არქივი

ბოლო 5 წლის 5 საუკეთესო ევროპული ავტომობილები

b17a2b2227b2
საერთაშორისო ავტოსალონზე ჟენევაში გამოვლენილი იქნა გამარჯვებული ნომინაციაში “საუკეთესო ევროპული ავტომობილი” და გაიმარჯვა Peugeot 308, რომელმაც სრულიად მოულოდნელად დაამარცხა ელექტრომობილები BMW i3 და Tesla Model S. ამ პოსტში მე წარმოგიდგენთ ბოლო 5 წლის 5 საუკეთესო ევროპული ავტომობილებს.
3d7a7a9395d6
Peugeot 308. 2014 წელი
საერთაშორისო ავტოსალონზე ჟენევაში 2014 წლის საუკეთესო ავტომობილად კრიტიკოსები მიიჩნევდნენ ელექტრო ავტომობილებს BMW i3 და Tesla Model S – ჩვენი დროის ყველაზე პერსპექტიული ავტომობილები. მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლებსაც შეადგენდნენ საავტომობილო თემატიკაზე მცოდნე ჟურნალისტების აზრით საუკეთესო ევროპული ავტომობილი არის ხუთკარიანი ჰეჩბექი Peugeot 308.
eb52ee5e2f04
ეს ავტომობილი არის ახალი ვარიაცია, რომელიც წარმოადგინეს 2013 წლის შემოდგომაზე, არ არის ელექტრონული, როგორც მისი ძირითადი კონკურენტები. ის შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და Peugeot 308 არის კომპაქტური, მსუბუქი.
299399cd02f4
Peugeot 308 ასევე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მანქანად როგორც სალონში მჯდომი ადამიანებისთვის, ასევე ტროტუარზე მყოფთათვისაც.
მეორე ადგილი: BMW i3
მესამე ადგილი: Tesla Model S
ასევე ნომინირებულები იყვნენ: Skoda Octavia, Mazda3, Citroen C4 Picasso, Mercedes-Benz S-Class
82f6499e1d20
Volkswagen Golf. 2013 წელი
2013 წელი Volkswagen Golf-ისთვის გახდა წარმატების მომტანი. ნომინანტები კონკურსის დაარსების თარიღიდან(1964წ.) ვლინდებოდნენ დიზაინის, კომფორტულობის, უსაფრთხოების, ეკონომიურობით, მართვადობით, წარმოებით, ფუნქციონალურობით, ეკოლოგიურობით, ფასი-ხარისხის შესაბამისობით და რაღათქმაუნდა ჟიურის შთაბეჭდილებებით.
5397048a45bb
Volkswagen Golf-ის ეს ავტომობილი არის მეშვიდე თაობის. მოდელი წინა მოდელებისგან ვიზუალურად არ განსხვავდება, მაგრამ სინამდვილეში ის აწყობილია სულ ახალ პლათფორმაზე Volkswagen Group MQB. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ის არის უფრო მსუბუქი, ეკონომიური და უსაფრთხო.
38f990dd0e52
Volkswagen Golf 2013 წელს გახდა იაპონიის საუკეთესო მანქანაც, რაც ამ ტიტულის მოგების შანსი სხვა უცხოურ მანქანებს არ ჰქონიათ.
მეორე ადგილი: Subaru BRZ/Toyota GT86
მესამე ადგილი: Volvo V40
ასევე ნომინირებულები იყვნენ: Ford B-Max, Hyundai i30, Mercedes-Benz A-класса, Peugeot 208, Renault Clio
619f6cef7adb
Chevrolet Volt და Opel Ampera. 2012 წელი
2012 წლის საუკეთესო ევროპული მანქანის ტიტული ორმა მანქანამ ერთდროულად მოიგო – Chevrolet Volt და Opel Ampera. მანქანები აწყობილები არიან ერთიდაიმავე პლათფორმებზე და ითვლებიან ერთიან მოდელებათ, ისინი უბრალოდ გამოშვებულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ბრენდების მიერ.
89057d190d3d
Chevrolet Volt არის კომპაქტური ხუთკარიანი ჰიბრიდი, რომელსაც ელექტრომობილის რეჟიმში შეუძლია გაიაროს 65 კილომეტრი, ხოლო ამას შეგვიძლია დავუმატოთ 500 კილომეტრი, რომელსაც მანქანა გადის საწვავის წვის რეჟიმში.
deb0a46d11b9
მეორე ადგილი: Volkswagen Up!
მესამე ადგილი: Ford Focus
ასევე ნომინირებულები იყვნენ: Citroën DS5, Fiat Panda, Range Rover Evoque, Toyota Yaris.
6bc77f1b4094
Nissan Leaf. 2011 წელი
2014 წელს საუკეთესო მანქანის ტიტულატურაზე პრეტენზიას აცხადებდნენ BMW i3 და Tesla Model S, მაგრამ 2011 წელს არავის ეჯერა, რომ საუკეთესო ევროპული მანქანის ტიტულს მოიგებდა მანქანა სახელად Nissan Leaf – პირველი ელექტრონული ავტომობილი, რომელიც მასიურ გაყიდვაში ჩაეშვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
558e51602759
Nissan Leaf – ეს არის თავისი დროის რევოლუციური ავტომობილი რომელსაც შეუძლია, რომ დატენვის გარეშე გაიაროს 200 კილომეტრი, ხოლო აკუმულიატორი 80%-მდე იტენება სულ რაღაც 30 წუთში.
e06fc90268d6
მეორე ადგილი: Romeo Giulietta
მესამე ადგილი: Opel Meriva
ასევე ნომინირებულები იყვნენ: Citroen C3/DS3, Dacia Duster, Ford C-MAX/Grand C-MAX, Volvo S60/V60
041eac68cfcf
Volkswagen Polo. 2010 წელი
ყველა ხუთი ავტომობილი, რომლებიც გახდნენ საუკეთესო ევროპული მანქანები ბოლო 5 წელში არიან C-კლასის 5 კარიანი ჰეჩბექები. ეს ტრადიცია დაიწყო 2010 წელს, როდესაც ჟიურიმ საუკეთესო ევროპული მანქანის ტიტული უბოძა მეხუთე თაობის Volkswagen Polo-ს.
89b897be9b7b
ჟურნალისტებმა ტიტული სწორედ, რომ Volkswagen Polo-ს გადასცეს, რადგან მათ მასში მოეწონათ გარეგნული კომპაქტურობა, კომფორტაბელურობა, უსაფრთხოება და ეკონომიურობა. ჟიურიმ აღიარა, რომ მათ გაუჭირდათ ამ მანქანის ნაკლოვანებების პოვნა, რადგან მანქანა აღმოჩნდა იდეალური ევროპისთვის და მისი ვიწრო ქუჩებისთვის.
მეორე ადგილი: Toyota iQ
მესამე ადგილი: Opel Astra
ასევე ნომინირებულები იყვნენ: Skoda Yeti, Mercedes-Benz E-класс, Peugeot 3008, Citroen C3 Picasso

მსგავსი ამბები

Back to top button