გართობაკულტურა

ჰაიაო მიაძაკი: დიდი ხელოვანის სიტყვა

3885aac2dbee

2013 წელს მსოფლიო კინოგაქირავებაში გამოჩნდა ჰაიაო მიაძაკის ანიმაცია “ქარი ძლიერდება” – თვითმფრინავების იაპონელი კონსტრუქტორის ძირო ხორიკოსის სიყვარულის, ტრაგედიისა და პირადი ტრიუმფის ისტორია.

ამ ფილმით 73 წლის მიაძაკი ასრულებს თავის მდიდარ კარიერას, რომლითაც მან მოიპოვა ჩვენი დროის ერთერთი უდიდესი ანიმატორის სტატუსი. Kaze no tani no Naushika  – დან Tenkû no shiro Rapyuta და ,Mononoke-hime – მდე და ოსკაროსანი Sen to Chihiro no kamikakushi ჩათვლით – თავის სტუდია Ghibli-სთან ერთად მან შექმა საოცარი სამყარო და ეს სამყარო შეავსო ფრენისადმი სიყვარულით, ძლიერი ქალბატონებით, ომისაწინააღმდეგო თავშესაფრებით, გარემოცვისადმი მზრუნველობით და იმ გზაზე ნერვიულობით რომლითაც კაცობრიობა მიემართება.

 

სამყაროს ისეთი თვალებით უნდა ვუყუროთ, რომლებიც არ არიან სიძულვილით დაბინდულნი. შევნიშნოთ ცუდი კარგში და კარგი ცუდში. წინასწარ არ მივცეთ ჩვენი არჩევანი რომელიმე მხარეს, შევეცადოთ შევინარჩუნოთ ბალანსი, რომელიც არსებობს მათ შორის. 

ჩვენ ვასახიერებთ ეკრანზე სიძულვილს, თუმცა ეს საჭიროა რათა გამოვაჩინოთ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ ვასახიერებთ წყევლას, გათავისუფლების სიხარულის გამოსახატავად.

არასდროს არ შევქნი ფილმს, რომელიც ეტყვის ბავშვებს “თქვენთვის ჯობს, დაუშვათ ხელები და დანებდეთ”.

მთელი სამყარო იქმნება უამრავი პატარა ნაწილისგან. და ქაოსიგან.

არის რამე განსხვავება 16 წლის თუ 60 წლის ადამიანს შორის ? ვთვლი, სულით ჩვენ ისევ ისეთები ვრჩებით.

თანამედროვე ცხოვრება ცარიელია, უნაყოფო და ყალბია. მოუთმენლად ველოდები, როცა მშენებლები გაკოტრდებიან, იაპონია გაღარიბდენა  და როცა კვლავ დაუმორჩილებელი ბალახი ამოვა მიწიდან.

ახლა თუ ეკრანზე ბოროტება გამოისახება, ის აუცილებლად განადგურდება. ჩემი აზრით, ეს გულისამრევი ტენდენციაა. პრინციპი, რომლის თანახმად ყოველი ბოროტი საქციელის ჩამდენი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად დაისჯება, არ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებასა და პოლიტიკაში.

1d106067f4b3

“Majo no takkyûbin”

ჩვენი ცხოვრება – სიბნელეში მოციმციმე სინათლეა.

მე ვფიქრობ, სტუდია Disney – მ უარი თქვა ნახატ ანიმაციაზე, იმიტომ რომ მან გამოსცა ძალიან ბევრი არაღირშესანიშნავი მულტფილმი. ის გახდა კონსერვატიული თავის საქმეში. ეს ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, 2D- და 3D-ანიმაციას მშვენივრად შეუძლია თანაარსებობა.

თუ კი ანიმაციის ხატვა – გადაშენების პირას მყოფი ხელობაა, მაშინ, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ცივილიზაცია უნდა მიიწევდეს წინ. სად გაქრნენ ის ხელოვნები, რომელთაც შექმნეს ფრესკები ? სად არიან ახლა პეიზაჯისტები ? ჩვენი სამყარო იცვლება. ძალიან გამიმართლა, შევძელი 40 წლის განმავლობაში მეკეთებინა ჩემი საქმე. ჩვენს ეპოქაში ეს დიდი იშვიათობაა.

საერთოდ, მგონი, კომპიუტერულ ანიმაციას აქვს პოტენციალი, რომ გაუთანაბრდეს და აღემატოს კიდეც იმას რისი დახატვაც ხელითაა შესაძლებელი. მაგრამ, მე უკვე ძალიან ბებერი ვარ კომპიუტერათან სამუშაოდ.

როცა ვფიქრობ, თუ როგორ შეძლეს კომპიუტერებმა, სრულად ჩვენი ცხოვრების ზოგი ასპექტის ჩანაცვლება, სევდა მიპყრობს. როცა ჩვენ ვაკეთებდით ცეცხლის ანიმაციას, ზოგი ჩემი თანამშრომელი გამომიტყდა რომ არასდროს უნახავთ როგორ იწვის შეშა. მე მათ ვუთხარი: “მაშ, წადით და ნახეთ!” ადრე, იაპონურ აბაზანებში გამოიყენებოდა შეშა, დღეს კი მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი. როგორ შეიძლება გახდა ანიმატორი, ამგვარი გამოცდილების გარეშე ?

4c141382d109

“Tonari no Totoro”

ადრე ხალხს უჭირდა, სხვისი ცხოვრებას გამოსალმება, არადამიანურისაც კი. ამჟამად საზოგადოება შეცვლილია, და ის შენდება განსხვავებულ პრინციპებზე. ჩვენი შესაძლებლობების ზრდის ფონზე, ჩვენ უფრო და უფრო ქედმაღლები ვხდებით და დაიკარგა ისეთი ფრაზის ნამდვილი აზრი როგორიცაა: “მე არ მაქვს არჩევანი”. ჩვენი ცივილიზაციის არსებობა – სწრაფვაა გამდიდრებისაკენ, მიუხედავად ყველაფრისა თუნდაც სხვა არსების სიცოცხლის წართმევისა.

მინდა შევქმა სურათი, რომელიც აუხსნის ჩვენ შვილებს, რაოდენ კარგია იყო ცოცხალი.

ძალიან პესიმისტური ადაიმიანი ვარ. მაგრამ, როცა, მაგალითად ჩემს რომელიმე თანამშრომელს შეეძინება შვილი, მე ვუსურვებ მას ყველაზე კარგ მომავალს. მე ხომ ვერ ვეტყვი ბავშვს: “იცი, არ ღირდა ამ ქვეყნად მოვლენა”. მაგრამ, მე ხომ მაინც ვიცი რომ სამყარო არასწორი მიმართულებით მიექანება. ასეთი საპირისპირო აზრებით თავში, ვფიქრობ როგორი ფილმი შევქმა.

ყველაფერი გააკეთეთ თქვენი ხელებით, მაშინაც კი როცა კომპიუტერით მუშაობთ.

როგორ ვმუშაობ ? მე ვფიქრობ. ვფიქრობ. და ისევ ვფიქრობ. თუ თქვენ აღმოაჩენთ უკეთეს მეთოდს, აუცილებლად შემატყობინეთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ბევრად მარტივია იყიდო ფილმზე უფლება ვიდრე შექმნა ის ნულიდან.

ფილმ “პრინცესა მონონოკეს” ამერიკულ გაქირავებაში გამოსვლამდე, ერთერთმა ჰაიაო მიაძაკის პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინს გაუგზავნა სამურაის მახვილი, წარწერით: “არ გაჭრა”.

ჩვენ წართმეული გვაქვს შესაძლებლობა – ავირჩიოთ დაბადების ადგილი და დრო. ჩვენ ვირჩევთ ერთ ცხოვრებისეულ გზას და ვკარგავთ იმის შანს რომ გავიგოთ საით წაგვიყვანდა უამრავი სხვა გზა. და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ, მულტფილმების ფანტასტიკური სამყაროები ზუსტად ემთხვევა ჩვენს იმედებს და მისწრაფებებს. ისინი ილუსტრირებენ ჩვენი დაკარგული შესაძლებლობების სამყაროს.

რა როლი ითამაშა ჩემმა ნამუშევრებმა თანამედროვე პოპულარულ კულტურაში ? სიმართლე გითხრათ, მე წარმოდგენაც არ მაქვს. ერთადერთი რასაც, ყოველთვის თვალს ვადევნებ – ამინდის პროგნოზია.

მე არასდროს არ ვკითხულობ კინოკრიტიკოსთა რეცენზიებს. უბრალოდ, არ მაინტერესებს. დააკვირდე მაყურებელთა რეაქციას – ეს სულ სხვა საქმეა.

მე ძალიან მომწონს, Pixar-ის ილუსტრატორთა საქმიანობა. სტუდია Ghibli არ კონკურირებს მათთან, ჩვენი ურთეირთობა მეგობრულია.

ბევრ ჩემს ფილმში არის ძლიერი ქალბატონები – მამაცი, თვითკმაყოფადი გოგოები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის რაც გულით წამთ. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ მეგობარი ან დამხმარე, მაგრამ არა მხსნელი. მე ვთვლი ყოველ ქალს შეუძლია იყოს გმირი ისე როგორ ყოველი კაცს.

6b8f69ca25cb

“Hauru no ugoku shiro”

მე ვქმნი გმირებს, სტუდია Ghibli-ის თანამშრომლებზე დაკვირვებით. მათი უმრავლესობა, ვერც წარმოიდგენს რომ რაღაც დოზით მათ წვილი შეიტანეს ჩემი ფილმის პერსონაჟების შექმნაში.

1999 წელს მე უკვე ვსაუბრობდი, რომ ვაპირებ პენსიაზე გასვლას. მაგრამ ცხოვრებაში, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მაშინ მე მივხვდი, რომ საჭირო იყო მინიმუმ ერთი ფილმი შემექმნა ჩემი მეგობრების გოგნებისთვის და ყველა მოზარდისთვის. და ჩემ პასუხად იქცა “სულებით გატაცებულნი”.

შევეჩვიე იმ ფაქტს, რომ სარგებელს მხოლოდ ჩემი ხელობით მოვიტანდი. თუმცა იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი რომ უნდა დავკავებულიყავი საზოგადოებრივი პრობლემებით. ახალგაზრდობაში, გულუბრყვილობით გავწევრიანდი სოციალისტურ მოძრაობაში. როცა დავინახე პლაკატი მაო ძედუნის გამოსახულებით,მისი სახე მომეჩვენა გულისამრევად. მითხრეს: “შენ რა ? ეს ხომ დიდი გულის პატრონი ადამიანია”. ვიფიქრე: “კარგი, ალბათ ეს უბრალოდ ცუდი ფოტოსურათია”. როგორ ვცდებოდი მაშინ. ეს არ იყო ერთადერთი შეცდომა. მთელი ცხოვრება საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ.

მე ანიმატორი ვარ. თავს ანიმატორთა ქარხნის მეგობრულ უფროსად ვგრძნობ. ამაში მდგომარეობს ჩემი ფილოსოფია.

“სულებით გატაცებულნი” გახდა პირველი იაპონური ანიმაციური ფილმი, რომელმაც მიიღო “ოსკარი”. ამასთან, ეს იყო პირველი ფილმი, რომელმაც შეძლო კინოგაქირავებაში 200 მილიონი დოლარის მოგროვება ამერიკაში გამოსვლამდე.

ჩემი საყვარელი ნაწილი “Gake no ue no Ponyo” – ში – ფინალური ტიტრებია. თქვენ ვერ აღმოაჩენთ იქ ვერანაირ მინიშნებას ვინმეს თანამდებობის. უბრალოდ, ანბანის მიხედვით მათი სახელები რომელთაც წვლილი შეიტანეს ფილმის შექმნაში. მსხვილი ინვესტორებიც და პატარა თანამშრომლები იყვნენ წარმოდგენილნი ერთგვარად. იქ თვენ შეგიძლიათ სამი უსახლკარო კატის ზედმეტსახელებიც აღმოაჩინოთ, ისინი სტუდიის მეზობლები არიან.

თვითმფრინავები შესანიშნავია, როცა ისინი ჰაერში არიან. ერთხელ, ამერიკაში ვაპირებდი მეყიდა კლასიკური თვითმფრინავი Zero, რათა მენახა თუ როგორ იფრენდა სტუდია Ghibli – ს მაღალძაბვიან გადამცემების თავზე. მაგრამ, ჩემმა მეუღლემ მირჩია შემეწყვიტა ჩემი იდიოტობა ასე რომ ეს არ მოხდა.

ჩემი საქმიანობის ერთერთი მთავარი თემა  – ნოსტალგიაა. ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული გრძნობაა. და სწორედ ესაა ერთერთი შემადგენელი ადამიანის ადამიანურობისა.  როცა მე ვუყურებდი ანდრეა ტარკოვსკის “ნოსტალგიას”, მივხვდი თუ რაოდან უნივერსალურია ეს გრძნობა.

მწამს, რომ ბავშვთა სულები, წინა თაობის მეხსიერების ისტორიული მემკვიდრეები არიან. უბრალოდ ზრდასა და სამყაროს შეცნობასთან ერთად , ეს მეხსიერება სულ ცოტა რჩება, და თუ მე შევძლებ გადავიღო ფილმი, რომელიც გააგვიძებს მას, მე ბედნიერი მოვკვდები.

წყარო:  http://www.kinopoisk.ru

Gugusha

Forza Bionconero, Inter Merda

მსგავსი ამბები

Back to top button