ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

22 მარტი – წყლის საერთაშორისო დღეა


ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 მარტს აღინიშნება მსოფლიო წყლის დღე. წყლის საერთაშორიო დღის აღნიშვნა რეკომენდებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1992 წელს გგარემოსა და განვითარების კონფერენციაზე (UNCED). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წლის 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთ მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმეწლი წყალი მხოლოდ იყიდება…
მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები.
22 მარტი, წყლის დღე – შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ.
ფოტო-სურათების ამ ნაკრებში წარმოდგენილია ისეთი ფოტოები, რომლებიც დაკავშირებულია წყალთან:


1. მალაბონის (Malabon) დატბორილ რაიონში, ქალს გადააქვს სასმელი წყალი თვითნაკეთი ნავით.

2. მსოფლიო ჩემპიონატი ცურვის სხვადახვა სახეებში (FIFA World Aquatics) , შანხაი.

3. ბავშვები ცურაობენ წყალმცენარეებში.
ზღვის მცენარეებმა (70-100 მეტრი) დაფარა ჩინეთის ქალაქ ცინდაუს ( Qingdao) პლაჟები. სურათებში ჩანს შიშისმომგვრელი, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე შეეჩვივნენ ამ ფენომენს. ადრე მსგავსი მოვლენა მოხდა 2007, 2008 და 2010 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ წყალმცენარეები არ არის ტოქსიკური, ისინი მაინც საზიანოდ მოქმედებენ ეკოსისტემაზე; ისინი შთანთქავენ დიდი რაოდენობით ჟანგბადს და ამით იღუპება სხვა ზღვის ორგანიზმები-


4. საზოგადოებრივი ონკანის წყალი – კოლომბოს რაიონში, შრი ლანკა (Sri Lanka). ყოველ წელს არასანიტარული პირობების გამო შრი ლანკაში იღუპება დაახლოებით 1,2 მილიონი ბავშვი. სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია,
შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. კოლომბოს ადმინისტრაციამ დანიშნა სახელმწიფო სანიტარული ინსპექცია და მოითხოვა წყლის სისუფთავის და სასმელად ვარგისიანობის სპეციალური ლაბორატორიული ანალიზები. სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მოვალეობაში შედის სასმელი წყლის ანალიზი რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით…

5. ბრინჯის მინდორის მორწყვა Pobitore -ში, ინდოეთი.

6. ბიჭები იბანენ ჭუჭყიანი კანალიზაციის მილთან ნიუ დელში (New Delhi). უკვე 2 კვირაა მათ სასმელი წყლის დეფიციტი აქვთ.
7
7. ბიჭი დგას წყლის სატვირთო მანქანასთან… მან უკვე გაავსო წამოღებული წყლის ჭურჭელი სასმელი წყლით.

8. ინდოელი მღვდლები ასრულებენ რიტუალს, რათა გამოიწვიონ წვიმა აჰმედაბადში (Ahmedabad)…
მოსახლეობა იტანჯება გაუსაძლისი სიცხით.

9. ჩაის პლანტაციის თანამშრომელი იკლავს წყურვილს სილიგურის (Siliguri) გარეუბნის მინდორში, ინდოეთი.

10. მყვინთავები და ვეშაპისებრი ზვიგენი დაცურავენ Hanifaru-ს ყურეში, მალდივის კუნძულებთან…

11. მამაკაცი წყალს ისხამს და გრილდება, წყურვილსაც იკლავს ნანატრი „სასმელი წყლით“ – ისლამაბადის (Islamabad) გარეუბანში, პაკისტანი.

12. პაკისტანის სოფლის რაიონიდან დევნილი – წყალს იღებს ჭიდან, ისლამაბადი.

13. სასმელი წყლის მისაღებად პაკისტანის არმიის ჯარისკაცები ალღობენ თოვლს …

14. სვეტი, რომელზეც მითითებულია წყლის დონე Sukkur-აში, პაკისტანი.

15. ვაჭარი უშვებს წყლის საპნის ბუშტებს ისლამაბადში (Islamabad) .

16. ტურისტები უყურებენ წყალსაცავს Jiyuan-ში, ჩინეთი.

17. “ Yiliang „-ის სოფლის მაცხოვრებლებს მიაქვთ ჭიდან ამოღებული წყალი სახლში, ჩინეთი.

18. ბოსტნეულის მორწყვა „Dzheneponto“ -ს მინდვრებზე, ინდონეზიის პროვინცია.

19. „Kviapo“ ეკლესიის გამოსახულება წყლის გუბეში ქალაქ მანილაში (Manila).

20. ტუვალუ- მარჯნის კუნძულები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მიკრონეზიასთან ახლოს . ტუვალოს დედაქალაქია ფულაფუტი მოსახლეობით 5070 ადამიანი . ტუვალოს ტერიტორიაზე გაუსაძლისი გვალვაა.
ზოგიერთ რაიონში თერმომეტრი ჩრდილშიც კი 40 გრადუსს სცდება და წყლის დეფიციტია…

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close