გართობაუცნაური

Urban Legends

8f525e300261

ეს თემა მინდა მივუძღვნა ლეგენდებს,რომლეთა წაკითხვის შემდეგ ხალხს ეშინია და ითრგუნება,რომ რაღაც საშინელება მათაც შეიძლება გადახდეთ.ეს არის “ქალაქური ლეგენდები”.ეს ამბები არის ეგრეთ წოდებული “ჭორები”,რომლებიც გაავრცელეს ადამიანებმა,როდესაც ვინმეს შეშინება უნდოდა და ამ ამბებმა ჩვენამდე მოაღწია.მინდა რამოდენიმე მათგანს გაგაცნოთ და გამოიტანოთ დასკვნა თუ რამდენად საშიშნი არიან ისინი.

1)კაუჭი

a0b8e3350879
ეს არის კაუჭის მეორე ვერსია არსებობს მისი ორი ვერსია ერთ ერთი უცნაურზე უკვე დევს.

ერთ მშვენიერ საღამოს,როდესაც შეყვარებული წყვილი მანქანით მისეირნობდა,რადიოში შემზარავი ხმა გაისმა იმაზე,რომ ფსიქიატრიულიდან საშიში დამნაშავე გამოიქცა.რადიო ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.გზაზე მათ შენიშნეს ადამიანი,რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა კაუჭი.გოგონა შეშინდა და შეყვარებულს სახლში წაყვანა სთხოვა.ღამე იყო ბნელოდა,ნისსლი ჩამოწვა არაფერი ჩანდა.მართლაც შემზარავი სიტუაცია იყო. ბიჭმა ყველა კარები დაკეტა და გოგონა დაამშვიდა.მისი თქმით მათ არაფერი ემუქრებოდათ.გოგონა გაბრაზდა და ხელი ჰკრა.მას სახლში უნდოდა.ბიჭი დაეთანხმა და სახლში წასვლა შეჰპირდა.როგორც იქნა სახლამდე მიაღწიეს.გოგონამ როდესაც კარი მოიხურა,ვაჟმა კივილის ხმა გაიგონა.გარეთ გადმოვიდა და შემზარავი სანახაობა დაინახა. გოგონა  ძირს  ეგდო  და კაუჭით ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

2) მკვლელი უკან

837076a2d2f6

ერთ საღამოს გოგონა თავის დაქალებთან ერთად გადავიდა ავტომობილიდან მაღაზიაში სასმელის საყიდლად.მან დაინახა რომ უკან მოსდევდა  ავტომობილი რომელსაც ფარები გამორთული ჰქონდა.მანქანამ გასწრება სცადა მაგრამ როდესაც გვერდზე ჩაუარა უკან დაიხია და ფარების ციმ ციმი დაიწყო.გოგონას შეეშინდა და გადაწყვიტა უახლოეს სახლთან გაჩერებულიყო და პოლიცია გამოეძახებინა,რადგან მას გიჟი წყვილი მანქანით მოსდევდა.როდესაც გოგონა ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევას ლამობდა დაინახა, იმ მანქანის მძღოლი რომელიც მოსდევდა უყვიროდა რომ კარები დაეკეტა და 911 ზე დაერეკა.როდესაც პოლიცია მოვიდა შემზარავი სანახაობა დახვდათ.გოგონა მკვდარი,კაცი შეშინებული.თურმე იგი ამ მანდილოსანის გადარჩენას ცდილობდა.გოგონა პანიკაში რომ არ ჩავარდნილიყო გადარჩებოდა.
რჩევა-სანამ მანქანაში ჩაჯდებით უკან გაიხედეთ ვინმე ხომ არ გიზით.

3)ხართ კმაყოფილი შუქი რომ არ აანთეთ?!

33d5ca0a393a

ჯულის და მეგის დაურეკეს და დაპატიჟეს გასართობად..მეგის არ შეეძლო რადგან მზად არ იყო გამოცდისათვის,რომელიც შემდეგ დღეს ჰქონდა ხოლო ჯულის ყველაფერი “ეკიდა” და კარგად გაატარა დრო.როდესაც გართობა დამთვარდა ჯული უკან დაბრუნდა,ოთახში ჩუმად შევიდა,არ უნდოდა მეგის გაღვიძება,შუქიც არ აანთო და ისე დაწვა.ჩაეძინა…მეორე დღეს ჯულიმ სინათლე რომ აანთო მეგი მკვდარი,ვენებგადაჭრილი დახვდა საწოლზე.ხოლო მისი თავზეს მ სისხლით ეწერა  :”ბედნიერი ხარ შუქი რომ არ აანთე?!მათ ოთახში ვიღაც შეპარულიყო   და მძინარე მეგი მოეკლა….
ჯულის შუქი რომ აენთო,მეგი ცოცხალი გადარჩებოდა.

4)ჩემი შეყვარებულის სიკვდილი
71fefcf3a42b

შეყვარებულები წავიდნენ ბუნებაში.ხალისობენ,დროს ატარებენ.ცოტა ხნის შემდეგ ბიჭს საჭირო ოთახი მოუნდება და მანქანიდან გადავა.გოგონა კი მანქანაში დარჩება და დაელოდებოდა შეყვარებულს.დიდი ლოდინის შემდეგ გოგონა ავტომობილიდან გადავა და დაინახავს რომ მის წინ დგას კაცი შავებში.გოგონა სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდება და გაქცევაა შეეცადება,მაგრამ როდესაც გაქცევას შეეცდება იგი გაიგებს წიკვინს,ვიღაცას  ან რაღაცას უჭირს.გოგონა შეშინებული გადმოვა მანქანიდან და დაინახავს მის შეყვარებულს ჩამომხრჩვალს……

5)დანა  საფულეში

e89f2e19036b

ერთ ცხელ დრეს ქალი გააჩერებს მანქანას და ჩქარობს ბენზინის ყიდვას,რადგან შვილის გამოსაშვებ საღამოზე აგვიანდება.კარგად ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდება და გამოესაუბრება.მან დახმარება სთხოვა ამ ქალბატონს,რადგან მისი მანქანა გაფუჭდა და ამიტომ ესაჭიროება შველა.ქალბატონი დიდი სიხარულით დათანხმდა.მაშინ მამაკაცმა უთხრა რომ ერთი წუთით მაღაზიაში შევიდოდა და მალე დაბრუნდებოდა,ხოლო მისი საფულე მანქანაში დატოვა.ქალბატონმა როდესაც საათს დახედა დაპანიკდა ,რადგან აგვიანდებოდა. მას ყველაფერი გადაავიწყდა და ჩქარა გაქანდა შვილთან.უცებ შენიშნა,რომ მამაკაცის წაყვანა დაავიწყდა და მისი საფულე მანქანაში ედო.მან გახსნა საფულე ,ხოლოშიგნით დანა,მისაწებებელი ლენტა ედო.ქალმა უცებ გააჩერა მანქანა და მიხვდა რომ იგი სიკვდილს გადაურჩა თავისი დაუდევრობით.

Back to top button