საკითხავისურათებიუცნაური

ბრბოს კარმა


მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულ კუმბჰა-მელაზე მილიონობით ადამიანი ერთ მთლიანობად განსხეულდება.

დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე, ალაჰაბადში, მდინარე განგის ნაპირებთან იწყება განბანვის მნიშვნელოვანი რიტუალი. ხალხის ნაკადი მატულობს, თუმცა, მასა მშვიდი და ერთიანია. არც ხელის კვრა, მიწოლა და არავითარი პანიკა, მხოლოდ მიზნისკენ სწრაფვა. ყინულივით ცივ წყალში ეშვებიან და მალევე ამოდიან. ერთმანეთს გზას უთმობენ და დასახმარებლად ხელს აშველებენ. „თავს როგორ გრძნობთ?“ – ეკითხება სტატიის ავტორი ლორა სპინი წყლიდან ამოსულ მამაკაცს. „გავახალგაზრდავდი“, – პასუხობს ის. ახლა მის ადგილს ორი სხვა ადამიანი იკავებს და ასე…


დასავლეთში ბევრი აღიარებს, რომ მასობრივი შეკრების დროს ადამიანები კარგავენ ინდივიდუალობას, განსჯის უნარსა და მორალს.

„ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ბრბოს არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის. ის გვეხმარება საკუთარი მე-ს შეცნობაში, სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში და ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობის განსაზღვრაშიც კი“, – ამბობს ფსიქოლოგი სტივენ რაიკერი.


ამ იდეების გადასამოწმებლად მოვიდნენ რაიკერი და მისი კოლეგები ინდუისტთა კოსმიური მნიშვნელობის მქონე ადგილას. აქ წმინდა განგი ჯამნას და მესამე მითიურ მდინარეს, სარასვატის ერთვის. არავინ იცის, სარასვატი მართლაც არსებობდა თუ არა, მაგრამ წმინდა ტექსტების მიხედვით, აქ გაიმართა ღმერთებსა და დემონებს შორის ბრძოლა და „ამრიტი“ (უკვდავების ნექტარი) სწორედ აღნიშნულ ადგილას ჩაიღვარა. ამ მდინარეებში განწმენდილი ინდუისტი კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება კოსმოსს.


ყოველ წელს ალაჰაბადში რამდენიმე მილიონი პილიგრიმი ამ რიტუალის შესასრულებლად ჩამოდის. ამ დიდ თავყრილობას მელა ეწოდება. ყოველ მე-12 წელიწადს, როცა ვარსკვლავთგანლაგება მელას მოახლოებას მოასწავებს, განგის ჭალიდან გიგანტური კარვების ქალაქი ამოიზრდება, რომელიც მაჰა-კუმბჰა-მელას (ან კუმბჰას) მასპინძლობს. 2013 წელს კუმბჰამ 56 დღის მანძილზე დაახლოებით 70 მილიონ ადამიანი მიიღო.

პილიგრიმები, რომლებიც მელაზე სულ მცირე ერთი თვით მაინც მოდიან. ყოველდღიურ ყოფას ასე აღწერენ: ერთი ჩაყვინთვა განთიადამდე, ერთი მოკრძალებული კვება, თავის მოწესრიგება, ლოცვა და გალობა.

ბრბოს წევრობამ ცალკეულ პიროვნებას შეიძლება ისევე მოუტანოს სარგებელი, როგორც პირადმა სოციალურმა კავშირებმა.

როგორც ვიცით, სტრესის გამძლე მექანიზმები შესაძლოა გაააქტიუროს სოციალურმა ინტერაქციამ და დადებითად იმოქმედოს იმუნო და გულსისხლძარღვთა სისტემებზე. მაგალითად, სოციალურად უფრო კონტაქტურ ადამიანებს ნაკლები მიდრეკილება აქვთ სისხლში ანთების გამომწვევი მოლეკულებისადმი. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გულის დაავადებებით, კიბოთი, სხვებზე მეტად არიან დაცულნი ასაკობრივი კოგნიტური დარღვევებისგან, უკეთ რეაგირებენ ვაქცინაციაზე და გაცილებით სწრაფად უშუშდებათ ჭრილობები.


რაიკერი არსებითად განასხვავებს ერთმანეთისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ბრბოს. ფიზიკურ ბრბოს (მგზავრების ნაკადი, რომელიც ერთმანეთს ეჯახება მეტროში) აკლია ზიარი იდენტობა. სოციალური კავშირების სიუხვე სულაც არ ნიშნავს ადამიანთა გარემოცვაში ფიზიკურ ყოფნას. ამგვარ კავშირებს ბევრი საერთო აქვს ფსიქოლოგიურ ბრბოსთან ანუ ჯგუფური იდენტობის გაზიარებასთან და არაფერი – მხოლოდ ფიზიკურ გარდაქმნასთან.


„კუმბჰა ამართლებს, რადგან ინფრასტრუქტურა ფსიქოლოგიურ თანამშრომლობასთანაა შერწყმული“, – ამბობს რაიკერი. მაგრამ განვითარებულ, ინდუსტრიულ საზოგადოებაში თანამშრომლობის ძალა უგულებელყოფილია, რის ნაყოფსაც ხშირად მწარედ ვიმკით.

69 წლის პენსიონერი მასწავლებელი, კალპვასისი ვაშიშთ ნარაიან მიშრას თქმით, მელას გზავნილი ერთია: შეიყვარე შენი მოძმე, რადგან ის კეთილი საქმის კეთებაში დაგეხმარება. ხედავ ხნიერი ადამიანები როგორ განიბანებიან და ეს დიდ სტიმულს გძენს, გამბედაობას კი ღმერთი განიჭებს.

წყარო : nationalgeographic.ge

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close