გართობაკულტურა

6 გმირი, რომლებმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს სიკვდილისგან

f5958a6953a9
თუ თქვენ თვლით, რომ ნამდვილი გმირი არის დაკუნთული ადამიანი ჯონ რემბოს მსგავსად, რომელსაც იარაღი აქვს მიმართული ტერორისტების მიმართ მაშინ წარმოდგენები უნდა შეგიცვალოთ. ნამდვილი კაცობა და გმირობა უნდა იყოს წყნარი და შეუმჩნეველი, მაგრამ ღირებული. მორცხვი გმირები იწვევენ მათ მიმართ არამხოლოდ სიმპათიას, არამედ თავის სატკივარსაც ჩვენშიც. გვებადება კითხვა: რატომ არავის არ უყვებიან ისინი თავიანთი გმირობის შესახებ? ზოგიერთ მათგანს აქვთ ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ პლანეტის ყველაზე კეთილ ადამიანებს ისიც ყოფნით, რომ ისინი უნარჩუნებენ სხვებს სიცოცხლეს. ამ პოსტში თქვენ ნახავთ გმირობის ნამდვილ მაგალითებს.
f5958a6953a9
პოლიციელი, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა თვითმკვლელობისგან
კევინ ბრიგსი 22 წელწადზე მეტია რაც პატრულირებს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ რაიონს და მის რაიონში შედის ცნობილი ხიდი სახელად “ოქროს კარიბჭე” – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა. სამწუხაროდ ხიდი ცნობილი არ არის მხოლოდ ტურისტებით, არამედ იმითაც, რომ აქ ბევრ ადამიანს გადაუწყვეტია თვითმკვლელობა. კევინს არაერთხელ გადაურჩენია სასოწარკვეთილი დაკარგული სულების გადარჩენა. ვიღაცამ დათვალა, რომ კევინი ახერხებს ყოველთვიურად გადაარჩინოს ორი პოტენციური თვითმკვლელი, ასე, რომ ეს გახდა ბრიგსის სამუშაოს ჩვეული და განუყოფელი ნაწილი. ორი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა უბედური შემთხვევა: ახალგაზრდა მამაკაცმა არ მოუსმინა კევინს და მოიკლა თავი. კევინის ასეთი შედეგი ბევრ სუპერგმირს შეშურდებოდა. კევინის კოლეგებმა მას მისცეს ირონიული მაგრამ დამსახურებული ზედმეტსახელი – “ოქროს კარიბჭის მცველი”.
194b405015b3
ბრიტანელი დიპლომატი რომელმაც ათასობით ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს ჰოლოკოსტის დროს
ალბათ ბევრი თგვენგანს გაუგონია ოსკარ შინდლერი, რომელმაც ებრაელების შევიწროვებისას და დახოცვის დროს 1200-მდე ებრაელი შეიფარა და ბევრ მათგანს მისცა სამუშაოც კი. მან ამ თავისი საქციელით ათასობით ებრაელი გადაარჩინა გაზის კამერებს და “სიკვდილის ბანაკებს”. მაგრამ ეხლა მასზე არ ვისაუბრებთ, არამედ ფრენკ ფოლზე, რომელმაც 9 ათასზე მეტ ებრაელს აჩუქა სიცოცხლე. ფოლი მუშაობდა ბრიტანეთის დაზვერვაში. ფაქტია, რომ ფოლი იყო მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი შეუმჩნეველი გმირი. ბრიტანული საელჩოს მორცხვმა თანამშრომელმა გამოიყენა თავისი ძალაუფლება, რომ გაეკეთებინა პასპორტები, რათა 9 ათასზე მეტ ებრაელს დაეღწია თავი ნაცისტების ძალადობისგან და გაეღწიათ ქვეყნიდან თავისუფლად. ფოლიმ იმდენი “გაბედა” რომ გესტაფოს კლანჭებისგან გაენთავისუფლებინა კონცბანაკების პატიმრები და ისინი აღჭურვა ვიზებითა და დოკუმენტებით, რომ მათ ალიბი ჰქონოდათ. ფოლის ქმედება უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ხოლო 1958 წელს – თავისი სიკვდილი წინ კი გადაწყვიტა, რომ ხმა მაინც არ ამოეღო, რადგან ეს ფაქტი შეიძლება ყოფილიყო ევროპული ზესახელმწიფოების დაპირისპირების მიზეზი, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთსა და გერმანიას შორის. 2004 წელს ბრიტანულმა საიდუმლო სამსახურმა რამდენიმე საიდუმლო ფაქტი გაავრცელა და მათ შორის ფრენკ ფოლისაც.
f88a788b91e0
ტიტანიკის მექანიკოსებმა საკუთარი თავები გაწირეს, რომ მოეხდინათ მგზავრების ევაკუაცია
ტიტანიკის კატასტროფა იქცა საზღვაო ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფა მოხდა საუკუნის წინ ტიტანიკს ჯერ კიდევ უძღვნიან ფილმებს, წიგნებს და სხვა ხელოვნების ნაწარმოებებს. თვითმხოლველების თქმით ოკეანის ლაინერი წააგავდა განათებულ ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა წყლის ფსკერზე ჩადიოდა, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე თუ რატომ მუშაობდა ელექტროობა ჩაძირვის დროსაც კი, ეკიპაჟის წევრები და მგზავრები – უკლებლივ ყველას უნდოდათ ხომალდის დატოვება. განათების შენარჩუნება არის მექანიკოსების ბრალი: სანამ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები ეძებდნენ პატარა ნავებს, მანამდე მექანიკოსები არ ინძრეოდნენ ადგილიდან და ცდილობდნენ, რომ განათება შეენარჩუნებინათ ბოლომდე. მექანიკოსების გმირობით სიკვდილს გადაურჩა ასობით ადამიანი.
0987c6dab459
ბრიტანეთის მოსწავლემ გააფრთხილა ტურისტები ცუნამის შესახებ
10 წლის ტილი სმიტი და მისი ოჯახი ისვენებდნენ ტაილანდის ერთ-ერთ კურორტზე. ისინი რუჯდებოდნენ და ათვალიერებდნენ ღირსშესანიშნაობებს. ერთ მშვენიერ დღეს ტურისტებმა დაინახეს არაჩვეულებრივი მოვლენა: თავიდან თითქოს ზღვა “ადუღდა” ხოლო შემდეგ კი დაიწყო გაძლიერება ქარის. სანაპიროზე მყოფი ტურისტები დიდი სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ამ მოვლენას. მაგრამ ტილიმ მაშინვე მიხვდა თუ რა ემუქრებოდათ სანაპიროზე მყოფებს, რადგან გეოგრაფიის გაკვეთილზე მას მოუყვნენ თუ რა ხდება როდესაც ცუნამი ახლოვდება. გოგონამ მთელი ხმით იყვირა თავისი ეჭვის შესახებ, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულმა უფროსებმა მას ყურადღება არ მიაქციეს. საბოლოოდ ტილის ტირილმა შედეგი გამოიღო და სმიტებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სანაპირო, მაგრამ მანამდე მათ გაუზიარეს ტილის ეჭვები სანაპიროს ერთ-ერთ თანამშრომელ, რომელმაც მაშინვე გასცა ევაკუაციის ბრძანება. ცუნამის მსხვერპლი 13 ქვეყანაში გახდა 250 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო იმ დღეს სანაპიროზე არავინ დაღუპულა, ეს კი არის 10 წლის ტილი სმიტის დამსახურება.
574d407093c4
ქირურგი რომელმაც 30 000-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა ბრძოლების ეპიცენტრებში
ექიმები მთელი მსოფლიოდან ყოველდღე არჩენენ ადამიანებს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მიაღწიეს მაღალ დონეს. მაღალ დონეს მიეკუთვნება ქირურგი ჯინო სტრადა, რომელიც მუშაობს გულის და ფილტვების გადანერგვაზე. სტრადა არის იტალიური ორგანიზაციის – «Emergency»-ს დამფუძნებელი, მაგრამ ის არ არის ცნობილი მხოლოდ ამის გამო. სტრადა ყოფილა სუდანში, ავღანეთში, ერაყში, კამბოჯაში და სხვა ცხელ წერტილებში. სტრადა დახმარებას უწევდა ომისგან დაშავებულ მშვიდობიან მოსახლეობას და ჯარისკაცებს. 25 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში პირადად მან ჩაატარა 30 000-ზე მეტი ოპერაცია. ის სთხოვდა ტერორისტებს, რომ მედპუნქტები რაც შეიძლება ახლოს დაარსებულიყო და 100 ათასობით ადამიანი აწყდებოდა მედპუნქტებს.
0f5c15600f74
ერთ-ერთი კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა იწინასწარმეტყველა ტერაქტი 9/11
როდესაც ამბობენ ტყუპი შენობების მსხვერპლთა რიცხვს, არავის არ ახსენდება ის ფაქტი, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება მეტი ყოფილიყო, რომ არა საფინანსო კომპანია Morgan Stanley-ს(ის იკავებდა სამხრეთის შენობის უდიდეს ნაწილს) უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – რიკ რესკორლა, მსხვერპლის რიცხვი იქნებოდა უფრო მეტი. რიკი იყო ჯარისკაცი და ვიეტნამის ომის ვეტერანი, როდესაც ის გახდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მან ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეიმუშავა ევაკუაციის საკუთარი გეგმა და ამან გადაარჩინა დათვლი წუთებში 2700-ზე მეტი ადამიანი. რიკის ასეთი გენიალური გეგმით სამხრეთ შენობაში დაიღუპა მხოლოდ 13 ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ ამ 13 ადამიანს შორის ერთ-ერთი თვითონ იყო: ევაკუაციის შემდეგ რიკი და თანამშრომლები დაბრუნდნენ უკან, რომ დარჩენილი ხალხის ევაკუაცია მოეხდინათ და სწორედ ამ მომენტში დაეჯახა შენობას მეორე თვითმფრინავი შტურვალზე კამიკაძეებით.

Back to top button