TECH & მეცნიერებაგართობა

5 საინტერესო ფაქტი მობილური თამაშების შესახებ

4a586234c86c
5 საინტერესო ფაქტი მობილური თამაშების შესახებ.

პირველი მობილური თამაში გამოვიდა 1994 წელს. ეს თამაში იყო ტეტრისის ერთ-ერთი განსხვავებული ვერსია. ის დაყენებული იქნა ტელეფონ Hagenuk MT-2000-ზე.

1997 წელს Nokia-მ გამოუშვა თავისი ცნობილი თამაშის “გველის” პირველი ვერსია და დააყენა ის Nokia 6110-ზე. სწორედ ამის შემდეგ ის გავრცელდა 400 მილიონ მობილურზე. ამ თამაშს ეკუთვნის პლანეტაზე ყველაზე ცნობილი თამაშის ტიტული.

თამაში Angry Birds რომელიც შექმნა Rovio-მ, ასევე ატარებს “პლანეტის ყველაზე პოპულარული ფასიანი თამაშის ტიტულს”. მოთამაშეები მთელი მსოფლიოს მასშტაბიდან ყოველდღიურად ატარებენ 200 მილიონ წუთს. თამაშის დედააზრი შემდეგნაირია: თქვენ ხართ მფრინველები და უნდა დაიბრუნოთ მოპარული კვერცხები, ბოროტმოქმედის როლს თამაშობენ ღორები. შეუტიეთ ღორებს მეომარი ჩიტებით და აღადგინეთ სამართლიანობა. ამ მომენტში ეს თამაში არის ყველაზე ცნობილი თავსატეხი თამაში. პირველი რელიზი შედგა 2009 წელს Apple-სთვის.

ამერიკულმა კომპანიამ PopCap Games-მა ჩაატარა კვლევა და დადგინდა, რომ 2012 წელს სმარტფონთა და პლანშეტთა მფლობელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში 59% უთამაშია ერთი თამაში მაინც. ეს შედეგი 13%-ით მეტია ვიდრე 2011 წელს.

გეიმერების ჯგუფმა ავსტრიიდან დაამყარეს მსოფლიო რეკორდი 2011 წელს. ისინი ყოველგვარი შესვენების გარეშე თამაშობდნენ მობილურ თამაშებს 24 საათისა და 10 წუთის განმავლობაში.

Back to top button