არქივი

ფობიები ემოციურ ადამიანებს უჩნდებათ

3af62fb83102
ფობია ფსიქიკური მოშლაა, რომლის დროსაც სიტუაციის ან ობიექტის მიმართ უნებლიეთ ავადმყოფურ შიშს განიცდის. ფობიების მიზეზი რთულია და ბოლომდე აუხსნელია, მაგრამ როგორც გაირკვა, ასეთი დარღვევა მდიდარი წარმოსახვისა და ზედმეტად ემოციურ პირებს უვითარდებათ.

48f2b1637be4

ტიპები
ყველაზე მეტად გავრცელებული ფობიებია :აგროფობია––ღია სივრცის შიში, აკროფობია –სიმაღლის შიში, ჰიდროფობია –წყლის შიში, ზოოფობია–ცხოველების შიში, კლაუსტროფობია–ჩაკეტილი სივრცის შიში, ნიკტოფობია–სიბნელის შიში, მიკროფობია და მიზოფობია–მიკრობებისა და სიბინძურის შიში, ტანატოფობია–სიკვდილის შიში, კანცეროფობია–კიბოთი დაავადების შიში, კარდიოფობია –გულის დაავადების შიში და სხვა.

სიმფტომები
ფობიით დატანჯული ადამიანი შესატყვის სიტუაციებში პანიკაში ვარდება. შიშის შეტევას თან ახლავს ისეთი ფსიქიკური გამოვლინებები, როგორიცაა: დეზორიენტაცია, არარეალურის გრძნობა და საკუთარი შინაგანი მდგომარეობის და გარე სამყაროს დამახინჯების აღთქმა. შესაძლებელია შემდეგი შეგრძნებები: თავბრუ ან წონასწორობის დაკარგვა, გულისცემის გახშირება, მხედველობის, სმენის, ყლაპვის და სუნთქვის დარღვევა. ზოგჯერ აღინიშნება სხვა ფიზიკური სინფტომები: ღებინება, მუცელში ტკივილი, პრობლემა შარდვასა და დეფეკაციასთან, კუნთების დაჭიმულობა, ცახცახი ან დამუნჯება.
969e3c86f2ea

ფობიის განვითარების პროცესი
ფობიის სიტუაციაში შიში უკონტროლოდ იზრდება და წარმოდგენაში საშიშროების გადიდებასთან ერთად ძლიერდება. ადამიანი სულ უფრო მეტად კონცენტირდება ფობიური რეაქციით გამოწვეულ დისკომფორტზე და სულ უფრო ნაკლებად ორიენტირებულია იმაზე, თუ რამ შეიძლება დაამშვიდოს ის. ავადმყოფი თავს არწმუნებს, რომ ახლა საშინელი რა მოხდება, გული გაუსკდება და გაგიჟდება. სწორედ ეს არის პანიკური მდგომარეობა.

მკურნალობა
მკურნალობის მიზანია ადამიანში განავითაროს უნარი, ფობიურ სიტუაციას პირისპირ შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ სიტუაცია სინამდვილეში საშიში არ არის. ინდივიდუალური მდგომარეობით ცდილობენ, პაციენთს ასწავლონ, სიტუაციის რეალურად დამშვიდებელ ასპექტებზე ძლიერი რეაგირება ჰქონდეთ, ხოლო წარმოდგენილ შიშზე სუსტი.
ჩვეულებრივ, მკურნალობის პროცესში მონაწილეობს ადამიანი, რომელსაც პაციენტი ენდობა. ასეთი დამხმარის არსებობა ფობიურ სიტუაციებში შიშის დონეს ამცირებს რა რეალურობის გრძნობას ამაღლებს. მკურნალობის სხვა მეთოდებია ფსიქოთერაპიისა და ჰიპნოზის სხვადასხვა ფორმების გამოყენება.

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button