საკითხავისურათებიუცნაური

გზა რომელიც პირველმა ადამიანებმა გაიარეს

ჟურნალისტი პოლ სალოპეკი აფრიკიდან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგისკენ, ჩვენი მოუსვენარი წინაპრების კვალდაკვალ, შვიდწლიან მსოფლიო მოგზაურობას იწყებს.

ის მოგზაურობს. მიჰყვება იდეას, ამბავს, ქიმერას და შეიძლება სისულელესაც. დასდევს აჩრდილებს. იწყებს კაცობრიობის საწყისი წერტილიდან – აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზიდან და ფეხით მიუყვება დედამიწის პირველი მოგზაურების გზას. ეს მიგრაცია დღემდე ყველაზე დიდ მოგზაურობად ითვლება არა იმიტომ, რომ მან პლანეტა მოგვართვა, არამედ იმიტომ, რომ ადრეულმა Homo sapiens-მა და პიონერმა მოგზაურებმა (სულ ორი ასეული თუ იქნებოდნენ), რომელთაც პირველებმა დატოვეს დედა-კონტინენტი გადმოგვცეს ის თვისებები, რომლებმაც ადამიანად გვაქცია: ენა, აბსტრაქტული აზროვნება, ხელოვნებისა თუ ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნის უნარი და თანამედროვე ადამიანის გენეტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მათზე. ვიცით, რომ გადალახეს ბაბ-ელ-მანდების სრუტე („მწუხარების კარიბჭე“), რომელიც აფრიკას არაბეთის ნახევარკუნძულისგან გამოყოფს, შემდეგ ერთი პატარა გეოლოგიური ეპოქის განმავლობაში გამრავლდნენ და 2500 თაობა შექმნეს; მიმოიფანტნენ დედამიწის უკიდურეს, ასათვისებლად შესაძლებელ წერტილებში.

უკან დარჩა ათასწლეულები!



სალოპეკი ნამარხებისა და გენოგრაფიის (შეისწავლის დღევანდელი მოსახლეობის დნმ-სა და მის მუტაციებს) დახმარებით უძველესი დიასპორების კვალს მიჰყვება. აფრიკიდან ჩრდილოეთით წავა და ახლო აღმოსავლეთში გადავა. იქიდან სტეპების გავლით ჩინეთისკენ გაუყვება და შემდეგ ისევ ჩრდილოეთში, ტყიან და თოვლიან ციმბირში გადავა. მერე რუსეთიდან გემით ალასკისკენ გაემგზავრება და დინჯად ჩაუყვება ახალი სამყაროს დასავლეთ სანაპიროს ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგამდე, იქ, სადაც ადამიანის მოდგმამ დედამიწაზე მოგზაურობა დაასრულა. სულ 33 000 კილომეტრს გაივლის.

პროექტს „ედემის ბაღიდან გამოსვლა“ დაარქვა. მას უნდოდა ჩვენი პლანეტა ფეხით მოსიარულე ადამიანის სიჩქარით (5კმ/სთ) შეესწავლა; ცხოვრების ტემპი დაეგდო, რათა ეფიქრა და ეწერა.

წყარო : nationalgeographic.ge

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Close
Close