საკითხავისასარგებლოსაქართველო

ოჯახური ძალადობა

სტატისტიკური მონაცემებით, მშობელთა მხრიდან შვილებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-ს აღწევს.  გაცილებით დიდია ოჯახის სხვა წევრების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევები – ეს ხალხი მოსახლეობის დაახლოებით 32 %-ს შეადგენს.

ამერიკაში ყოველწლიურად 1900 ქალი ხდება ოჯახური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი,კანადაში – 17 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე გოგო,რუსეთში-ყოველწლიურად უფროსკლასელთა 30 %…კოსტა-რიკაში ახალგაზრდა მარტოხელა დედების 95% სწორედ ინცესტული ურთიერთობის შედეგად დაორსულდა,ასაკი – 16 წელს ქვემოთ…
საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს და არა იმიტომ,რომ ინცესტი ჩვენთვის “უცხო,ნაკლებად აქტუალური – დასავლეთისგან თავს მოხვეული” პრობლემაა.რამოდენიმე წლის წინ თბილისში საზარელი და ბუნდოვანი მკვლელობა მოხდა – შვილმა მშობლები მოკლა,და დანაშაულის თანამონაწილედ აღიარეს;ბევრი რამ საკმაოდ არაორაზროვნად და-ძმის ინცესტზე მიანიშნებდა…

ეს არ არის ერთ-ერთი გამონაკლისი,უბრალოდ,გახმაურე ბული ფაქტია.გაცილებით ბევრია დამალული,აუღიარებელი… საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის თითქმის 90 %-ს ინცესტის შედეგად ნაადრევად სექსუალურ ურთიერთობადაწყებული არასრულწლოვნები შეადგენენ.

incestus – ლათ:დანაშაულებრივი ცოდვა;ჭუჭყიანი;სისხლის არევის სინონიმი.
ინცესტად ითვლება ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი ურთიერთობა – მშობლებისა და შვილების,და-ძმის,ბიძაშვილების და ა.შ.თუმცა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურები სხვადასხვაგვარად უყურებენ და აწესებენ აკრძალვას ამა თუ იმ ხარისხის ნათესაური კავშირების მიმართ,მაგრამ ზოგადად მაინც ძალზე მკაცრია მშობლებისა და შვილების და და-ძმას შორის ურთიერთობისადმი დამოკიდებულება.ამის მიუხედავად,პოლიტიკური მოსაზრებით,უძველეს ცივილიზაციებში ხშირად დაშვებული და გამართლებული იყო ასეთი ტიპის ინცესტი სამეფო დინასტიებში – იმისთვის,რომ შენარჩუნებულიყო ამა თუ იმ საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება და “სისხლის სიწმინდე”,რაც ამ საგვარეულოს ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებდა(სხვათა შორის,ამას არც თუ იშვიათად,დინასტიათა გადაშენებაც მოჰყოლია).

რელიგიაც,რომელიც ძირითადად ცოდვად მიიჩნევს ოჯახის უახლოეს წევრთა შორის სექსუალურ ურთიერთობებს, აღიარებს “წმინდა ინცესტს”,რომელიც კაცობრიობის გამრავლებისა და გადარჩენის მიზნით არის გამართლებული.ასე მაგალითადქრისტიანობის მიხედვით ადამის და ევას შვილები იყვნენ, ფაქტიურად, პირველი “ინცესტელები”.იმავე მოსაზრებით არის გამართლებული სოდომს მოვლენილი სასჯელის შემდეგ გადარჩენილი ლოთისა და მისი ქალიშვილების საქციელი,რომელმაც ჯერ დაათვრეს მამა და მერე მასთან იცხოვრეს.

მითოლოგიაშიც არის არა ერთი ძლიერი არქეტიპი,რომელთა ტრაგიზმით და ვნებებით სავსე ისტორიები,კაცობრიობის ქვეცნობიერშია დალექილი…

ამჯერად სიმბოლურ საახებსა და მოდელებზე საუბარს არ ვაპირებ.იქ წარმოდგენილი,დრამატული განცდებით სავსე ტაბუირებული ლტოლვისგან განსხვავებით,რეალურად ინცესტი ძირითადად ძალადობას ეფუძნება; ძალადობას,რომლის მსხვერპლი უმეტესად ქალია – პატარა გოგონა,რომელსაც მამა (ან მამინაცვალი) ან ძმა აიძულებს სქესობრივ კავშირს (პროცენტულად ბიჭებთან ასეთივე შემთხვევები უფრო ნაკლებია) ან უკვე ზრდასრული ქალი,რომელიც მამამთილის ან მაზლის მოთხოვნილებების ობიექტი ხდება.ზოგიერთ პატრიარქალურ კულტურაში ეს არა ფარული,ამორალური ქცევა,არამედ მიღებული ტრადიციაა,რომელსაც სოციალური ფაქტორები განაპირობებს.ქალი,რომელიც გათხოვების შედეგად იყიდეს,როგორც ნივთი,ვთქვათ,ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახიდან “არ უნდა გავიდეს” და შესაბამისად ის მფლობელობაში გადაეცემა ოჯახის წევრ სხვა მამაკაცს.

სტატისტიკის მიხედვით,ინცესტის ალბათობა მეტია მატერიალურად უზრუნველყოფილ,მრავალშვილიან (5 და მეტი) ოჯახებში,სადაც მამა ალკოჰოლიკი ან ნარკომნაია,მშობლებს შორის სექსუალური ურთიერთობა მოუწესრიგებელია, შვილებთან აკრძალულია “საჩოთირო”თემებზე საუბარი და ა.შ.

მამა თვლის,რომ უკეთესია,შვილმა მისგან მიიღოს პრაქტიკული ცოდნა,ვიდრე ვიღაც ლაწირაკისგან,რომელთანაც ურთიერთობასაც არავინ იცის,რა გართულება მოჰყვება. დაშინება, იძულება, მოძალადეზე მექანიკური მიჯაჭვულობა კი “ამცირებს” რისკ-ფაქტორებს.გოგონები მხოლოდ უკიდურე შემთხვევაში უტყდებიან დედებს, რომლებიც თავის მხრივ დუმილს არჩევენ და ხშირად შვილებს ადანასაულებენ.

ვიქტიმოლოგია – ასე უწოდებენ მსხვერპლის მიერ პროვოცირებულ ძალადობას.თუმცა როგორც აღმოჩნდა,მოძალადეს აქტიურ და გამომწვევად ჩაცმულ “ლოლიტებზე”მეტად,მორცხვი,ჩაკეტილი,შეუმჩნეველი გოგონები იზიდავს.შიში ზრდის მიზიდულობის ძალას და სექსუალური გზით თვითდამკვიდრების ტრიუმფიც ორმაგდება.რაც უნდა გამომწვევი იყოს მსხვერპლის საქციელი,მოძალადე ამით პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება.იმ ადამიანების ფსიქოლოგიური ტრავმები,რომელთაც სექსუალური ძალადობა გამოსცადეს,მით უმეტეს ადრეულ ასაკში,გათანაბრებულია ომის ვეტერანების და საომარ ზონაში მცხოვრებთა სიმძიმეებთან.

ფსიქიკა საბოლოოდ ინგრევა – მსხვერპლს უჩნდება დანაშაულის განცდა,ახლობლებისგან გაუცხოება და არც თუ იშვიათად გაბოროტება.მისთვის აბსოლუტურად იშლება ზღვარი სექსსა და ემოციურ მიზიდულობას შორის და ოჯახიდან გასვლის პირველივე შემთხვევაში ძალიან დიდია რისკ-ფაქტორი,რომ ის კვლავ გახდეს მსხვერპლი – ამჯერად უკვე ნებისმიერი სხვა ადამიანისა.ასევე დიდია ალბათობა,რომ თავადაც გახდეს მოძალადე, დამნაშავე. კრიმინოლოგიაში ამას “ძალადობის ციკლს” უწოდებენ.

საქართველოს დღევანდელ იურისდიქციაში არანაირი მარეგულირებელი არ არსებობს ძალადობრივი ინცესტის მისამართით.თუმცა ძველ ქართულ სამართლებრივ ძეგლებში საგანგებო პუნქტებია გამოყოფილი,რომლის მიხედვითაც ასეთ შემთხვევაში განისაზღვრებოდა სასჯელის ფორმა (ასე რომ,ინცესტი “გარყვნილი დასავლეთიდან” შემოპარული არ ყოფილა ჩვენში).ამ განაცხადით სამართალდამცავ ორგანოებს, ფაქტობრივად,არც მიმართავენ,რადგან გარდა იმისა,რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი,კანონის არარსებობა უნდობლობასა და უიმედობას იწვევს.აღიარების შემდეგ,მსხვერპლი არანაირად არ არის დაცული,ამიტომ ისევ დუმილს არჩევს.

დუმილს არჩევენ ოჯახის წევრებიც,რომლებიც შეიძლება ხვდებიან,მაგრამ საქმის გართულება სხვადასხვა მოსაზრებით არ სურთ.სხვათა შორის,ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი,მაშინ როდესაც იზოლირებულ ქართულ კულტურაში ის უმეტესად გადამწყვეტი ხდება.ამჯერად უფრო მნიშვნელოვნად მატერიალური ფაქტორი გვევლინება – ურთიერთობის გამოაშკარავებამ მარჩენალის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.მარჩენალს კი მხოლოდ მამის სახით ნუ წარმოიდგენთ – ის ხშირად ადრეულ ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შვილიცაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის, “ქალი და ჯანმრთელობა” მიერ დაფიქსირებულია შემთხვევა,როცა დედამ გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა,რათა მას პროსტიტუცია გაადვილებოდა.ხოლო როცა ერთ-ერთმა ქალიშვილიმა ვეღარ გაუძლო და მამინაცვალთან მრავალწლიანი ურთიერთიობის შესახებ დედას შესჩივლა,პასუხად მიიღო:ოჯახს ვერ დავანგრევ,შენი პატარა და-ძმა მყავს გასაზრდელი და როგორმე შეეგუეო…

მიახლოებითი სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 9-18 წლის მეძავეების რაოდენობით 19-25 წლის მეძავთა შემდეგ მეორე ადგილზე არიან.მათი დიდი ნაწილი,როგორც აღინიშნა,სწორედ ინცესტის მსხვერპლია.ისინი არჩენენ ოჯახის წევრებს,რომლებიც მათ სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ…

სტატისტიკა არასრულია,კანონი – გულგრილი.ჩვენ კი თავს ვიმშვიდებთ,რომ “ასეთი გარყვნილება ქართული კულტურისათვის არასდროს ყოფილა დამახასიათებელი” და ეკრანულ (უცხოურ) ფანტომებს ვებრძვით.

მოამზადა ბექა ლაგვილავამ

საქართველოში გუშინ გახმაურებული ფაქტი ძალადობის შესახებ…

თეგები
Close
Close