არქივი

ახალი აღმოჩენა ეგვიპტეში

c1689b07a4da
ინფრაწითელმა ფოტოებმა, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა კოსმოსური თანამგზავრის დახმარებით გადაიღეს, აქამდე უცნობი 17 ეგვიპტური პირამიდა დააფიქსირა.

ინფრაწითელი გადაღება კოსმოსიდან მნიშვნელოვანია იმით, რომ მიწის ქვეშ დამალული ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
კოსმოსიდან ეგვიპტის ტერიტორიის ამ მეთოდით გადაღებისას მეცნიერებმა ათასამდე სამარხსა და სამი ათასამდე უძველეს დასახლებას მიაკვლიეს.
“კოსმოსური აღმოჩენის” ადგილზე მუშაობა არქეოლოგებმა უკვე დაიწყეს.

17e22e9f104e

წინასწარი მონაცემებით, დადასტურდა ორი, აქამდე უცნობი პირამიდის მიგნება.
“ახალაღმოჩენილი პირამიდის გათხრა ყველა არქეოლოგის ოცნებაა”, – ამბობს კვლევის ავტორი, შტატ ალაბამის ბირმინჰემის უნივერსიტეტის თანამშრომელი სარა პარკაკი.
ffddd70f7e01

მეცნიერი აღიარებს, რომ გაოცებულია იმ შედეგებით, რომლებიც ინფრაწითელი გადაღებების შედეგად მიიღეს.
“ინტენსიური გამოკვლევები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციის შემოსვლას გამუდმებით ვადევნებდი თვალს, მაგრამ დადგა დრო, როცა მივხვდი, რამდენად მდიდარი იყო მასალა, რომელიც მოვიპოვეთ. დაჯერება მიჭირდა, რომ ეგვიპტეში ამდენ ახალ ობიექტს მივაკვლიეთ”, – ამბობს არქეოლოგი.
2e3ac808b95e

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ფოტოები, რომელიც თანამგზავრმა 700 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო. კამერები, რომელიც ამისთვის გამოიყენეს, იმდენად ძლიერია, რომ დედამიწის ზედაპირზე ყველა იმ ობიექტის იდენტიფიცირებაც კი შეუძლიათ, რომელთა დიამეტრი ერთ მეტრზე ნაკლებია.
a57335f170d3

ამას გარდა, ინფრაწითელი გადაღება გამოიყენეს იმისთვის, რომ მიწის ზედაპირის ქვეშ მყოფი სხვადასხვა მასალის გარჩევაც ყოფილიყო შესაძლებელი.
8b648bd76489
fbe830f78378
479a3911e6a4

მსგავსი ამბები

Back to top button