უცნაური

ელიზაბეთ ბათორი – ყველაზე ცნობილი ქალი მანიაკი

a7862d8312aa
ელიზაბეთ ბათორი – ყველაზე ცნობილი ქალი მანიაკი…
ელიზაბეთ ბათორი თავისი სისასტიკით არის ყველასათვის კარგად ცნობილი გრაფ დრაკულას შორეული ნათესავი.

ბავშვობიდან ელიზაბეთი დაავადებული იყო ეპილეფსიით, ხოლო დაავადება კი გამოწვეული იყო სისხლამღრევი ქორწინებებით. ელიზაბეთ ბათორის გააჩნდა რთული ხასიათი და სცემდა ადამიანებს სიბრაზის ცოტაოდენი მოზღვავებისთანავე, ყველაზე მეტად მისი ხელი ხვდებოდათ მოსამსახურეებს. ამბობენ, რომ ელიზაბეთს შურდა მათი სილამაზის და ამიტომაც ახალგაზრდა გოგონებს სხვადასხვანაირად აწამებდა. სისხლის დანახვაზე ის ცოფებს ყრიდა. გათხოვების შემდეგაც კი, მან არ მიატოვა თავისი სისხლიანი საქმეები.

მოსამსახურის ერთ-ერთი ცემის დროს ელიზაბეთს მოეჩვენა, რომ ხელის ის ნაწილი, რომელზეც მას სისხლი მოხვდა გაახალგაზრდავდა. ქალბატონის გონებაში მაშინვე დაიბადა იდეა, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა მუდმივად. მისი ბრძანებით გააკეთეს გალია “რკინის ელკებით”, გალიას სახელად დაერქვა “რკინის ქალწული”. გოგონას შეაგდებდნენ გალიაში და აწამებდნენ გავარვარებული შანთებით, ამ დროს გოგონას ერჭობოდა “ეკლები” და მისი სისხლით ივსებოდა ის ვანა, რომელშიც ცოტახანში გრაფინია სისხლის აბაზანას მიიღებდა.

ცდამ არ გაჭრა და მოსალოდნელი ეფექტი არ ქონდა წამებებს. ელიზაბეთმა მიმართა ჯადოქრებს, რომლებმაც ურჩიეს, რომ ელიზაბეთს გამოეყენებინა აზნაურ გოგონათა სისხლი. ცოტახანში 20 ახალგაზრდა გოგონა დაიბარეს, რომ ვითომ გაერთოთ ქალბატონი, მაგრამ ისინი სისხლის დაცლისგან იქნენ გარდაცვლილნი.

ელიზაბეთ ბათორის მსხვერპლთა რიცხვი იზრდებოდა. გრაფინია თან დაატარებდა დღიურს, რომელშიც რიგობრივად ჰქონდა ჩამოწერილი თავის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია. სწორედ დღიურმა დაღუპა გრაფინია და დღიური იქცა დაკავების სამხილად. ხუთი დღე იყო საჭირო სასამართლოსთვის, რომ სამუდამო თავისუფლების აღწერა განაჩენი გამოეტანა. სამუდამო პატიმრობა 1611 წელს გახდა გრაფინიის საზღაური თავისი მანიაკური მკვლელობებისთვის, ელიზაბეთ ბათორის ანგარიშზეა 650 გოგონაზე მეტის სიკვდილი. ელიზაბეთი ჩამწყვდეული იყო პატარა კამერაში, რომელსაც ჰქონდა პატარა ხვრელი, საიდანაც მას აძლევდნენ საჭმლით სავსე თეფშს. იქვე გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ ელიზაბეთ ბათორი – 1614 წლის აგვისტოში.

62530dcd2eac

Back to top button