არქივი

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყანაზე – ბურუნდის რესპუბლიკა

68b257c0c02a
აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს ბურუნდის რესპუბლიკა. გაეროს ოფიციალური მონაცემებით ბურუნდი არის მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა.

ბურუნდი კი ითვლება მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყანად ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ 1974 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 3-დან 5%-მდე ნიკელის მსოფლიო მარაგი. ასევე ქვეყანაში არის ისეთი მეტალების მცირე რაოდენობა როგორებიცაა: ოქრო, პლატინის ჯგუფის მეტალები და იშვიათი სახის მეტალები.

ბურუნდის გვერდით მდებარეობენ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: ტანზანია, რუანდა და კონგო. ბურუნდის ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სამხრეთ-დასავლეთიდან ქვეყანას ესაზღვრება ტბა ტანგანიკა – ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარწყლიანი ტბა. ტანგანიკა ბაიკალის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ღრმა ტბაა.

ბურუნდის ტერიტორიაზე 600 კვადრატული კილომეტრის ტყეა. დანარჩენი ტყე გაჩეხეს, რადგან კვადრატულ კილომეტრზე მოდის 323 ადამიანი. არამარტო ფლორა, არამედ ფაუნაც შემცირდა სოფლის მეურნეობის გამო.

წარმოიდგინეთ: 1 000 ადამიანზე ბურუნდიში მოდის 4.8 კომპიუტერი, 20 მობილური ტელეფონი და 4.1 სტაციონალური ტელეფონი.

XVII საუკუნეში არსებობდა სამეფო სახელად ბურუნდი. 1890-იან წლებში ის გახდა გერმანიის კოლონია. 1962 წელს ბურუნდი კვლავ გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ მაშინაც კი არ შეჩერდა სახელმწიფო გადატრიალებები და სამოქალაქო ომები ეთნიკურ ჯგუფებს შორის – ჰუტუსა და ტუტსის შორის.

მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანებად მიჩნეულები არიან ტუტსები. ქალების საშუალო სიმაღლე შეადგენს 175სმ-ს, ხოლო კაცების კი 193სმ-ს.

ჰიშორას პროვინციაში არის ანსამბლი სახელად ბურუნდის სამეფო დრამერები. ანსამბლი ბურუნდის მთავარ ღირსშესანიშნაობად. ანსამბლი არ არღვევს ტრადიციას, ეს ანსამბლი არის ყველა სახელმწიფო ღონისძიებაზე.

ბურუნდის ტერიტორიის მხოლოდ 7% არის მოასფალტებული. რკინიგზა საერთოდ არ არის. მაგრამ არის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტი და 7 პატარა აეროპრტი.

დედაქალაქი ბუჟუმბურა – არცისე ნახვადია ტურისტების მიერ. ქალაქში სანახავი არის მხოლოდ ძველი კოლონიალური ადმინისტრაციის შენობა და ასევე პარლამენტის შენობა.

ბურუნდის ტერიტორია არის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. ის დაარსდა 1960 წელს. მედიცინა არ არის მაღალ დონეზე: ერთ ექიმზე მოდის 37 581 ადამიანი, ხოლო ექიმების რაოდენობა საერთო ჯამში დაახლოებით არის 200.

მსგავსი ამბები

Back to top button