკვე აღწერილთან შედარებით, მე არ შემიმჩნევია. შემდეგ საშინაო საქმეების გამო, მხოლოდ ეპიზოდურად ვუყურებდი მთას და ვხედავდი დანადგარს, მაგრამ 13 საათზე იგი იქ უკვე აღარ იდგა, ესე იგი, უშუალო მომენტი დანდაგარის დადგმისა და გაქრობისა, მე ვერ დავაფიქსირე. წინა დღეს კი ის ნამდვილად არ იდგა იმ მთაზე, აღნიშნულს ყურადღება კიდევ იმიტომაც მივაქციე, რომ დანადგარი დიდად მომეჩვენა, მთაზე არსებულ ხეებთან შედარებით და მისი დამონტაჟება ან დაშლა შედარებით დიდ დროს წაიღებდა. ჩემთვის გაუგებარი იყო მისი ასე უეცარი გაქრობა. აღნიშნული ფაქტების მერე დილამდე ამ მთაზე არაფერი შემიმჩნევია.

ჩემს გარდა ეს დანადგარი ნახეს ჩემმა მეუღლემ ნ. ქურდიანმა და მისმა დამ ე. შავდიამ. სოფელ მარიამჯვარის მაცხოვრებლებთან ან დამსვენებლებთან ამ თემაზე არ მილაპარაკია.

და კიდევ, ჩემი ვარაუდით მთის მეორე მხარე უნდა უყურებდეს თელავის მახლობლად გომბორის გზაზე განლაგებულ სოფელ თეთრ წყლებს. რამდენადაც მე მახსოვს, იმ მხრიდან არ არის შესაბამისი გზა ერთ მთლიანობაში ასეთი დანადგარის ასატანად. ნაწილებად ატანა ალბათ, გამორიცხულია, რადგან დანადგარის მონტაჟი არ გამომეპარებოდა”…

ქარუმა ჯავახიშვილი – სოფელ ზემო ყანდაურას მცხოვრები

“ტელევიზორით საგარეჯოს დამტვრეული ტყის ჩვენებამდე ორი-სამი დღის წინათ, დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე სოფლის ჩრდილოეთით, ცივ-გომბორის მხარეს ცაზე დავინახე ბურთის მაგვარი განათებული სხეული, რომელიც მზეს ჰგავდა, და რომელიც ძალიან ლაპლაპებდა. სხეულს იქამდე ვუყურე სანამ მთებში არ ჩაეშვა და გაქრა. მე მაშინ არავისთვის არაფერი მითქვია, ტელევიზორში გადაიცა და რაიონშიც დაიწყეს ლაპარაკი უჩვეულო ამბავზე. მის შემდეგ მე ყველაფერი ეს მეუღლეს ვუთხარი. ვფიქრობდი, ამხელა ხეების წაქცევა იმის ბრალი ხომ არ არის, მე რომ ცაში რაღაც სხეული შევნიშნე-მეთქი. ეს სხეული მე ჩემი თვალებით ვნახე და სამი ოთხი წუთიც ვუყურებდი. მე ვარ 53 წლის და ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მინახია. იმ საღამოს მშვიდი და წყნარი ამინდი იდგა, ცა მოწმენდილი იყო”…

ნოდარ დემეტრაშვილი – თბილჰიდროპროექტის გეოლოგიური სექტორის უფროსი:

“1988 წლის 24 მაისს სიღნაღის რაიონიდან ვბრუნდებოდი თბილისში. მოწმენდილი ცა და თბილი ამინდი იყო. სოფელ ბადიაურს რომ გამოვცდი, (დაახლოებით 20 საათი), ცივ-გომბოტის წედზე, სოფელ მარიამჯვარის გასწვრივ შევნიშნე წაგრძელებული ფორმის რუხი ფერის ღრუბელი 300-500 მეტრის სიმაღლეზე, ზემოთ დაახლოებით 200X100X50 მ. დავაკვირდი მოძრაობის მიმართულებასა და შევნიშნე, რომ იგი არ მოძრაობდა, თანდათანობით გაილია და გაქრა. სოფელ მანავთან მიახლოებისას, იგივე ადგილზე იმავე განზომილების ღრუბელი, ფორმის შეუცვლელად აიწია მიწის ზედაპირიდან ნელი მოძრაობით. გაჩერდა იგივე სიმაღლეზე, რაც პირველ შემთხვევაში და კვლავ დაიწყო გაქრობა. მოვლენის განმეორებამ დამაინტერესა… მანავს რომ გავცილდი, ეს ღრუბელიც უკვე გამქრალი იყო და სოფელ თუხლიაურთან მიახლოებისას, იმავე ადგილიდან, იგივე განზომილების მესალე ღრუბელი ამოდიოდა. მგზავრობისას ხსენებული ადგილი მკვეთრად რჩებოდა მარჯვნივ და ჩემი მხედველობის არედან
გამოდიოდა.”

დავით დ.-ს შემთხვევა. “შეხვედრა უცხოპლანეტელებთან”
დავით დ-ს შემთხვევა
(მესამე სახის კონტაქტები საქართველოში)
შესავლის მაგიერ:
1989 წლის 12 ივლისს ღამის პირველის 1-2 წუთზე ოქროყანაში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ინჟინერმა თამარ მენაკსოპულომ თავის ქალიშვილთან რუსუდან ნუცუბიძესთან ერთად ნახა უცნაური მოვლენა: თბილისის თავზე დაახლოებით ტელეანძის სიმაღლეზე დაეკიდა თეფშისმაგვარი რაღაც მანათობელი საგანი ერთი-ორი წუთის შემდეგ ამ მანათობელ ობიექტს გამოეყო და დაბლა დაეშვა წვრილი სხივი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ტელეანძაზე შუქი ჩაქრა…

დავით დ_ს წერილი:
“მინდა გაცნობოთ ისეთი ფაქტი, რომელიც დღითიდღე მეორდება და რომელიც გვამცნობს, რომ ამ სამყაროში შეიძლება არსებობდეს სხვა ცივილიზებული პლანეტაც. ეს მოხდა 1989 წლის 4 ივლისს საღამოს 21 საათსა და 30 წუთზე. ორთაჭალაში ნაცნობი გოგონა ჩავისვი მანქანაში და სახლში წავიყვანე. დავითაშვილის ქუჩაზე, რესტორან სამადლოსთან შევნიშნე, რომ ძრავში წყალი გაცხელდა. იძულებული ვიყავი მანქანა გამეჩერებინა და წყალი დამემატებინა. ჩემი ნაცნობი გოგონა მანქანაში დავტოვე. ავიღე რეზინის ვედრო და წყლის მისატანად წავედი. უკან მიბრუნებულს გოგონა მანქანაში არ დამიხვდა. მე ისიც აღარ მახსოვს, მანქანაში წყალი ჩავასხი თუ არა. მანქანა დავქოქე და ზემოთ მთაწმინდის პარკისაკენ წავედი. თუმცა წესით სხვა მიმართულებით, სახლში უნდა წავსულიყავი, მთაწმინდის გზაზე ერთ-ერთ ადგილას დავინახე, რომ გზის პირას იდგა ქალი, რომელიც მანქანას მაჩერებინებდა. მე მანქანა აღარ გამიჩერებია, უფრო სწორად, ვერც მივასწარი იმის მოფიქრება, გამეჩერებინა თუ არა, დაახლოებით 15 მეტრი მქონდა გავლილი, რომ სარკეში გავიხედე და გარკვევით ვნახე – ქალი იქ აღარ იდგა…

ამო-ს დაჯდომის ადგილი მთაწმინდის პლატოზე სადაც მესამე სახის კონტაქტი ქონდა დავით დ-ს უცხოპლანეტელებთან.

მე გზა გავაგრძელე. მთაწმინდის პარკთან მანქანა გავაჩერე და რესტორანში შევედი ნაცნობის სანახავად, მაგრამ იგი იქ არ დამიხვდა. მისი ნახვა იმ დღეს გეგმაში სულაც არ მქონდა. იქიდან გამობრუნებულს დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ მანქანის ძრავა უცებ გამომერთო. მე ასეთი შემთხვევა, რაც მანქანა მყავს, საერთოდ არ მახსოვს. გადმოვედი, მანქანას ხელი რომ არ შეეშალა სხვებისთვის, უკან მივაგორე, ხელის მუხრუჭი დავაყენე და გადმოვედი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემზე რაღაც უხილავი ველი მოქმედებს, რომელმაც ჩემთვის უცნობი მიმართულებით წამიყვანა. გზა ჩაბნელებული იყო. დაახლოებით 200 მეტრი მექნებოდა გავლილი, რომ ჩემგან მარცხნივ, შემაღლებულზე დავინახე ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფში, რომელიც სამფეხა საყრდენზე იდგა. გარშემო ფერადი ნათურები ენთო, ქვემოთ ტრაპის მაგვარი რამოდენიმე ფანჯარაც ჩანდა. თეფშიდან 15-20 მეტრზე იდგა ოთხი ფიგურა. მათი სიმაღლე 2.5-3 მეტრამდე იქნებოდა. არ შემშინებია, ალბათ, იმიტომ რომ იმ ჰიპნოზის მაგვარმა ძალამ, რამაც მე იქ მიმიყვანა, მომიხსნა შიშის გრძნობაც. ჩემს გამოჩენამდე ისინი არც შეშფოთებულან. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და შეეცადა ჩემთან კონტაქტის დამყარებას. როგორც მე შევატყე, ჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა, რომლის ბგერების წყობაც და კილოც ჩემთვის უცნობი იყო, შემდეგ გაუმართავი რუსულით დამიწყო ლაპარაკი. მან მკითხა – თუ რამდენი წლისა ვიყავი, მე ვუპასუხე. შემდეგ თქვა, რომ ისინი პირველად არ არიან ჩვენთან, რომ კიდევ მოვლენ. მითხრა – ისეთ დროს გამოვჩდებით, როცა საჭირო იქნებაო. მითხრა ისიც, რომ ჩვენ ძალიან განუვითარებლები ვართ, რომ ძალიან დაბალი, პრიმიტიული ტექნიკა გვაქვს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button