გართობაუცნაური

თომას ჰიუიტის ნამდვილი ამბავი – ედ გეინის ხოცვა-ჟლეტვა

bad465ce808d
საშინელებათა ფილმების მოყვარულებს და არამარტო მათ სმენიათ ფილმი სახელწოდებით “ტექსასური ხოცვა-ჟლეტვა ბენზოხერხით”, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ბევრმა იცის ალბათ ის, რომ ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა მოხდა დეტალურად და დაწვრილებით…

რამდენად ეფუძნება “ტექსასური ხოცვა-ჟლეტვა ბენზოხერხით” რეალური მკვლელის – ედ გეინის ისტორიას?
მიუხედავად იმისა, რომ ფილმებს აწერიას “დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე”, ორივე ფილმი ტობი ჰუპერის 1974 წლის ორიგინალი და 2003 წლის მარკუს ნისპელის რიმეიქი ლაითად ეფუძვნებიან ნამდვილი მკვლელის – ედ გეინის ისტორიას, რომელიც იტაცებდა ხალხს 1954 წლიდან 1957 წლის ჩათვლით. ალბათ, ყველაზე რეალური რაც კი არის ფილმში და რეალობაში ეს არის ფილმის სახლი, რომელიც შეიცავს ისეთივე შემზარავ სანახაობას, როგორსაც შეიცავს ედ გეინის სახლი 1957 წელს.

ედ გეინიც ისევე იკეთებდა ადამიანის ნიღბებს სახეზე როგორც Leatherface-ი ფილმში?

ნამდვილი ედ გეინი არ იკეთებდა ადამიანის სახეს თავის სახეზე. ნამდვილი ედ გეინის უნდოდა, რომ დაეცხრო თავისი სურვილი, რომ ყოფილიყო ქალი და არ ხოცავდა ხალხს იმის გამო, რომ ჰქონდა კანის დაავადება რაც ფილმში სჭირდა Leatherface-ს ფილმში. ედ გეინს ეცვა ადამიანის ტყავის ჟილეტი ქალის მკერდით და ქალის სასქესო ორგანოთი.

ნამდვილი ედ გეინი ხმარობდა ბენზოხერხს, რომ მსხვერპლი მოეკლა?
არა, ედ გეინის მიერ მოკლული ორი მსხვერპლის – მერი ჰოგანის და ბერნის უორდენის იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მოკლულნი იყვნენ პისტოლეტით. 1957 წლის ნოემბერში პოლიციამ იპოვა ბერნის უორდენი, რომელიც ჩამოკიდებული იყო კანჯოზე ფარდულში ედ გეინის სახლის უკან. მისი სხეული იყო გამოშიგნული, ხოლო თავი კი იყო მოჭრილი. ედ გეინი ასევე იყო ეჭვმიტანილი რამდენიმე დაკარგული პირების მკვლელობაში. ბენზოხერხი რომელიც დამატებულია ფილმში არის უბრალოდ ფილმსა და ედ გეინს შორის კავშირის დაკარგვა.

ვინ იყო ზუსტად ედ გეინი და რატომ ჩადიოდა ასეთ დანაშაულებებს?
ედი გეინიდ იყო აგუსტას და ჯორჯ გეინის შვილი. აგუსტა იყო ღრმად რელიგიური ქალი და ის უკითხავდა ბიბლიას ედის და მის ძმას – ჰენრის ყოველდღე. ის აფრთხილებდა თავაშვებული ქალისგან საფრთხეებზე და იმაზე, რომ ასეთი ქალები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. აგუსტა იყო მკაცრი ქალი, რომელიც არასოდეს უხვევდა თავის რწმენას, რომელიც ძლიერ იყო შესული მისი ოჯახის სახლში. ედის მამა – ჯორჯი იყო ალკოჰოლიკი და აგუსტა თვლიდა მას უსარგებლო ქალად. აგუსტამ დაიწყო სასურსათო ბიზნესი La Crosse, Wisconsin-ში. როგორც კი საკმარისი ფული მოაგროვა მან თავისი ოჯახი მოაცილა ქალაქის ცოდვებს და წაიყვანა ფეინფილდის ფერმაში, უისკონსინში. ედი იგნორირებული იყო სხვა ბავშვებისგან, რადგან ისინი ედიში ხედავდნენ ქალს. თუკი ის ცდილობდა, რომ გაეჩინა მეგობარი მას დედა უკრძალავდა. შედეგად ედი გადაიქცა გულჩათხრობილ ადამიანად და მისი გონების ბნელმა მხარეებმა დაიწყეს გამოღვიძება.

ის თაყვანს სცემდა დედამისს და სწყინდა ჰენრისგან როდესაც ჰენრი აგუსტას აკრიტიკებდა. 1944 წლის 16 მაისს როდესაც ჩხუბობდნენ ფერმის ახლოს გაჩნდა ცეცხლი, ედი და ჰენრი დაცილდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. როგორც კი ცეცხლი იქნა ლიკვიდირებული, ედის შეშფოთა გაიზარდა, რადგან ძმა არ დაბრუნდა. როდესაც პოლიცია მოვიდა ედიმ ისინი მიიყვანა “დაკარგული” ძმასთან, რომელიც იწვა მკვდარი იმ ზონაში სადაც ცეცხლი საერთოდ არ ყოფილა და თავში ჰქონდა სისხლჩაქცევები. ედი მაშინვე იქნა გამორიცხული ეჭვმიტანილთა სიიდან, ხოლო გამომძიებელმა მისი სიკვდილის მიზეზად დაასახელა გაგუდვა.

არის კიდევ ფილმები რომლებიც ედ გეინის ისტორიას ეფუძვნებიან?
ნორმან ბეითსი ალფრედ ჰიჩქოქის ფილმიდან Psycho (1960) და ბუფალო ბილი The Silence of the Lambs (1991) ეუფუძვნებიან ედ გეინის ისტორიას ნაწილობრივ:
Psycho (1960):
ნორმან ბეითსი ალფრედ ჰიჩქოქის ფილმში ნაწილობრივ ეფუძვნება ედ გეინს. ჰიჩქოქმა ადაპტაცია გაუკეთა Psycho-ს გმირს რობერტ ბლოჩის ისტორიიდან. მთავარი მსგავსება ნორმან ბეითსსა და ედ გეინს შორის არის ქალური თვისებები და დედის დომინირება.
The Silence of the Lambs (1991):
The Silence of the Lambs-ის მთავარი გმირი ბუფალო ბილი ალბათ ყველაზე ახლოს გავს ედ გეინს. ბუფალო ბილს სურდა, რომ ყოფილიყო ქალი და იქცევდა როგორც ტრანსვესტიტი. ედ გეინიც და ბუფალო ბილიც ატყავებდნენ მსხვერპლს და სიამოვნებდათ კანის ტანსაცმლის ჩაცმა. ორივენი იტაცებდნენ ქალებს. ბუფალო ბილი უფრო ახალგაზრდა ქალებს ირჩევდა ვიდრე ედ გეინი.

სულ რამდენი ფილმია გადაღებული “ტექსასური ხოცვა-ჟლეტვა ბენზოხერხით”?
სულ გადაღებული არის 8 ფილმი “ტექსასური ხოცვა-ჟლეტვა ბენზოხერხით”. პირველი ოთხი არიან The Texas Chainsaw Massacre (1974) – რეჟისორი არის ტობი ჰუპერი, The Texas Chainsaw Massacre 2 (1986) – რეჟისორი არის ტობი ჰუპერი, Leatherface: Texas Chainsaw Massacre III (1990) – რეჟისორი არის ჯეფ ბარი, The Texas Chainsaw Massacre: The Next Generation (1994) – რეჟისორი არის კიმ ჰენკელი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ მეთიუ მაკკონაჰი და რენე ზელვეგერი. 2003 წელს გამოვიდა 1974 წლის ორიგინალის რიმეიქი “The Texas Chainsaw Massacre” (2003), რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ჯესიკა ბიელი, ხოლო რეჟისორი კი არის მარკუს ნისპელი. 2006 წელს გამოვიდაა 2003 წლის რიმეიქის პრიკველი სახელწოდებით “The Texas Chainsaw Massacre: The Beginning”, რომლის რეჟისორიც არის ჯონათან ლაიბისმენი, ხოლო მთავარ როლს ფილმში ასრულებს “ფორსაჟიდან” კარგად ნაცნობი ჯორდანა ბრიუსტერი. 2013 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე “Texas Chainsaw 3D”, რომლის რეჟისორიც არის ჯონ ლიუისენჰოპი, ხოლო მთავარ როლში კი გვევლინება ალექსანდრა დედარიო.
f48cc0af3e7d

300d7f19778d

40b302ea307f

Back to top button