გართობაუცნაური

5 ყველაზე ჭკვიანი საათი

9bdb170b3e96
დღეს უკვე ბევრი კომპანია, მათ შორის მსხივლი კომპანიებიც დაკავებულები არიან ჭკვიანი საათების შექმნით. ეს მოწყობილობები ერთმანეთს ძლიერ გვანან, მაგრამ მათში მაინც შეიმჩნევა განსხვავებები.
9bdb170b3e96
Moto 360 Motorola-გან – ჭკვიანი საათი კლასიკურ სტილში
Moto 360 ეს არის iPhone-ი ჭკვიან საათებს შორის. კომპანია Motorola-ს როგორც იქნა გამოუვიდა იმის გაკეთება, რაზეც ასეთი მოწყობილობის შემქმნელები მხოლოდ ოცნებობენ. 2014 წლის ზაფხულში კომპანია გაყიდვაში ჩაუშვებს ნამდვილად ლამაზ და კლასიკურ საათებს, რომლებიც ადამიანის მაჯაზე ნამდვილად განსხვავებულად გამოიყურებიან, თითქოს ჩვენ მივაღწიეთ იმ რეალობამდე, რომლებიც გამოდიოდნენ გასული საუკუნის 70-იანი წლების ფანტასტიკურ ფილმებში.

Moto 360 – საათი კლასიკურ სტილში, რომლის განსხვავებაც ერთი შეხედვით შეუძლებელია მექანიკური საათისგან, მაგრამ ამ მოწყობილობაზე ციფერბლატი არის სენსორული, რომელსაც შეუძლია გამოსახოს არამარტო საათის ისრები, არამედ ბევრი სხვა ინფორმაციაც.

Moto 360-ს შეუძლია იმუშაოს ტელეფონის და ნავიგატორის რეჟიმში. ისინი საშუალებას მისცემენ მფლობელს, რომ წაიკითხოს ტექსტური და ელექტრონული შეტყობინებები, მართოს მუსიკა, იურთიერთოს მეგობრებთან სოციალურ ქსელებში და გაიგოს ამინდის პროგნოზი და გააკეთოს ბევრი სხვა ქმედება. მოწყობილობაში არის კიდევ რამდენიმე გადამცემი, რომელიც აჩვენებს ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ის მფლობელს უკეთია ხელზე.
be98a3db7999
Hyetis Crossbow – ჭკვიანი საათი 41 მეგაპიქსელიანი კამერით
Hyetis Crossbow-ის ჭკვიან საათებს არ შეუძლიათ, რომ თავი მოიწონონ ისეთივე ლამაზი დიზაინით როგორც ზემოთხსენებულ ჭკვიან საათს, მაგრამ მას აქვს ის რაც ნებისმიერ სხვა მოწყობილობას არ გააჩნია. საუბარი მიდის ჩაშენებულ კამერაზე, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 41 მეგაპიქსელიანი სურათები.

როგორც სხვა ჭკვიან საათებს, Hyetis Crossbow-იც განკუთვნილია მობილურ ტელეფონთან დაკავშირების მიზნით. ამის წყალობით მოწყობილობა გამოიყენება სატელეფონო ზარების საპასუხოდ და სხვა რამეებისთვისაც. მასში არის უკაბელო კავშირის მოდულები, თერმომეტრი, ბარომეტრი, სიმაღლის განმსაზღვრელი და მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამცემები. Hyetis Crossbow-ის მთავარი ფუნქცია არის კამერა ოფტიკური ობიექტივით Carl Zeiss-ისგან.

Hyetis Crossbow-ის საათები მექანიკურია.
432534ffdfce
Pebble – ჭკვიანი საათი ეკრანით ელექტრონულ ქაღალდზე
თანამედროვე ჭკვიანი საათების უმეტესობას აქვთ ერთი ნაკლი – მათი სენსორული ეკრანები მოიხმარენ ძალიან ბევრ ენერგიას, ამიტომაც მათი დატენვა საჭიროა პრაქტიკულად ყოველდღე. მაგრამ ეს მინუსი სრულიად უცხოა მოწყობილობისთვის, რომელსაც ჰქვია Pebble.

Pebble – ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც კარგმა იდეამ საიტ Kickstarter-ზე მოაგროვა საკმარისი ფული, რომლის წყალობითაც მოხდა იდეის რეალიზირება და საათი ჩაეშვა მუდმივ წარმოებაში. ამ ჭკვიანი საათის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ეკრანი შექმნილია ტექნოლოგია e-paper-ზე, რომელიც ჩვეულებრივსამერ გამოიყენება ელექტრონული წიგნებისთის.

ელექტრონული ქაღალდის გამოყენება Pebble-ის ჭკვიანურ საათებს იმუშაონ დიდი ხნით – ხუთიდან შვიდ დღემდე. მოწყობილობას შეუძლია ზარების მართვა და რამდენიმე სხვა ფუნქციისა სმარტფონებზე, რომლებთანაც ის დაკავშირებულია უკაბელო ქსელით. საათებმა შეიძლება იმუშაონ მაღვიძარის ან ტაიმერ-ორგანაიზერის მაგივრად – ისინი დანიშნულ დროს დაიწყებენ ვიბრირებას.

Pebble-ს არ აქვს ძვირადღიებული კომპლექტაცია და ბაზარზე ითვლება ყველაზე იაფფასიან ჭკვიან საათად. მათი ფასი შეადგენს 150 ამერიკულ დოლარს.
c8870d02b69d
Razer Nabu Smartband – ჭკვიანი საათი სპორტისთვის
Razer Nabu Smartband არის რაღაცა ჭკვიან საათსა და სპორტულ სამაჯურს შორის, ის განკუთვნილია აქტიური ადამიანებისთვის.

Razer Nabu Smartband აღჭურვილია პატარა დისპლეით, რომელზეც ჩნდება ინფორმაცია არამხოლოდ მფლობელის ვარჯიშების შესახებ, არამედ დროს, ასევე ინფორმაცია მობილური ტელეფონიდან, რომელთანაც მოწყობილობა არის დაკავშირებული.

Razer Nabu Smartband-ის დახმარებით შესაძლებელია ზარების მართვა ტელეფონზე, ტექსტური და ელექტრონული შეტყობინებების წაკითხვა. ეს ყველაფერი ინტენსიური ვარჯიშებისგან მოწყვეტის გარეშე.
6c8306432959
Neptune Pine – სრულფასოვანი სმარტფონი მაჯაზე
სხვა ჭკვიანი საათებისგან განსხვავებით, Neptune Pine – ეს არ არის მხოლოდ დამატებითი გარე ეკრანი მობილური ტელეფონისთვის, არამედ სრულფასოვანი სმარტფონი, რომელიც არ მოითხოვს არანაირ გვერდით მოწყობილობებს სამუშაოდ.

Neptune Pine-ს აქვს სლოტი სიმ-ბარათისთვის, ასევე სრულფასოვანი მობილური ოპერაციული სისტემა Android JellyBean. მოწყობილობაში შესაძლებელია აპლიკაციების ჩატვირთვა Google play-დან, გამოიყენოთ ზარებისთვის და ასევე ინტერნეტ-ბრაუზერში სამუშაოდ, მუსიკის მოსასმენად და ასევე ბევრი სხვა ფუნქციებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია სმარტფონისთვის.

Neptune Pine-ის ჭკვიან საათებს აქვთ ერთი ნაკლი – მათი ზომა. 2.4 დიუმიანი ეკრანები, საჭიროა აუცილებელია სრულფასოვან სმარტფონთან სამუშაოდ, გამოიყურება წარმოუდგენლად დიდად საშუალოსტატისტიკური ადამიანის მაჯაზე.

Back to top button