ქვიშის სასტუმრო ვეიმაუტის -Weymouth Beach პლაჟზე
დიდი ბიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ვეიმაუტის (Weymouth Beach) პლიაჟზე, რომელიც მდებარეობს დორსეტის საგრაფოში-ამავე სახელობის ქალაქ დორსეტის სამხრეთ სანაპიროზე, გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქვიშის სასტუმრო.
საოცარი „ქვიშის სასტუმრო“ ააშენა ბრიტანულმა ერთ-ერთმა სასტუმროების კომპანიამ ტურიზმის განვითარებისა და აღმავლობის აღსანიშნავად…
ვეიმაუტის პლიაჟზე (Weymouth Beach) სასტუმროს ასაშენებლად საჭირო გახდა 1000 ტონა ქვიშაზე მეტი და ოთხი მოქანდაკის გუნდი , რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში იმუშავებდნენ დღე-ღამეში 14 საათით JCB-ს დახმარებით. „ქვიშის სასტუმრო“ თავისი ფორმით უზარმაზარ ზღაპრულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს!
ამ უნიკალურ სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილი მხოლოდ £10 ფუნტად ღამეში, სანამ წვიმა არ გაანადგურებს ! £ 10 ფუნტად ღამეში დამეთანხმებით, ძვირი არაა და ეს გასკვირიც არაა, რადგან აქ ყველა სახის ავეჯი და საწოლებიც კი ქვიშისაა და სამწუხაროდ, ისეთ კომფორტზე , როგორიც საპირფარეშოა უნდა დავივიწყოთ ;)
სასტუმროს არ ააქვს სახურავიც, თუმცა სასტუმროს ხელმძღვანელობა ამ ფაქტს უპირატესობას ანიჭებს : სტუმრებს ეძლევათ ღამით ვარსკვლავების დათვალიერების შანსი.
მგონი ძალიან რომანტიკულია !!!